მთავარი მენიუს გახსნა
პორტი მელილა
მელილია

მელილია (ესპ. Melilla) — ესპანეთის ავტონომიური ქალაქი და პორტი ჩრდილოეთ აფრიკაში. გარშემორტყმულია მაროკოთი. ფართობი 12,3 კვ. კმ. სადავოა მაროკოსთან. მოიცავს აგრეთვე კუნძულებს: პენიონ დე ველესი, ალუსემასი და ჩაფარინასი. ის მიიჩნეოდა მალაგას პროვინციად 1995 წლის 14 მარტამდე, ანუ მანამდე სანამ ავტონომიად გამოცხადდებოდა.

2008 წლის აღწერით, მოსახლეობა შეადგენდა 73 460 ადამიანს, სადაც შედიოდნენ ქრისტიანები, მუსლიმები (უმეტესად ბერბერები) და ცოტაც ებრაელები. ესპანური არის გავრცელებული ენა, თუმცა იყო ბერბერული ენის აღიარების მოთხოვნაც.

ისტორიარედაქტირება

მელილია თავდაპირველად ფინიკიელთა და შემდგომ პუნიკების კოლონია იყო სახელად–რუსადირი. 1497 წელს დაიკავა დონ პედრო დე ესტოპინანმა, მედინა სიდონიას საჰერცოგოს მეთაურმა.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: