მარკ ცუკერბერგი
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
მარკ ელიოტ ცუკერბერგი (ინგლ. Mark Elliot Zuckerberg; დ. 14 მაისი, 1984) — სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, რომელიც ფორბსის 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით 71.5 მილიარდის მფლობელია.[5] ცუკერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან, დასტინ მოსკოვიჩთან, ედუარდ სევერინთან და კრის ჰაგისთან ერთად, ჰარვარდში სწავლის პერიოდში.
მარკ ცუკერბერგი | |
---|---|
ცუკერბერგი 2019 წელს. | |
დაბადების სახელი | მარკ ელიოტ ცუკერბერგი |
დაბადების თარიღი |
14 მაისი, 1984[1] ნიუ-იორკი, აშშ |
რეზიდენცია | პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ[2] |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი (დატოვა) |
საქმიანობა | Facebook, Inc.-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი |
აქტიური | 2004–დღემდე |
ხელფასი | 1 მილიონი აშშ დოლარი[3] |
ცნობილია როგორც |
2004 წელს Facebook-ის თანადამაარსებელი; მსოფლიოს მეორე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი (2012)[4] |
მეუღლე(ები) | პრისცილა ჩანი (იქ. 2012) |
მშობლები |
მამა: ედვარდ ცუკერბერგი დედა: კერენ კემპნერი |
ნათესავები | რენდი ჯეინ ცუკერბერგი (და) |
ჯილდოები | Time-ის წლის პიროვნება (2010) |
სუფთა მოგება | 71.5 მილიარდი აშშ დოლარი (ივლისი 2014)[5] |
საიტი | facebook.com/zuck |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაცუკერბერგი დაიბადა უაით ფლეინსში, ნიუ-იორკის შტატში ებრაელების ოჯახში 1984 წელს. მან პროგრამირება დაიწყო, როდესაც ის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო. თავდაპირველად მას იტაცებდა კომპიუტერული პროგრამების განვითარება. მეცხრე კლასელმა იმ დროისათვის პოპულარული სამაგიდო თამაშის „რისკის“ კომპიუტერული ვარიანტი შექმნა. აგრეთვე სკოლის ასაკში დაწერა პროგრამა MP3-player Winamp, რომელსაც მომხმარებლის მუსიკალური გემოვნების გაანალიზება შეეძლო. როდესაც ეს პროგრამა ინტერნეტში გამოჩნდა, Microsoft მზად იყო მის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაეხადა და ახალგაზრდა ცუკერბერგი თავიანთ კომპანიაში მიეწვიათ, მაგრამ მარკმა უარი განაცხადა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა.
მარკ ცუკერბერგმა თავისი პროდუქტი მსოფლიო ქსელში გაუშვა 2004 წლის 4 თებერვალს,[6][7] ჰარვარდის ერთი პატარა ოთახიდან. მარკს ამ საიტის შექმნის იდეა დაებადა მას შემდეგ, რაც იხილა Phillips Exeter Academy-ში ყოფნის დროს ტრადიცია, რომელსაც სხვა სასწავლებლებშიც იყენებდნენ. ყოველწლიურად ქვეყნდებოდა სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო სტუდენტების მონაცემები და ფოტო. ამ სახელმძღვანელოს პირწიგნაკი ერქვა, საიდანაც შემდგომში მისმა შექმნილმა სოციალურმა საიტმა მიიღო სახელწოდება Facebook. პირველი პირწიგნაკი მან ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის შექმნა, რისთვისაც მან უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა და ამის გამო მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის საკითხიც დადგა, მაგრამ ჰარვარდის სტუდენტების მოთხოვნით მარკმა ისევ აღადგინა ეს სერვისი და ცოტა ხანში თითქმის სტუდენტდების ნახევარი დარეგისტრირდა, მათ ამ საიტზე ჯგუფების თვითორგანიზებაც შეეძლოთ და თანდათან ეს საიტი პოპულარული ხდებოდა სტუდენტებში. რამდენიმე თვეში მარკს ანალოგიური საიტის შექმნის თხოვნით მიმართეს სტენფორდის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტიდან. ცუკერბერგმა გადაწყვიტა დასახმარებლად მიემართა თავისი მეგობრისთვის დასტინ მოსკოვიჩისთვის, რომელთანაც ჰარვარდში ერთ ოთახში ცხოვრობდა.
