მაშველი არხი

სარწყავი არხი საქართველოში, იმერეთის მხარეში

მაშველი არხი — საინჟინრო სარწყავი სისტემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში. იწყება ქალაქ ქუთაისთან, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ჩადის მდინარე გუბისწყალში. სიგრძე 25,5 კმ, ხარჯი 12 მ³/წმ. მწყობრში ჩადგა 1924 წელს, 1931 წელს ჩატარდა არხის რეკონსტრუქცია. 1935 წელს მაშველი არხს შეუერთეს „საბჭოთა არხი“. რწყავს 15,7 ათ. ჰა, აქედან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 13,9 ათ. ჰა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის — 1,8 ათ. ჰა.

ლიტერატურა

რედაქტირება