მარია დილონი
მარია (მინა) დილონი ( რუს. Мари́я Диллон, დ. 15 ოქტომბერი 1858, პონევეჟისი, კოვნოს პროვინცია, რუსეთის იმპერია — გ. 14 ივნისი, 1932, ლენინგრადი, სსრკ) — რუსეთის პირველი პროფესიონალი მოქანდაკე ქალი.
მარია დილონი | |
---|---|
დაიბადა | 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1858 |
დაბადების ადგილი | პანევეჟისი |
გარდაიცვალა | 14 ოქტომბერი, 1932 (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა კოვნოს პროვინციაში, ებრაელი საგადასახადო ფერმერის ოჯახში. ადრეულ ახალგაზრდობაში ის ჩაიყვანეს სანკტ-პეტერბურგში. მან პირველად ნახა მარკ ანტოკოლსკის ნამუშევრები, მისმა ნამუშევრებმა და წარმატებებმა მარიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლობლებმა აღმოაჩინეს,რომ ის გატაცებული იყო ძერწვით.
1879 წელს დილონი შევიდა სამხატვრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1888 წელს. სადიპლომო ნაშრომისთვის „კლდეზე მიჯაჭვული ანდრომედა“ (შემონახულია მისი ფოტო და ესკიზი) მიიღო მცირე ოქროს მედალი და კლასის მხატვრის II ხარისხის წოდება.[1] მას შემდეგ იგი თითქმის ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სანკტ-პეტერბურგში ყოველწლიურ აკადემიურ გამოფენებში, ზოგჯერ კი გამოფენებში — საზღვარგარეთ. მოინახულა გერმანია, საფრანგეთი და იტალია.[2]
ნამუშევრები
რედაქტირებამის აკადემიურ ნამუშევრებს შორის გამორჩეულია პატარა ფიგურა „მარათონის გამარჯვების მაცნე“. ელეგანტური ტექნიკის შემუშავებისა და ანატომიის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, დილონი სპეციალიზირებულია ნაწილობრივ შიშველი ქალის ფიგურებზე („მონა“, „ნეგა“, „ყაყაჩო“, „სომნამბულისტი“ და სხვა), ნაწილობრივ ქალისა და ბავშვის მომხიბვლელ ბიუსტებზე.
ბიუსტებიდან ყველაზე დიდი პოპულარობა „ლილიმ“ მოიპოვა. ასევე საინტერესოა მისი მოფარდაგებული ფიგურები: „ტატიანა“, „ოფელია“, „ესტერალდა“, „კაპრიზულობა“, „კითხვა“ და სხვა.
„ტატიანა“ პირველად აკადემიურ გამოფენაზე აჩვენეს 1896 წელს, შემდეგ კი იმავე წელს — ბერლინის საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე.[2] ალექსანდრე პუშკინის 100 წლის იუბილეზე „ტატიანა“ გამოიფინა ბარონ შტიგლიცის მუზეუმში.[2] ხელოვნების ისტორიის კანდიდატი ელენა კარპოვა აღნიშნავს, რომ რევოლუციამდელ პერიოდში „ტატიანა“ ძალიან პოპულარული იყო: მისი სურათი განთავსებული იყო გაზეთებში, ჟურნალებში, ღია ბარათებზე და პუშკინის პუბლიკაციებში. შემდეგ „ტატიანა“ სამწუხაროდ დაიკარგა.[2]
1890-იანი წლების ბოლოს მარია დილონმა რამდენიმე ნამუშევარი შექმნა ა.ფ.კელხის პეტერბურგის სასახლის ინტერიერისთვის. დამკვეთი ვარვარა ბაზანოვა-კელხი იყო.სასახლის მთავარი კიბისთვის დილონმა შექმნა სამი ალეგორიული ქანდაკება: „დილა“, „შუადღე“, „საღამო“ (2020 წლის მდგომარეობით, ინახება როსტოვის სახვითი ხელოვნების რეგიონალურ მუზეუმში). 1898 წლის გაზაფხულზე დილონი გაემგზავრა ფლორენციაში. აქ იტალიელმა ოსტატებმა პროფესორ კორადოსის ხელმძღვანელობით, მისი ჰორელიეფები მარმარილოში გადაიყვანეს, 1899 წლის მარტის ბოლოს.[3]შედეგად, კელხის სახლში კიბეებზე სამი მარმარილოს ფიგურა და დარბაზში მონუმენტური დეკორატიული ბუხარი („გაზაფხულის გამოღვიძება“) გამოჩნდა.[3][4]
ფლორენციაში დილონმა შექმნა პორტრეტული ბიუსტები, ასევე ესმერალდას ფიგურები, რომელიც 2020 წლის მდგომარეობით, ინახებოდა სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეაში, ასევე „იტალიელი მათხოვარი ქალი“, რომელიც 1918 წლამდე ინახებოდა დიდი ჰერცოგინია ქსენია ალექსანდროვნას სასახლეში.[5]
პეტერბურგში დილონმა დაასრულა კასლის თუჯის პავილიონისთვის[6] სამი ნამუშევარი: მაღალი რელიეფი „სიხარულისა და მწუხარების ფრინველები სირინი და ალკონოსტი“ შუა იარუსის დეკორში, მოდელი დრაკონებისთვის, რომლებიც მდებარეობს ზედა იარუსის კუთხეებში და კანდელაბრა — პავილიონის შიგნით.
