მარი ანა ფოქსი

ამერიკელი ქიმიკოსი

მარი ანა ფოქსი (დ. 9 დეკემბერი, 1947 — გ. 9 მაისი, 2021) — ფიზიკური ორგანული ქიმიკოსი და უნივერსიტეტის ადმინისტრატორი. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც როლის ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში აღმასრულებელი მეთაურის თანამდებობა დაიკავა. 2004 წლის აპრილში ფოქსი სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი გახდა. 2010 წელს მან მეცნიერების ეროვნული მედალი მიიღო.

მარი ანა ფოქსი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1947
კანტონი, ოჰაიო
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი, 2021 (73 წლის)
ოსტინი, ტეხასი
ალმა-მატერი ნოტრე დამის კოლეჯი
კლეველენდის შტატის უნივერსიტეტი
დართმუზის კოლეჯი
პროფესია ქიმიკოსი, ადმინისტრატორი
საქმიანობა სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეშვიდე კანცლერი[1]
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეთორმეტე კანცლერი
მეუღლე(ები) ჯეიმზ კ. უაიტსელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ფოქსი დაიბადა კანტონში, ოჰაიოს შტატში. დაამთავრა ნოტრ-დამისა და დართმუზის კოლეჯები, ქიმიის მიმართულებით. 1977 წელს შეუერთდა ტექსასის უნივერსიტეტის ფაკულტეტს, 1994 წელს კი ამავე უნივერსიტეტის კვლევის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ფოქსი იყო ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სამეცნიერო კვლევითი საზოგადოება „Sigma Xi-ის“ პრეზიდენტი. 1969 წელს ნოტრ-დამის კოლეჯის დასრულების შემდეგ მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, დართმუზის კოლეჯის დასრულების შემდეგ კი 1974 წელს ფილოსოფიის დოქტორი გახდა. მოგვიანებით, 1998 წელს ფოქსი ჩრდილოეთ კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის მეთორმეტე კანცლერი გახდა. ის უნივერსიტეტის პირველი ქალი აღმასრულებელი მეთაური იყო 2004 წლის ივლისამდე.[2]

ჯორჯ ბუშის გუბერნატორობის პერიოდში ტეხასში ფოქსი ბუშის მეცნიერების დარგის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ფოქსი დაქორწინებული იყო ქიმიის პროფესორ ჯეიმზ უაიტსელზე. ისინი ხუთი შვილს ზრდიდნენ, საკუთარი წინა ქორწინებებიდან.

გარდაიცვალა 2021 წლის 9 მაისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[3]

ჯილდოები

რედაქტირება
  • აგნეს ფეი მორგანის კვლევითი ჯილდო (1984 წელი)
  • გარვან-ოლინის მედალი (1988 წელი)
  • ჰავინგას მედალი (1991 წელი, პირველი ქალი ვინც ეს ჯილდო მიიღო.)[4]
  • მეცნიერების ეროვნული მედალი (2010 წელს)
  • ოთმერის ოქროს მედალი (2012 წელს)[5][6][7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
სამეცნიერო პოსტები
წინამორბედი:
ლარი მონტეი
ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი შემდეგი:
რობერტ ბერნატი
წინამორბედი:
რობერტ დინსი
სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი შემდეგი:
პრედიპ ხოსლა
  1. Marye Anne Fox. University of California San Diego. ციტირების თარიღი: 2 April 2014.
  2. Historical State: History in Red and White. Marye Anne Fox becomes the first female chancellor at NC State (1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 4 January 2012.
  3. Woodson, Randy (10 მაისი, 2021). „Honoring former Chancellor Marye Anne Fox“. N.C. State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-14. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. Havinga Medal Laureates. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 7 April 2015.
  5. Othmer Gold Medal. Chemical Heritage Foundation. ციტირების თარიღი: 1 December 2016.
  6. „Alumna to Receive Othmer Gold Medal“. Notre Dame College. 31 January 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 12 June 2014.
  7. Gussman, Neil (30 January 2013). „Marye Anne Fox to Receive Othmer Gold Medal at Heritage Day 2012“. The Business Journals. ციტირების თარიღი: 12 June 2014.