მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო — გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
ჯილდო 10 000 ლარი
წარადგენს განათლება ყველასათვის - საქართველო
ქვეყანა საქართველო
პირველად გადაეცა ვლადიმერ აფხაზავა (2017)
ბოლოს გადაეცა ნათია უჩავა (2024)
tprize.ge

2017 წლის 19 მარტს საქართველომ განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიიღო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო.“ აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, დაიწყო და 2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10 000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე.

მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებია: მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება; ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება; საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა; პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა.

ჯილდოს მფლობელები

რედაქტირება
წელი სახელი სკოლა მუნიციპალიტეტი სწავლების საგანი სქოლიო
2017 ვლადიმერ აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო განათლება [1]
2018 მანანა კაპეტივაძე ბაღდათის მეორე საჯარო სკოლა ბაღდათის მუნიციპალიტეტი ინგლისური ენა [2][3]
2019 გიორგი ჭაუჭიძე მარნეულის მეორე საჯარო სკოლა მარნეულის მუნიციპალიტეტი ქართული ენა (როგორც მე-2 ენა) და ისტორია [4]
2020 სოფიო გოგოხია აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ქართული ენა და ლიტერატურა [5]
2021 ხათუნა რაზმაძე წმინდა გიორგი სახელობის საერთაშორისო სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკა [6]
2022 როლანდ შავაძე მეკეიძეების საჯარო სკოლა ხულოს მუნიციპალიტეტი ინგლისური ენა [7]
2023 ნინო ფსუტური გორის მერვე საჯარო სკოლა გორის მუნიციპალიტეტი ბიოლოგია [8]
2024 ნათია უჩავა თბილისის ასოცდამეექვსე საჯარო სკოლა თბილისი ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური) [9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავაა!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2020-12-04.
  2. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ცნობილია[მკვდარი ბმული]
  3. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა
  4. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ცნობილია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-20. ციტირების თარიღი: 2020-12-04.
  5. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა
  6. ბოგვერაძე, მარიამ (5 ოქტომბერი, 2021). „2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა - Netgazeti“. Netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე გახდა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. „2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური გახდა“. 1TV. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. დუმბაძე, ლელა (4 ოქტომბერი, 2024). „2024 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა - Batumelebi“. Batumelebi.ge. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)