კურტ კოფკა
კურტ კოფკა (გერმ. Kurt Koffka; დ. 18 მარტი, 1886, ბერლინი — გ. 22 ნოემბერი, 1941, ნორტჰემპტონი) — გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი. მაქს ვერთჰაიმერსა და ვოლფგანგ კელერთან ერთად ითვლება გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთ შემქნელად. ამავე დროს თანამშრომლობდა ვიგოტსკის წრის საბჭოთა მკვლევარებთან, რომლებთანაც აკავშირებდა პირადი ნაცნობობა და ერთბლივ კვლევით პროექტებში მონაწილეობა. მისი შრომები არაერთხელ იქნა გამოქვეყნებული რუსულ ენაზე 1920-1930-იან წლებში.
კურტ კოფკა | |
---|---|
გერმ. Kurt Koffka | |
დაბ. თარიღი | 18 მარტი, 1886[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ბერლინი[5] [3] |
გარდ. თარიღი | 22 ნოემბერი, 1941[5] [1] [2] [3] [4] (55 წლის) |
გარდ. ადგილი | ნორტჰემფტონი[3] |
დასაფლავებულია | უცნობი[6] |
მოქალაქეობა |
აშშ გერმანიის იმპერია |
საქმიანობა | ფსიქოლოგი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | გისენის უნივერსიტეტი და სმითის კოლეჯი |
ალმა-მატერი | ვილჰელმის სამეფო გიმნაზია, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ედინბურგის უნივერსიტეტი |
ნათესავ(ებ)ი | Otto Koffka |
დაიბადა ბერლინში, იურისტ ემილ კოფკასა და ლუიზა ლევის ოჯახში. სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში კარლ შტუმპფთან, 1909 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. შემდგომში წელიწადი სწავლობდა შოტლანდიაში, ედინბურგის უნივერსიტეტში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ფრანკფურტის უნივერსიტეტში; 1911 წელს გახდა ქალაქ გისენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, სადაც კელერთან ერთად მონაწილეობდა ვერტჰაიმერის ექსპერიმენტებში, რომლებიც მოძრაობის აღქმის საკითხებს სწავლობდნენ. 1918 წელს გახდა უნივერსიტეტის პროფესორი და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1924 წლამდე. 1921 წელს ვერტჰაიმერსა და კელერთან ერთად დააარსა ჟურნალი „Psychologische Forschung“ (ფსიქოლოგიური გამოკვლევა).
1924 წლიდან მუშაობდა ამერიკის უნივერსიტეტებში, იყო კორნელის, ჩიკაგოსა და უისკონსინის უნივერსიტეტების პროფესორი. 1927 წელს დაიკავა პროფესორის თანამდებობა სმიტის კოლეჯში (ნორტჰემპტონი). 1932 წელს (გაზაფხული-ზაფხული) მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ლურიას შუა აზიის ექსპედიციაში. 1939 წლიდან კურტ კოფკა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია.
ნაშრომში „ფსიქიკური განვითარების საფუძვლები“ გამოიყენა გეშტალტ-ფსიქოლოგიის მეთოდები ბავშვის ფსიქიკური განვითარების შესწავლისათვის. კოფკას მთავარი შრომაა „გეშტალტ-ფსიქოლოგიის პრინციპები“ (1935).
შრომები
რედაქტირება- Zur Analyse der Vorstellungen und ihrer Gesetze, 1912
- Die Grundlagen der psychischen Entwicklung, 1921
- Perception: An Introduction to the Gestalt Theory, 1922 - სტატია ჟურნალში „Psychological Bulletin”, № 19.
- Principles of Gestalt Psychology, 1935).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Gestalt Psychology
- Classics in the History of Psychology
- Kurt Koffka - Cofounds Gestalt psychology, Applies Gestalt principles to child development Read more: Kurt Koffka - Cofounds Gestalt psychology, Applies Gestalt principles to child development - Social Perception, Max Wertheimer, Experimental, and Research - JRank Articles http://psychology.jrank.org/pages/361/Kurt-Koffka.html#ixzz4JOavUD3B
- International Encyclopedia of the Social Sciences | 1968
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ 5.0 5.1 Коффка Курт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Find a Grave — 1996.