მარინა ლადინინა
მარინა ალექსის ასული ლადინინა (რუს. Ладынина, Марина Алексеевна; დ. 24 ივნისი 1908, სკოტინინო, სმოლენსკი — გ. 10 მარტი 2003, მოსკოვი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1950). სსრკ სახელმწიფო პრემიის ხუთგზის ლაურეატი (1941, 1942, 1946, 1948, 1951 წწ.).[1]
მარინა ლადინინა | |
---|---|
მარინა ლადინინა | |
დაბადების სახელი | მარინა ლადინინა |
დაბადების თარიღი |
24 ივნისი 1908 სკოტინინო, სმოლენსკი |
გარდაცვალების თარიღი |
10 მარტი, 2003 მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1935-1954 |
მეუღლე(ები) |
ივანე ლიუბეზნოვი ივანე პირიევი |
მშობლები |
მამა: ალექსი დედა: მარია |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარინა ლადინინა დაიბადა 1908 წლის 24 ივნისს, სოფელ სკოტინინოში (სმოლენსკის გუბერნია), ალექსი (1879-1955 წწ.) და მარია (1889-1971 წწ.) ლადინინების ოჯახში. ახლო მომავალში მარინა ლადინინა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნაზაროვოში (კრასნოიარსკის მხარე). მარინას მშობლები უბრალო ქრისტიანები იყვნენ, მამამისს ალექსი ლადინინს, მხოლოდ სამი კლასი ჰქონდა დამთავრებული, ხოლო დედამისს განათლება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული.
ოჯახში სულ ოთხი ბავშვი იზრდებოდა, რომელთაგან მარინა ლადინინა ყველაზე უფროსი იყო. ბავშვობიდანვე ინტერესი გაუჩნდა წიგნებისა და სცენის მიმართ. სკოლაში სწავლებისას არსებობდა ადგილობრივი თეატრი, სადაც ლადინინა სუფლიორად აიყვანეს.
1933 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 1933-1935 წწ. მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობია. პირველად კინოში გადაიღეს 1935 წელს („მტრის ბილიკები“, ლინკას როლი). სწორედ ამ ფილმის გადაღებებისას გაიცნო ლადინინამ თავისი მომავალი მეუღლე ცნობილი რეჟისორი ივანე პირიევი.
1936 წელს წყვილი დაქორწინდა. მარინა ლადინინა ივანე პირიევის დიდი ხნის მუზა იყო.[2] ლადინინას ყველაზე ცნობილი კინონამუშევრებია: „ტრაქტორისტები“ (1939 წ.), „მეღორე ქალი და მწყემსი“ (1941 წ.), „საღამოს ექვს საათზე ომის შემდეგ“ (1944 წ.), „ყუბანელი კაზაკები“ (1950 წ.) და სხვ.
1954 წელს გამოდის კინოფილმი „ერთგულების შემოწმება“, რომლის შემდეგ უეცრად ცოლქმარი დაშორდა ერთმანეთს. განქორწინების შემდეგ მარინა ლადინინას კინოკარიერას ბოლო მოეღო. 1954 წლიდან ლადინინა კინოში ერთხელაც არ გამოჩენილა. ერთი პერიოდი იგი მუშაობდა თეატრალურ სტუდიაში. საბჭოთა პერიოდის პოპულარული მსახიობი მარინა ლადინინა გარდაიცვალა 95 წლის ასაკში, 2003 წლის 10 მარტს, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
1937 | მდიდარი საცოლე | მარინკა | |
1939 | ტრაქტორისტები | მარიანა ბაჟანი | |
1940 | საყვარელი გოგონა | ვარია ლუგინა | |
1941 | მეღორე ქალი და მწყემსი | გლაშა ნოვიკოვა | |
1942 | ანტოშა რიბკინი | ლარისა | |
1944 | საღამოს ექვს საათზე ომის შემდეგ | ვარია პანკოვა | |
1947 | თქმულება ციმბირის მიწაზე | ნატაშა | |
1949 | ყუბანელი კაზაკები | გალინა პერესვეტოვა | |
1951 | ტარას შევჩენკო | გრაფინია | |
1954 | ერთგულების შემოწმება |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 100.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Большая советская энциклопедия. Гл. ред. А. М. Прохоров, 3-е изд. Т. 14. Куна — Ломами. 1973. 624 стр., илл.; 38 л. илл. и карт. 1 грампластинка.
- ↑ ბიოგრაფია kinoteatr.ru-ზე