მაქს ვერტჰაიმერი

გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი
(გადამისამართდა გვერდიდან მაქს ვერთჰაიმერი)

მაქს ვერტჰაიმერი (გერმ. Max Wertheimer; დ. 15 აპრილი, 1880, პრაღა — გ. 12 ოქტომბერი, 1943, ნიუ-იორკი) — გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი.

მაქს ვერტჰაიმერი
გერმ. Max Wertheimer
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1880(1880-04-15)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი პრაღა[5]
გარდ. თარიღი 12 ოქტომბერი, 1943(1943-10-12)[1] [2] [3] [5] (63 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-როშელი[5]
მოქალაქეობა ცისლეიტანია
 ვაიმარის რესპუბლიკა
აშშ
საქმიანობა ფსიქოლოგი[5] , უნივერსიტეტის პროფესორი[5] და ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი, კარლ ფერდინანდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი[6] და Faculty of Law, German University in Prague[6]
განთქმული მოსწავლეები Theodora Mead Abel
შვილ(ებ)ი Michael Wertheimer
ჯილდოები ვილჰელმ ვუნდის მედალი[7]

ორი წელი სწავლობდა იურისპრუდენციას, რის შემდეგაც გადაწყვიტა დაუფლებოდა ფილოსოფიას. ვურცბურგის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (1904, სამეცნიერო ხელმძღვანელი — ოსვალდ კულპე). 1910-იან წლებში მუშაობდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც აღქმის გამოკვლევებით იყო დაკავებული. ორ ასისტენტთან — ვოლფგანგ კელერთან და კურტ კოფკასთან ერთად — ჩაატარა ტაქისტოსკოპზე წარმოდგენილი მოძრაობის გამოსახულებათა ეფექტის გამოკვლევა (ეგრეთ წოდებული ფი-ფენომენი), რის შემდეგაც გამოაქვეყნა თავისი ცნობილი სტატია „მოძრაობის აღქმის ექსპერიმენტალურიგამოკვლევები“) (1912). 1916 წლიდან 1925 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა ბერლინში, შემდეგ კი დაბრუნდა ფრანკფურტში პროფესორის თანამდებობაზე.

1933 წლის მარტში ვერტჰაიმერმა დატოვა გერმანია და უკვე ჩეხოსლოვაკიაში მიიღო მიწვევა ელვინ ჯონსონისაგან ნიუ-იორკის სოციალურ გამოკვლევათა ახალი სკოლის მასწავლებლობაზე, სადაც ის ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის კათედრას, რომელსაც შემდგომში მისი მოწაფე სოლომონ აში ჩაუდგება სათავეში.

ვერტჰაიმერის თეორიის ერთადერთი მეტ-ნაკლებად სრული გადმოცემა მოცემულია მის წიგნში „პროდუქტიული აზროვნება“, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 1943 წელს გამოსცა. წიგნის დასაბეჭდად მომზადებაზე მეცნიერი დაახლოებით ოცი წელი მუშაობდა.

პროდუქტიული აზროვნება

რედაქტირება

პროდუქტიული აზროვნებას, მიმართულს ამოცანების გადაწყვეტისკენ, ვერთჰაიმერი შემდეგნაირად წარმოადგენს. სახეზეა საწყისი და საბილოო სიტუაცია. შემდგომ ამისა შესაძლებელია ორი ვარიანტი - საწყის სიტუაციას საბოლოოსთან მიმართებაში: a) აქვს სტრუქტურული დარღვევები ანუ წყვეტები (სტრუქტურული დაუსრულებლობა), ან b) „მეტისმეტად რთულია, მოუწესრიგებელია, ანდა აქვს მარტივი, მაგრამ გარეგნულ ნიშნებზე დაფუძნებული სტრუქტურა“. საწყისი სიტუაციის სტრუქტურული თავისებურებები განსაზღვრავენ მისი რესტრუქტურიზაციისათვის საჭირო მოქმედებებს (ქმნიან „ვექტორებს... მიმართულს სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ“). საბოლოო სიტუაცია - „ეს ისეთი მდგომარეობაა, რომელშიაც კარგი სტრუქტურა ეყრდნობა შინაგან ძალებს, რომელშიაც არსებობს ურთიერთმოთხოვნების ჰარმონია და რომელშიაც ნაწილები განსაზღვრავენ მთელის სტრუქტურას, მთელი კი - ნაწილების სტრუქტურას“. „აზროვნება მდგომარეობს სტრუქტურული თავისებურებებისა და სტრუქტურული მოთხოვნების განჭვრეტაში, გაცნობიერებაში; მოქმედებებში, რომლებიც განისაზღვრებიან მათ მიერ და მათ შეესაბამებიან მათ, რათა შეცვალონ სიტუაცია მისი სტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით...“.

