გიორგი ჭაუჭიძე (დ. 30 ნოემბერი, 1975, ჭიათურა) — ქართველი მასწავლებელი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული.

გიორგი ჭაუჭიძე
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1975 (1975-11-30) (49 წლის)
ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თსუ
საქმიანობა პედაგოგი
მეუღლე(ები) ნათია ტრაპაიძე
ჯილდოები

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ჭაუჭიძე დაიბადა 1975 წლის 30 ნოემბერს ჭიათურაში. 1992 წელს ჭიათურის პირველი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დააასრულა 1997 წელს. 1996 წელს დაამთავრა ამავე უნივერისტეტის მეორადი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2013-2015 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლის შედეგად მიენიჭა განათლების ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაცია.

გიორგი ჭაუჭიძე 1997 წლიდან საგანმანათლებლო სფეროშია, 1998 წელს მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ხოლო 2004 წლიდან არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამაში მუშაობს.

2014 წლიდან დაქორწინებულია ნათია ტრაპაიძეზე, რომელიც ასევე პედაგოგია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება