მარია ეჯვორტი
მარია ეჯვორტი (ინგლ. Maria Edgeworth; დ. 1 იანვარი, 1768 - გ. 22 მაისი, 1849) — ინგლისელ-ირლანდიელი მწერალი მოზრდილთა და საბავშვო ლიტერატურაში. პირველი რეალისტი მწერალი საბავშვო ლიტერატურაში და ევროპაში რომანების რევოლუციის მნიშვნელოვანი ფიგურა. მიმოწერა ჰქონდა ზოგიერთ წამყვან ლიტერატურულ მწერალთან, მათ შორის სერ უოლტერ სკოტთან და დეივიდ რიკარდოსთან.
მარია ეჯვორტი | |
---|---|
ინგლ. Maria Edgeworth | |
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1768[1] |
დაბადების ადგილი | ოქსფორდშირი |
გარდაცვალების თარიღი | 22 მაისი, 1849[2] [3] [4] [5] (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Edgeworthstown[1] |
ფსევდონიმი | Eliza Edgeworth[6] |
საქმიანობა | ესეისტი[7] , რომანისტი[7] , საბავშვო მწერალი[8] და მწერალი[9] |
ენა | ინგლისური ენა[8] [7] |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[8] [7] |
Magnum opus | Belinda, Castle Rackrent, Comic Dramas, in Three Acts, Early Lessons, Essay on Irish Bulls, Frank: a Sequel to Frank in Early Lessons, Harrington, a Tale; and Ormond, a Tale, Harry and Lucy Concluded, Leonora, Letters for Literary Ladies, Moral Tales for Young People, Moral Tales, Patronage, Popular Tales, Practical Education, Readings on Poetry, Tales and Novels by Maria Edgeworth, Ormond, The Absentee, Tales of Fashionable Life, The Contrast, The Modern Griselda; a Tale, The Parent's Assistant, Tomorrow; or the Dangers of Delay და Works of Maria Edgeworth |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებამარია ეჯვორტი დაიბადა 1758 წლის 1 იანვარს ოქსფორდშირში, ინგლისში. იყო რიჩარდ ლოუელ ეჯვორტის და ანა მარია ეჯოვრტის მეორე შვილი. მარია იყო ფრანცის ეჯვორტის დეიდა. ადრეული წლები გაატარა მისი დედის ოჯახთან ერთად, ინგლისში.[10][11] დედამისი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც მარია 5 წლის იყო. 1773 წელს მამამისი დაქორწინდა ჰონორა სნეიდზე, რის შემდეგაც მამამისთან გადავიდა საცხოვრებლად, ირლანდიაში.
1775 წელს მარია სასწავლებლად გაგზავნეს მისის ლატაფირის სკოლაში. მისი დედინაცვლის ჰონორას გარდაცვალების შემდეგ, მამამისი დაქორწინდა ჰონორას დაზე, ელისაბედზე, რაც მაშინ სოციალურად მიუღებელი და კანონით აკრძალული იყო. მარია 1781 წელს სასწავლებლად გადავიდა მისის დევის სკოლაში, ლონდონში. ამ პერიოდში თვალის ინფექციის გამო მან ლამის მხედველობა დაკარგა. 14 წლის ასაკში სახლში დაბრუნდა და თავისი და-ძმების მოვლა დაიწყო.[12] განათლება სამართალში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ლიტერატურასა და მეცნიერებაში მამამისის დახმარებით სახლში მიიღო.
მოგზაურობები
რედაქტირება1798 წელს მამამისი დაქორწინდა ფრანცის ბიუფორტზე, დენიელ აუგუსტუს ბიუფორტის ქალიშვილზე, რომელმაც გამოთქვა ინგლისის და ევროპის კონტინენტზე მოგზაურობის ინიციატივა. ეჯვორტების ოჯახმა ლონდონში პირველად 1800 წელს იმოგზაურეს.
1802 წელს ეჯვორტებმა დაათვალიერეს ინგლისის მიდლენდსი. შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ჯერ ბრიუსელში, შემდეგ კი საფრანგეთის საკონსულოში (ამიენის მშვიდობის დროს). ეჯვორტებმა გაიცნეს იმ დროის ყველა წარჩინებული ადამიანი, ხოლო მარიამ ქორწინების შემოთავაზება შვედი გრაფ ედელკრანცისგან მიიღო. ეჯვორტები 1803 წელს ირლანდიაში დაბრუნდნენ ომების განახლების წინა დღეს, ხოლო მარია დაუბრუნდა წერას. მოდური ცხოვრების ზღაპრები, დაუსწრებელი და ორმონდი მარიამ ირლანდიური ცხოვრების შესახებ დაწერა. ეჯოვრტი საკმაოდ პოპულარული მწერალი იყო, იგი შეადარეს მის თანამედროვე ჯეინ ოსტინსა და სერ უოლტერ სკოტს. კომპენსაციით მიღებულ ფულს თავისი და-ძმების დასახმარებლად იყენებდა.[13]
1813 წელს ლონდონში ვიზიტისას, მარია შეხვდა ჯორჯ გორდონ ბაირონს (რომელიც მარიას არ მოსწონდა) და ჰამფრი დეივის. ხანგრძლივი ურთიერთობა და მიმოწერა აკავშირებდა სერ უოლტერ სკოტთან, მას შემდეგ რაც 1814 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, Waverley-ში უოლტერმა აღნიშნა მარიას გავლენა მასზე. მათ სამუდამო მეგობრობა დაამყარეს. მარია მას შოტლანდიაში Abbotsford House-ში 1823 წელს ეწვია, ხოლო შემდეგ წელს სერ უოლტერი ეჯვორსთაუნს ეწვია.
მოგვიანებით ცხოვრება
რედაქტირებარიჩარდ ეჯვორთი შედარებით სამართლიანი და მიმტევებელი იყო თავის მოიჯარეებთან ურთიერთობისას და აქტიურად იყო ჩართული ქონების მართვით. ეკონომისტ დეივიდ რიკარდოსთან ამ საკითხის განხილვის შემდეგ, მარიამ მიიჩნია, რომ უკეთესი მენეჯმენტი და მეცნიერების გამოყენება სოფლის მეურნეობაში გაზრდიდა საკვების წარმოებას და ფასებს.[14] რიჩარდი და მარია ასევე ემხრობოდნენ კათოლიკურ ემანსიპაციას, სასოფლო-სამეურნეო რეფორმას და ქალთა განათლების შესაძლებლობების გაზრდას.[15][16] მარია განსაკუთრებით ბევრს მუშაობდა ეჯვორსთაუნის ღარიბი მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. მან სოფელში ადგილობრივი ბავშვები სასკოლო განათლებით უზრუნველყო.[17]
1817 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ მარიამ დაარედაქტირა რიჩარდის მემუარები და გააფართოვა ნაწერი თავისი კომენტარებით. იყო აქტიური მწერალი სიცოცხლის ბოლომდე.
დიდი შიმშილობის დროს ეხმარებოდა ირლანდიელ გლეხებს. მან დაწერა წიგნი, „ორლანდო“, Relieve Fund-ისთვის.[18] მოგვიანებით წერილი გაგზავნა Quaker Relief-ის კომიტეტთან, სადაც მან აღწერა ეჯვორტსონის ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობა და ის მკაცრი პირობები, სადაც მათ ცხოვრება უხდებოდათ.[19][20] მისი ძალისხმევის შედეგად, ამერიკიდან მიიღეს საჩუქრები, რომლებიც ღარიბი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.