ბიზნესის წამოწყება
რედაქტირებაძალიან მალე მისი შექმნილი საიტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მან გადაწყვიტა თავისი პროდუქტისგან ბიზნესი წამოეწყო. მარკმა თავისი ბიზნესის განვითარებისათვის მთელი დანაზოგი დახარჯა და როდესაც მიხვდა, რომ დამატებით დაფინანსება სჭირდებოდა, სწავლა მიატოვა და რამდენიმე მეგობართან ერთად გაემგზავრა კალიფორნიაში, პალო-ალტოში, ინოვაციური კომპანიების სამშობლოში. მათ იჯარით აიღეს პატარა სახლი, რომელიც ოფისად გამოიყენეს. 2004 წლის ზაფხულის მიწურულს ცუკერბერგმა გაიცნო ანგარიშსწორების სისტემა PayPal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პიტერ ტილი, რომელმაც მოლაპარაკებიდან ოთხი საათის შემდეგ ცუკერბერგის კომპანიაში ნახევარ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ეს არ იყო დიდი ინვესტიცია, მაგრამ ცუკერბერგმა მისი გონივრულად გამოყენება მოახერხა და Facebook გააფართოვა. მან პალო-ალტოში ოფისი დაიქირავა და გარს რამდენიმე თანამოაზრე შემოიკრიბა. ცუკერბერგი აპირებდა ჰარვარდში დაბრუნებას, რადგან თავდაპირველად საქმე წარმატებით არ მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ მან გადაწყვიტა კალიფორნიაში დარჩენა და დღემდე არ დაბრუნებულა ჰარვარდში როგორც სტუდენტი. 2004 წლის ნოემბერში Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ცოტა ხანში ისევ პიტერ ტილის დახმარებით ცუკერბერგმა Accel Partners-ისაგან $12,7 მილიონის ინვესტიცია მიიღო. 2005 წლის შემოდგომაზე Facebook-ით უკვე 5 მილიონი ადამიანი აქტიურად სარგებლობდა და იგი ინტერნეტ-სივრცის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ მარკი ძალიან გონივრულად მოიქცა, როდესაც Google-დან გამოცდილი მენეჯერი შერილ სენდბერგი მოიწვია, რომელსაც ინტერნეტ ბიზნესში სერიოზული გამოცდილება გააჩნდა. 2006 წელს Facebook-მა სერიოზული ნოვაცია დანერგა. კომპანიის მიერ გაიხსნა სერვისი პროფესიული საზოგადოებისთვის და ცუკერბერგის პირველი კლიენტები „მაკდონალდსი“ და „ცეერუ“ გახდნენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2006 წელს მარკ ცუკერბერგმა სცადა გაეყიდა თავისი საიტი. კომპანია Yahoo ერთ მილიარდ დოლარს სთავაზობდა მარკს, მაგრამ ბოლო მომენტში მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. კომპანიის შტაბ-ბინა დღესაც პალო-ალტოშია განთავსებული, ხოლო ფილიალები – მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში: ნიუ-იორკში, ლონდონში, მოსკოვში, ტოკიოში...
ქონება
რედაქტირება25 წლის ბიზნესმენი მარკ ცუკერბერგი Facebook-ის წყალობით მილიარდერი გახდა, იგი ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის 27 პროცენტს ფლობს. 2017 წლის მონაცემებით ის 71.5 მილიარდის მფლობელია,[5] მსოფლიო მილიარდერების სიაში მეხუთე ადგილს იკავებს და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.
Facebook Inc-ის ღირებულების ზუსტი შეფასება რთულია, რადგან მარკი არ ჩქარობს მისი კომპანიის აქციების გამოშვებას და ბირჟაზე გამოტანას. მარკმა უარი უთხრა თავისი კომპანიის წილის მიყიდვაზე Google-ს, მაგრამ შემდეგ 1.6 % მიჰყიდა Microsoft-ს $240 მილიონად. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიის მთლიანი ღირებულება $15 მილიარდია, მაგრამ ზუსტი ღირებულება ცნობილი გახდება, როდესაც ახალგაზრდა ბიზნესმენი თავისი კომპანიის აქციებს ბირჟაზე განათავსებს.
ფილმი ცუკერბერგზე
რედაქტირებააშშ-ში 2010 წლის 15 ოქტომბერს მარკ ცუკერბერგზე და Facebook-ის შექმნაზე გამოვიდა ფილმი „სოციალური ქსელი“, რომელშიც მთავარ როლს ენდრიუ გარფილდი და ჯესი აიზენბერგი ასრულებენ. ფილმი არის კომედიური დრამის ჟანრში და ეკუთვნის Columbia Pictures-ს. ფილმის ბიუჯეტი შეადგენს $47 მილიონს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაცუკერბერგი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე პრისცილა ჩანი[8] და ქალიშვილები, მაქსი და ოგასტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Pilkington, Ed (March 10, 2011). „Forbes rich list: Facebook six stake their claims“. The Guardian. UK. ციტირების თარიღი: March 30, 2011.
- ↑ Vargas, Jose Antonio. (September 20, 2010) The Face of Facebook. The New Yorker. ციტირების თარიღი: September 22, 2010.
- ↑ Facebook, Inc. Proxy Statement. United States Security and Exchange Commission (26 April 2013). ციტირების თარიღი: 30 March 2014.
- ↑ „Forbes's Youngest Billionaire: Facebook Co-Founder Dustin Moskovitz Edges Out Mark Zuckerberg“. Newsfeed.time.com. 2011-03-10. ციტირების თარიღი: 2012-12-29.
- ↑ 5.0 5.1 5.2 „Mark Zuckerberg“. Forbes. ციტირების თარიღი: May 19, 2012.
- ↑ Steffan Antonas. (10 May 2009) Did Mark Zuckerberg's Inspiration for Facebook Come Before Harvard?. ReadWrite Social. SAY Media, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 26 March 2013.
- ↑ Face-to-Face with Mark Zuckerberg '02. Phillips Exeter Academy. Phillips Exeter Academy (24 January 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 26 March 2013.
- ↑ მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა დაარქივებული 2012-12-11 საიტზე Wayback Machine. ჟურნალი ტაბულა © 20-05-2012, 19:02