მაჰინ ქადირი
მაჰინ ქადირი (სპარს. مهین قدیری; დ. 1977 – გ. 20 დეკემბერი, 2010 ) — ირანელი სერიული მკვლელი, რომელიც დამნაშავედ ცნეს ყაზვინში ექვსი ხანდაზმული ადამიანის (ერთი კაცი 2006 წელს და ხუთი ქალი 2009 წლის თებერვლიდან მაისამდე) მოკვლასა და გაძარცვაში. მოგვიანებით იგი გაასამართლეს, მიუსაჯეს სიკვდილი და ჩამოახრჩვეს 2010 წელს.
მაჰინ ქადირი სერიული მკვლელი | |
---|---|
ნამდვილი სახელი | მაჰინ ქადირი |
დაბ. თარიღი | 1977 |
დაბ. ადგილი | ირანი |
გარდაცვალების თარიღი | 20 დეკემბერი, 2010 |
შვილ(ებ)ი | ფატიმე |
დაპატიმრების თარიღი | 2009 |
წაყენებული ბრალდება | მოწამვლა, გაგუდვა |
განაჩენი | სიკვდილით დასჯა |
მსხვერპლის რაოდენობა | 6 |
ქადირი ქვეყნის პირველი იდენტიფიცირებული და დღემდე ერთადერთი დადასტურებული ქალი სერიული მკვლელია.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაქადირი 1977 წელს დაიბადა ყაზვინში, რვა შვილიან ოჯახში მესამე შვილად.[1] მისი ადრეული ცხოვრების შესახებ ცოტა რამ იციან, მაგრამ ცნობილია, რომ ის სწავლობდა მესამე კლასამდე, 14 წლის ასაკში გათხოვდა და ორი შვილი გააჩინა.[2] მიუხედავად არასრული განათლებისა, ქადირი გამოირჩეოდა ინტელექტითა და ოჯახის უოირობო სიყვარულით.[3] ეს განსაკუთრებით მიმართული იყო მისი ინვალიდი ქალიშვილის ფატიმეს მიმართ, რომელსაც ბავშვობიდანვე აწუხებდა ავადმყოფობა.[1]
მიუხედავად იმისა, რომ მისი ქორწინება სტაბილური იყო და ოჯახის წევრებთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ცნობილი იყო, რომ ქადირს სწრაფვა ჰქონდა ძვირადღირებული ნივთებისაკენ და ხშირად იღებედა ვალებს.[3] ეს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემას არ ქმნიდა, მაგრამ საბოლოოდ იმდენად გაუარესდა, რომ მისმა ქმარმა მას ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტა და მშობლების მემკვიდრეობაის მიღების უფლებაზე უარი თქვა.[3]
მკვლელობები
რედაქტირებაშემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილმა ქადირმა გადაწყვიტა, რომ ძვირფასი ნივთები მოეპარა და შემდეგ გაეყიდა. მსხვერპლად ირჩევდა ხანდაზმულებს, რადგან ისინი უძლურნი იყვნენ და ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.[3]
ქადირმა პირველი მკვლელობა ჩაიდინა 2006 წელს, როდესაც მან დაახრჩო და გაძარცვა ხანდაზმული კაცი ყაზვინში, რისთვისაც დაუყოვნებლივ დააკავეს და ბრალი დადეს მკვლელობაში. თუმცა სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება მის დასაკავებლად, ამიტომაც გაამართლეს.[1]
შემდეგი სამი წლის განმავლობაში მას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, სანამ 2009 წლის 6 თებერვლიდან 6 მაისამდე არ დაიწყო მკვლელობების სერია. ქადირის მოქმედების მეთოდი გულისხმობდა ყვითელი რენოს ტარებას ყაზვინში და ხანდაზმული ქალების ამორჩევას, რომლებსაც ოქროს სამკაული ან მსგავსი საიუველირო ნაკეთობები ეკეთათ.[1] შესაბამისი მსხვერპლის შერჩევის შემდეგ, მას სახლში მიაცილებდა, შემდეგ აქებდა და ესაუბრებოდა იმაზე თუ რამდენად ჰგვანან მის დედას, სთავაზობდა წვენს, რომელიც მოწამლული იყო საძილე საშუალებით.[1] საბოლოოდ როდესაც მსხვერპლი პარალიზდებოდა ქადირი აგრძელებდა მათ დახრჩობას თავსაბურავის ან შიშველი ხელების საშუალებით. მისი პირველი მკვლელობის მსხვერპლი მანქანიდან გადმოვარდა, რადგან იგი წინა სავარძელზე იჯდა, შემდეგი ოთხი მსხვერპლი უკანა სავარძელზე იჯდა, სადაც იგი ასევე ნაკლებად შესამჩნევი იყო ნებისმიერი გამვლელისთვის.[4]
გამოძიება და დაპატიმრება
