ვლადიმერ აფხაზავა
ვლადიმერ (ლადო) აფხაზავა (დ. 9 იანვარი, 1976, ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი) — ქართველი მასწავლებელი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი[1].
ვლადიმერ აფხაზავა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 იანვარი, 1976 ნიგვზიანი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტი |
საქმიანობა | პედაგოგი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებავლადიმერ აფხაზავა დაიბადა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი[2].
2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს[1].
2017 წლის 5 ოქტომბერს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და გახდა აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელი[1].
2018 წლის 13 დეკემბერს ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლების სიაში მოხვდა[3], ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს კი იგი მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის დაასახელეს[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ვლადიმერ აფხაზავა, 2017 წლის გამარჯვებული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2018-04-12.
- ↑ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-18. ციტირების თარიღი: 2018-04-12.
- ↑ ვლადიმერ აფხაზავა მსოფლიოს მასშტაბით 50 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-24. ციტირების თარიღი: 2019-01-08.
- ↑ Top 10 finalists 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-24. ციტირების თარიღი: 2019-02-21.