უილიამ როუან ჰამილტონის ირლანდიის სამეფო აკადემიის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მარია გახდა ჰამილტონის მთავარი მრჩეველი, ისეთ საკითხებზე როგორიცაა ირლანდიაში ლიტერატურის საკითხი. მისი აზრით, ქალებს უნდა მისცემოდათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიეღოთ აკადემიის მიერ გამართულ ღონისძიებებში. მისი ხელმძღვანელობისა და დახმარებისთვის ჰამილტონმა ეჯვორთი 1837 წელს ირლანდიის სამეფო აკადემიის საპატიო წევრად აქცია.
ტრიმში მისი ნათესავების სანახავად ვიზიტის შემდეგ, მარია 80 წლის ასაკში გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა, ეჯვორსთაუნში, 1849 წლის 22 მაისს.
მემკვიდრეობა
რედაქტირება1800–1814 წლებში (როდესაც უოლტერ სკოტის „უევერლი“ გამოიცა) ეჯვორთი იყო ყველაზე ცნობილი და წარმატებული ცოცხალი ინგლისელი რომანისტი. მისი რეპუტაცია ფანი ბერნის (მადამ დ'არბლეი) (1752–1840) უტოლდებოდა, იმ დროს, როცა მისი თანამედროვე მწერალი ქალები იყვნენ: ელისაბედ ჰამილტონი, ამელია ოპი, ჰანა მორი, ელისაბეტ ინჩბალდი და სხვა. მისი ერთადერთი პოტენციური მამაკაცი კონკურენტი უოლტერ სკოტამდე იყო უილიამ გოდვინი. მისი ნამუშევრები დადებითად მიიღო იმ დროის კრიტიკოსებმა და ლიტერატურულმა ფიგურებმა. ჯონ უილსონ კროკერმა (1780–1857) მისი ნამუშევარი შეადარა დონ კიხოტსა, გილ ბლასს და ჰენრი ფილდინგის ნამუშევრებს, ხოლო ფრენსის ჯეფრი (1773–1850) მის ნამუშევარს „სრულყოფილს“ უწოდებდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Maria Edgeworth — ნამუშევრები საიტზე Open Library
- მარია ეჯვორტის კოლექციები.
ელექტრონული გამოცემები
რედაქტირება- Maria Edgeworth — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- მარია ეჯვორტი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- მარია ეჯვორტი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- Maria Edgeworth, 1767–1849. University of Adelaide (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 31 March 2015
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 148. — ISBN 978-1-85743-228-2
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Эджворт, Мария // Настольный энциклопедический словарь — Москва: Александр Наумович Гранат, 1890.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Эджворт, Мария // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1904. — Т. XL. — С. 166.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ თარგი:NHLE
- ↑ Wreyford, Paul (2008) Literary Buckinghamshire (en). History Press. ISBN 978-0-7509-5342-9.
- ↑ Jane Donawerth (2002). Rhetorical Theory By Women Before 1900. Lanham, MD: Rowman & LittleField, გვ. 130–131. ISBN 0-7425-1717-9.
- ↑ Jane Donawerth (2002). Rhetorical Theory By Women Before 1900. Lanham, MD: Rowman & Littlefield.
- ↑ Kern, William. Maria Edgeworth and Classical Political Economy. Publications. American Economic Association: Committee on the Status of Women in the Economics Profession. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 1 October 2011
- ↑ Butler 1972, p. 112.
- ↑ Sharon Murphy (2004). Maria Edgeworth and Romance. Dublin: Four Courts Press. ISBN 1-85182-852-4.
- ↑ Lord Longford (23 May 1949). „Memorial Service, Maria Edgeworth“. The Irish Times. p. 5.
- ↑ „Maria Edgeworth“. The Irish Times. 28 February 1895. p. 5.
- ↑ Neiligh O Cléirigh – Hardship and High Living: Irish Women's Lives 1808–1923. Portobello Press, 2003. ISBN 0-9519249-1-5
- ↑ Biddy Macken, Schools Folklore Collection accessed 26 September 2011