მაჩალო (ლათ. Pleurotus cornucopiae) — საჭმელი სოკო ხეთამხალისებრთა ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ასევე დაფიქსირებულია აშშ-სა და მექსიკაში.

მაჩალო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ხეთამხალისებრნი
გვარი:  ხეთამხალი
სახეობა:  მაჩალო
ლათინური სახელი
Pleurotus cornucopiae (Paulet) Rolland, 1885

იზრდება დამპალ ხეებზე ზაფხულ შემოდგომით, საჭმელად გამოიყენება ახალი. მეტად წააგავს კალმახა-სოკოს და მის მსგავსად მისდევენ ხელოვნურად მოყვანას საწარმოო მასშტაბით.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა ჟან-ჟაკ პოლემ 1793 წელს როგორც Dendrosarcos cornucopiae.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus dimidiatus Bull. (1791)
  • Dendrosarcus cornucopiae Paulet (1793)
  • Agaricus cornucopiae (Paulet) Pers. (1828)
  • Pleurotus sapidus (Paulet) Sacc. (1887)
  • Dendrosarcus sapidus Kuntze (1898)

ქუდის დიამეტრი — 4-10 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ძაბრისებრი, სადა, დასაწყისში მოთეთროა, შემდეგ მკრთალ ჟანგმიწისფერი ან მკრთალ-ყავისფერი.

ფეხის სიგრძე — 2-5 სმ, სისქე —1,5-2 სმ. ცენტრალური ან ექსცენტრული, სადა, მიმაგრების ადგილას ქეჩისებრი, მოთეთრო.

ფირფიტები დაღმავალი, ვიწრო, მოთეთრო-კრემისფერი.

რბილობი მოთეთროა, ფქვილის სუნითა და გემოთი.[1][2][3]

სპორები — ცილინდრული ან წაგრძელებული, კვერცხისებრი, ზოგჯერ ოდნავ მოღუნული, უფერული, მოიისფრო, ან მოთეთრო ელფერით,[4] 8-11X3,5-5 მკმ.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

საპროტროფია.[3] ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ასევე დაფიქსირებულია აშშ-სა და მექსიკაში.[5] იზრდება დამპალ და გამხმარ ხეებზე, მათ შორის მუხაზე, წიფელსა და თელაზე. ველურ ბუნებაში სოკო აგრეთვე იზრდება ფოთლოვან ხეებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 82, ISBN 99940-856-1-1.
  • Сержанина Г. И. (1984). Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (2013) Le guide des champignons France et Europe (French). Belin, გვ. 974. ISBN 978-2-7011-8289-6. 
  2. See Meinhard Moser (1983). Keys to Agarics and Boleti. 15a Eccleston Square, London: Roger Phillips, გვ. 63. ISBN 978-0-9508486-0-0. 
  3. 3.0 3.1 (2008) Funga Nordica Agaricoid, boletoid and cyphelloid genera. Copenhagen: Nordsvamp, გვ. 322. ISBN 978-87-983961-3-0. 
  4. Сергеева М. Н. (2003). Грибы. М.: „Культура и традиции“, გვ. 93, 95. ISBN 5-86444-080-9. 
  5. See the Global Biodiversity Information Facility page, which provides hyperlinks to records with geographical location.