რედაქტირება2009 წლის 11 მაისს ქადირმა მიიყვანა 60 წლის ქალი სახლამდე, რომელსაც შესთავაზა მოწამლული სასმელი. თუმცა ქალმა მტკიცე უარი უთხრა და სთხოვა რომ ჩამოესვა მანქანიდან, როდესაც შეამჩნია, რომ ქადირი არასწორი მიმართულებით მიდიოდა. სერიული მკვლელის შესახებ ცნობების გაგების შემდეგ, ქალმა პოლიციას მიმართა, აღწერა თავდამსხმელის მანქანა - „რენო“.[1]
საბოლოოდ, ხელისუფლებამ იდენტიფიცირება გაუკეთა „რენოს“, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთ ადგილზე შენიშნეს. შედეგად იგი დააპატიმრეს 2009 წლის 15 მაისს მაშინ როდესაც მიდიოდა სახლიდან მინუდარის რაიონში.[4] სახლის დათვალიერებისას გამომძიებლებმა იპოვეს გაზეთების სტატიები, რომლებიც მისი დანაშაულების შესახებ წერდნენ.[1]
მან აღიარა ყველა ექვსი დანაშაული, განაცხადა, რომ კლავდა მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ფული ვალების დასაფარად ან შვილის მკურნალობისათვის.[3] მოგვიანებით ქადირმა გაამჟღავნა, რომ სძულდა მისი დედა, რომელმაც იგი ამ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო.[1]
სასამართლო, პატიმრობა და სიკვდილით დასჯა
რედაქტირებაქადირს ბრალი დასდეს, რის შემდეგ დამნაშავედ ცნეს ექვს მკვლელობაში, რისთვისაც მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა.[4] დამატებით, იგი დამნაშავედ ცნეს ექვს ძარცვაში, რისთვისაც მიუსაჯეს 24 თვიანი პატიმრობა და 74 ჩხვლეტა.[4] ჟურნალისტებს აეკრძალათ პრესკონფერენციებსა და მოსმენებზე დასწრება, რასაც პრესისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა.[2]
საკუთარი განაჩენის გასაჩივრების შემდეგ, 2010 წლის 20 დეკემბერს ქადირი ჩამოახრჩვეს ყაზვინის ცენტრალურ ციხეში.[4][5]
მედიაში
რედაქტირებამაჰინ ქადირი მოხსენიებული იყო მხოლოდ იმ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მოამზადა მოჰამედ ჰოსეინ ჰეიდარმა სახელწოდებით „მაჰინი“ და რომელმაც მოიპოვა სამი ჯილდო შაჰრის მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალზე.[6][7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 „"مهین قدیری" اولین قاتل زنجیرهای ایران فیلم شد! / جزییات از قتل زنان قزوینی تا اعدام! + فیلم و عکس“ [Mahin Qadiri became the first female serial killer in Iran! Details on the murderess of Qazvini women to execution! +Videos and photos]. Rokna.net (სპარსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2022.
- ↑ 2.0 2.1 „مشهورترین زنان قاتل ایران“ [The most famous female killer in Iran]. Haft Sobh (სპარსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 30, 2021.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 „من را اعدام کنید“ [Execute me]. Magiran (სპარსული). July 27, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2022.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 „حاشیههای اعدام قاتل سريالي زنان در قزوین“ [Execution of a female serial killer in Qazvin]. Fararu (სპარსული). December 20, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2022.
- ↑ „التماس های بی فایده قاتل سریالی قزوین پای چوبه دار“ [Useless pleas from the Qazvin serial killer, ends on gallows]. Magiran (სპარსული). December 20, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 30, 2021.
- ↑ „مستند مهین برای افراد زیر هجده سال مناسب نیست/ سرگذشت مستند اولین زن قاتل زنجیره ای ایران“ [Mahin documentary is not suitable for people under the age of 18 / Documentary story of the first female serial killer in Iran]. Mojnews (სპარსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2022.
- ↑ „فیلم| اولین قاتل سریالی زن ایران را ببینید“ [See the first female Iranian serial killer]. Hamshahri (სპარსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2022.