„ლილი“ დილონმა შექმნა 1900 წელს.[5] დილონმა თქვა: „ლილის“ შთაგონების წყარო იყო რუსი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გზაში გავიცანი.
„ლილი“ სამხატვრო აკადემიაში გამართულ გამოფენაზე იმპერატორის ოჯახმა, ალექსანდროვსკის სასახლის იასამნისფერი კაბინეტის გასაფორმებლად [6] შეიძინა.
ჰორელიეფი „ოფელია“ დილონმა 1901 წელს შექმნა და გაგზავნა საერთაშორისო გამოფენებზე — მიუნხენსა (1901) და რომში (1911).[7]
დილონის ტერაკოტის ფიგურა „დაბინდებისას“, 2009 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა, სანამ სანქტ-პეტერბურგში კერძო კოლექციაში არ იქნა აღმოჩენილი.[8]
მის მიერ შექმნილ გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა: მათემატიკოს ნ. ი. ლობაჩევსკის ძეგლი-ბიუსტი (ყაზანში), იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძეგლი (ჩერნიჰივში), რკინიგზის მინისტრის გუბენეტის საფლავზე აღმართული ძეგლი, (პორტრეტის მედალიონი და ბრინჯაოს სამკაულები არ არის შემორჩენილი), პროფესორი ლუიდჟი პრემაციის (არ არის შემონახული, ცნობილია ფოტოდან), პროფესორ დე ლა ფოსე, მწერალ დანილევსკის და ბოლოს, კომპოზიტორ არენსკის ძეგლები. მისმა ნამუშევარმა „შორეულ აღმოსავლეთში“ — ახალგაზრდა მედდა, რომელიც კითხულობს წერილს სამშობლოდან დაჭრილი ჯარისკაცისთვის, დიდი მოწონება დაიმსახურა რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ამ ნამუშევრით დილონმა 1905 წელს ხელოვნების წახალისების იმპერიული საზოგადოების კონკურსზე, მოიპოვა პირველი საიუბილეო პრემია 2000 მანეთის ოდენობით. მან კიდევ ერთი პრიზი სანქტ-პეტერბურგის 200 წლის იუბილეს ხსოვნისადმი მიძღვნილი, ორი მედლის მოდელის შექმნისთვის მიიღო.[9]
პორტრეტებში (ხშირად შესრულებული ფოტოებიდან) დილონმა აბსოლუტურ მსგავსებას მიაღწია ორიგინალთან.[7] მე-20 საუკუნის დასაწყისში დილონმა შექმნა მრავალი ძეგლი საფლავებისთვის. დილონის თანამედროვეებმა ხაზგასმით გამოყვეს მსახიობი ვერა კომისარჟევსკაიას ძეგლი ნიკოლსკოეს სასაფლაოზე (1915, შემდეგ გადატანილი იქნა სასაფლაოზე ნეკროპოლისში). ნეკროპოლისის სასაფლაოზე არის ასევე პიანისტ ანტონ არენსკის ბარელიეფის 1952 წლის ასლი. ეს ბარელიეფი თავდაპირველად მდებარეობდა შუშის სამლოცველოში (არ შემორჩენილა).ასევე, 1912 წელს დილონმა შექმნა ლანდშაფტის მხატვრის და მისი მეგობრის, კონსტანტინე კრიჟიცკის საფლავის ქვა (1917 წლის რევოლუციის შემდეგ ბრინჯაოს ქანდაკება დაიშალა და 2020 წლისთვის ძეგლიდან მხოლოდ მაღალი გრანიტის კლდე დარჩა).
ოჯახი
რედაქტირებამარია დილონის მეუღლე იყო მისი თანაკურსელი,[1] მხატვარი ბუჰგოლცი (1857-1942). მისი ტერაკოტის გამოსახულება, რომელიც 1885 წლის ივნისში შექმნა მარია დილონმა, შემორჩენილია 2020 წლის მდგომარეობით.[1] მას ყავდა ორი და: ანა, პროფესიით მსახიობი, გარდაიცვალა 1929 წელს და ფლორა, რომელიც გარდაიცვალა 1931 წელს.
მარია დილონი გარდაიცვალა 1934 წლის 14 ივნისს, დაკრძალულია სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაოზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Карпова Е. Скульптор Мария Диллон // Наука и жизнь. — 2020. — № 8. — С. 61.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Карпова Е. Скульптор Мария Диллон // Наука и жизнь. — 2020. — № 8. — С. 62.
- ↑ Долинина К.. (2010-03-26) Могилы, девы, огурцы. «Коммерсант Санкт-Петербург» № 52. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-04. ციტირების თარიღი: 2019-11-30.
- ↑ Коренев, Л.. (2010-09-24) Первая русская женщина-скульптор. «Гудок». ციტირების თარიღი: 2019-11-30.
- ↑ 5.0 5.1 Карпова Е. Скульптор Мария Диллон // Наука и жизнь. — 2020. — № 8. — С. 64.
- ↑ Карпова Е. Скульптор Мария Диллон // Наука и жизнь. — 2020. — № 8. — С. 64 — 65.
- ↑ 7.0 7.1 Карпова Е. Скульптор Мария Диллон // Наука и жизнь. — 2020. — № 8. — С. 66.
- ↑ Карпова Е. Скульптор Мария Диллон // Наука и жизнь. — 2020. — № 8. — С. 69.
- ↑ Лузина, О.. (2010-03-24) Мария Диллон: Где стол был яств, там гроб стоит. Фонтанка.Ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-09. ციტირების თარიღი: 2019-11-30.