მბაბანე
მბაბანე (ინგლ. Mbabane) — ესვატინის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, ჰოჰოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 94 874 ადამიანს შეადგენს. დაარსდა XVII საუკუნის დასასრული-XVIII საუკუნის დასაწყისში, როგორც ციხე-სიმაგრე. ქალაქში მდებარეობს ესვატინის საფონდო ბირჟა.
ქალაქი | |
---|---|
მბაბანე ინგლ. Mbabane | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 26°19′00″ ს. გ. 31°08′00″ ა. გ. / 26.31667° ს. გ. 31.13333° ა. გ. |
დაარსდა | 1902 |
ფართობი | 150 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1243 მ |
მოსახლეობა | 94 874 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 632,49 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
საფოსტო ინდექსი | H100 |
ოფიციალური საიტი | mbabane.org.sz |
ისტორიარედაქტირება
მას შემდეგ, რაც 1902 წელს ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრი ბრემერსდორპიდან (ამჟამად მანზინი) მბაბანეში გადმოიტანეს, ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო. სახელი ეწოდა ბელად მბაბანე კუნენეს პატივსაცემად, რომელიც მას ბრიტანელთა გამოჩენამდე მართავდა.
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს მდინარე მბაბანესა და მის შენაკად პოლინჯანეზე, მდიმბის მთებში, ზღვის დონიდან 1243 მეტრზე. ავტოგზით და რკინიგზით დაკავშირებულია მოზამბიკის დედაქალაქთან და პორტთან — მაპუტუსთან.
ეკონომიკარედაქტირება
ქალაქში მდებარეობს კვების, სამკერვალო და ლითონგადამამუშავებელი საწარმოები. ხდება სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავება. მბაბანესთან სიახლოვეს მიმდინარეობს ასბესტის დამუშავება.
დამეგობრებული ქალაქებირედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-08-26 საიტზე Wayback Machine.
- Alliance française de Mbabane დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Mbabane. Sister Cities International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 11 April 2014.
- ↑ Taipei - International Sister Cities. Taipei City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-02. ციტირების თარიღი: 2013-08-23.
- ↑ Maputo. Tourism in Swaziland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-12. ციტირების თარიღი: 2015-03-17.