მაღაროსკარის მეორე ეკლესია

მაღაროსკარის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ

მაღაროსკარის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროსკარის ჩრდილოეთით, 4 კილომეტრზე, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ კართანის ტერიტორიაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ძეგლი 1986 წელს გაითხარა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,5–0.7 მეტრს არ აღემატება. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. იატაკი თიხატკეპნილია. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკის მიმართ 0,2 მეტრითაა შემაღლებული. ბაქანზე წინიდან მიდგმულია ნატეხი ქვით ნაგები კუბური ფორმის კვარცხლბეკი, რომელიც როგორც ჩანს, ჯვრისთვის იყო განკუთვნილი.

ლიტერატურა

რედაქტირება