A. სტრუქტურული დაუსრულებლობის მქონე საწყისი სიტუაცია იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სიტუაცია საბოლოოსთან მიმართებაში სტუქტურულად დაუსრულებელია, გადაწყვეტა შემდეგნაირად მიმდინარეობს. ადამიანმა ჯერ უნდა დაინახოს და გააცნობიეროს პრობლემა (ე. ი. აუცილებელია სტრუქტურის გაგება, ათვისება, „მოსაძებნის გარკვევის შუქზე“), რის შემდეგაც ხდება რესტრუქტურიზაცია. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში „სტრუქტურის გაუმჯობესება“ უნდა გავიგოთ იმ აზრით, რომ ახალი სტრუქტურა „კარგი“ აღმოჩნდება ამოცანის გადაწყვეტისათვის. ვერთჰაიმერი აღნიშნავს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი მოსაძებნი მთელის ზოგიერთ სტრუქტურულ თავისებურებას გაცილებით უფრო ადრე ჩაწვდება, ვიდრე მის სრულ სტრუქტურას, კონკრეტულ ელემენტებს მონახავს. რესტრუქტურიზაციის პროცესში ხდება ელემენტების ფუნქციის შეცვლა.
აი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება სიტუაციის რესტუქტურიზაცია ამოცანის თვალსაზრისიდან. ამოცანა: მარტივი ხერხით ვიპოვოთ ჯამი 1+2+3+4+5+6+7+8+9+10. ცდისპირი ხვდება, რომ შესაძლებელია პირველი და ბოლო რიცხვების შეკრება (1 და 10), რაც იგივეა, რომ შევკრიბოთ 2 და 9, 3 და 8 და ა.შ., და გავამრავლოთ ეს ჯამი (11) ასეთი წყვილების რაოდენობაზე (5). ამასთან, მაგალითად, 9 აღიქმება უკვე არა როგორც 8+1 (8-ს შემდეგი), არამედ როგორც 11-2 (2-ის სიმეტრიული წყვილების ტიპური ჯამის მიმართ).
B. საწყისი სიტუაცია სტრუქტურის არასრულყოფილებით
სხვა შემთხვევებში სიტუაციის რესტრუქტურიზაციას კონკრეტული მიზანი არ აქვს - არსებობს მხოლოდ „ამოცანის შინაგანი სტრუქტურის წვდომის მისწრაფება“. „ასეთ შემთხვევებში აღმოჩენა ნიშნავს არა უბრალოდ გარკვეული, მანამდე უცნობი შედეგის მიღწევას, პასუხს რაიმე კითხვაზე, არამედ სიტუაციის ახალ და უფრო ღრმა გაგებას“.
აი მაგალითიც. ვერთჰაიმერმა სთხოვა ცდისპირს მოენახა შემდეგი მწკრივის ჯამი: „-63, -26, -7, 0, +1, +2, +9, +28, +65“. ცდისპირი ამჟჯავნებდა მწკრივის გამოკვლევის ინტერესს, მაგრამ დასაწყისში უგულებელყოფდა ამოცანის კითხვას ან ავიწყდებოდა იგი. ბოლოსდაბოლოს მან შეამჩნია, რომ მწკრივი აგებულია ფორმულით xn=n³ პლიუს ერთიანის (1) მარჯვნივ გადაწევით. მას შემდეგ, რაც ცდისპირმა ასეთნაირად მიიღო xn=n³, მას შეახსენეს, რომ საჭირო იყო ჯამის მოძებნა. „ჯამი? - სთქვა მან, - ამ მწკრივის ჯამი, ბუნებრივია, ნულს უდრის... ო, უკაცრავად, აქ ხომ კიდევ ეს სულელური გადაწევაა. მთელი მწკრივი +1-ით არის გადაწეული. ყოველ რიცხვს +1 ემატება. მაშასადამე, +1, გამრავლებული წევრების რაოდენობაზე... ეს რას უდრის? ცხრას“. - თქვა მან არც თუ ისე კმაყოფილი ტონით და გააგრძელა გამოკვლევა. დროის გარკვეულ მონაკვეთში ის მივიდა დასკვნამდე, რომ მწკრივის xn=xn-1+k წევრების ჯამი უდრის საშუალო მნიშვნელობას, გამრავლებულს წევრთა რაოდენობაზე, ხოლო შემდეგ კი გადავიდა უფრო რთულ თეორიულ საკითხებზედაც.

გადასვლა საწყისი სიტუაციიდან საბოლოოზე მხოლოდ ფარდობითად არის დახურული (იზოლირებული) პროცესი. „ეს ველის მხოლოდ ნაწილია შემეცნებისა და გაგების საერთო პროცესის საზღვრებში, ისტორიული განვითარების საერთო კონტქსტში, სოციალურ სიტუაციის შიგნით, აგრეთვე ცდისპირის პირად ცხოვრებაში“. საწყისი სიტუაცია მხოლოდ ფარდობითად არის საწყისი, საბოლოო კი - ფარდობითად საბოლოო. ზოგადი სახით ვერტჰაიმერი ამოცანების ასეთ კლასიფიკაციას გვაძლევს (S1 - საწყისი სიტუაცია, S2 - საბოლოო სიტუაცია):

  • a) ამოცანები დაუსრულებელი სტრუქტურით: S1 → … → S2,
  • b) ამოცანები სტრუქტურის არასრულყოფილებით: S1 → ….

ვერთჰაიმერი შენიშნავს, რომ არსებობს პროდუქტიული პროცესების მესამე სახეც, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად გამოისახოს:

  • c) … → S2.

ამ სახეს მიეკუთვნება, მაგალითად, მხატვრული შემოქმედება. შემოქმედის წარმოდგენაში აქ S2 (შედეგი) თავდაპირველად არსებობს მხოლოდ უზოგადესი სახით და თვით მთელის სტრუქტურის გაშლა ხდება შემოქმედების (ქმნის) პროცესში.

ციტატები

რედაქტირება

მთელი უფრო მეტი რამ არის, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება