ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარია გიმბუტასი (ლიეტ. Marija Gimbutienė; დ. 23 იანვარი, 1921, ვილნიუსი — გ. 2 თებერვალი, 1994, ლოს-ანჯელესი) — ლიეტუველი არქეოლოგი და ანთროპოლოგი, რომელიც ცნობილია, როგორც „ძველი ევროპის“ ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის შემსწავლელი. მას ეკუთვნის „ყორღანების ჰიპოთეზა“, რომლის თანახმადაც პროტო-ინდო-ევროპელების სამშობლო პონტურ-კასპიურ ველზე მდებარეობდა.

მარია გიმბუტასი
ლიეტ. Marija Gimbutienė

მარია გიმბუტასი 1993 წელს გერმანიაში
დაბ. თარიღი 23 იანვარი, 1921
დაბ. ადგილი ვილნიუსი, ცენტრალური ლიტვის რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 2 თებერვალი, 1994 (73 წლის)
გარდ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
დასაფლავებულია Petrašiūnai Cemetery
მოქალაქეობა  ლიტვა[1]
 აშშ
 პოლონეთი
 სსრკ
საქმიანობა ანთროპოლოგი[1] , არქეოლოგი[1] , პრეისტორიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი[1] და ეთნოლოგი[1]
მუშაობის ადგილი ვიტოვტი დიდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვილნიუსის უნივერსიტეტი
მეუღლე Jurgis Gimbutas[1]
მამა Danielius Alseika
დედა Veronika Alseikienė
ჯილდოები ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია
ცნობილია როგორც ყორღანების ჰიპოთეზის ავტორი
სამეცნიერო სფერო არქეოლოგია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მარია გიმბუტასი დაიბადა როგორც მარია ბირუტე ალესეიკაიტე ვერონიკა იანულაიტუტე-ალესეიკიენესა და დანიელიუს ალესეიკას ოჯახში, ვილნიუსში, ცენტრალური ლიტვის რესპუბლიკაში. მისი მშობლები ლიეტუველი ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ.[2]

მარიას დედამ, 1908 წელს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო ოფთალმოლოგიის განხრით, რითაც პირველი ქალი ექიმი გახდა ლიეტუვაში. გიმბუტასის მამამ, 1910 წელს ტარტუს უნივერსიტეტი მედიცინის განხრით დაასრულა. 1918 წლის შემდეგ, რაც ლიეტუვა დამოუკიდებელი გახდა, მარიას მშობლებმა ლიეტუვის დედაქალაქში პირველი საავადმყოფო დააარსეს.[2]

ამ პერიოდში მარიას მამა ასევე იყო გაზეთ Vilniaus Žodis-სა და კულტურულ ჟურნალ Vilniaus Šviesa-ის გამომცემელი. ის ასევე მხარს უჭერდა ლიეტუვის დამოუკიდებლობას პოლონეთ-ლიეტუვის ომში.[3]

გიმბუტასის მშობლები ლიეტუვური ტრადიციული ხელოვნების მხარდამჭერები იყვნენ და სტუმრად ხშირად იწვევდნენ გამოჩენილ ხელოვანებს. მათ შორის იყვნენ: ვიდუნასი, იუოზას ტუმას-ვაიჟანტასი და იონას ბასანავიჩი.[4]

1931 წელს გიმბუტასი მშობლებთან ერთად დასახლდა კაუნასში, ლიეტუვის დროებით დედაქალაქში, სადაც მარიამ სწავლა განაგრძო. მოგვიანებით მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მარიას დედასთან და ძმასთან, ვიტაუტასთან ერთად კაუნასში ცხოვრება მოუხდა. ხუთი წლის შემდეგ მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. მამის გარდაცვალებამდე მან პირობა დადო, რომ ისწავლიდა და მეცნიერი გახდებოდა: „მოულოდნელად მომიწია იმაზე დაფიქრება თუ ვინ გავხდებოდი, რას ვიზამდი ცხოვრებაში. სპორტში კარგად ვერ ვვასპარეზობდი. ამ ყველაფრის გამო მე მთლიანად შევიცვალე და წიგნების კითხვა დავიწყე“.[5][6]

ემიგრაცია

რედაქტირება

1941 წელს მარია დაქორწინდა არქიტექტორ იურგის გიმბუტასზე. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გიმბუტასს ჯერ საბჭოთა კავშირის ოკუპაციის (1940–1941), მოგვიანებით კი მესამე რაიხის მმართველობის ქვეშ (1941–1943) მოუწია ცხოვრება.[7]

გიმბუტასის პირველი ქალიშვილი, დანუტე 1942 წლის ივნისში დაიბადა. 1944 წლის დასაწყისში მარიას ოჯახი საბჭოთა კავშირის ზეწოლის გამო ნაცისტური გერმანიის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა, ჯერ ვენაში, მოგვიანებით კი ბავარიასა და ინსბრუკში.[8] ამ პერიოდის გახსენებისას მარიამ აღნიშნა: „ცხოვრება პატარა მცენარესავით მომეხვია, მაგრამ მე მაინც ერთი მიმართულებით მუშაობა გავაგრძელე.“[9]

ტუბინგენში სადოქტოროზე სწავლისას, გიმბუტასს შეეძინა მეორე ქალიშვილი, ჟივილე. 1950-იან წლებში გიმბუტასის ოჯახმა გერმანია დატოვა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც მარიას წარმატებული აკადემიური კარიერა ჰქონდა.[8][10][11] მატრიას მესამე ქალიშვილი, რასა იულია, 1954 წელს დაიბადა ბოსტონში.

 
მარია გიმბუტასის გამოსახულება ლიეტუვაში გამოშვებულ 2021 წლის საფოსტო მარკაზე

მარია გიმბუტასი გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში, 1994 წელს, 73 წლის ასაკში. მოგვიანებით ის დაკრძალეს კაუნასის პეტრაშიუნაის სასაფლაოზე.

2003 წელს კინორეჟისორმა დონა რედმა და პაგანისტმა მწერალმა და სტარჰოკის აქტივისტმა შექმნეს ერთობლივი დოკუმენტური ფილმი გიმბუტასის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სახელწოდებით „დროის გამოსვლა“.[12][13] ფილმი გამოვიდა ლეიბლ Belili Productions-ის მიერ. ფილმში ასახულია: „მარიას თეორიები, მისი კრიტიკული ნამუშევრები და მისი გავლენა მეცნიერებზე, ფემინისტებსა და სოციალურად მოაზროვნეებზე“.

გიმბუტასის ნამუშევრები, ისევე როგორც მისი კოლეგის, მითოლოგ ჯოზეფ კემპბელის ნამუშევრები განთავსებულია Pacifica Graduate Institute-ის არქივში, კარპინტერიაში, კალიფორნიაში, აშშ. აქ დაცულ ნამუშევრებს შორის შედის გიმბუტასის ვრცელი კრებული არქეოლოგიის, მითოლოგიის, ფოლკლორის, ხელოვნებისა და ენათმეცნიერების თემებზე.[14][15]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Chapman, John (1998), „The impact of modern invasions and migrations on archaeological explanation: A biographical sketch of Marija Gimbutas“, Díaz-Andreu, Margarita; Sørensen, Marie Louise Stig, Excavating Women: A History of Women in European Archaeology, New York City: Routledge, pp. 295–314, ISBN 978-0-415-15760-5
  • Elster, Ernestine S. (2007). "Marija Gimbutas: Setting the Agenda", in Archaeology and Women: Ancient and Modern Issues, eds. Sue Hamilton, Ruth D. Whitehouse, and Katherine I. Wright. Left Coast Press (reprint Routledge, 2016)
  • Häusler, Alexander (1995), „Über Archäologie und den Ursprung der Indogermanen“, Kuna, Martin; Venclová, Natalie, Whither archaeology? Papers in honour of Evzen Neustupny, პრაღა: Institute of Archaeology, pp. 211–229, ISBN 978-80-901934-0-6
  • Iwersen, Julia (2005). “Gimbutas, Marija”, in The Encyclopedia of Religion, 2nd edn. Ed. by Lindsay Jones. Detroit: Macmillan, vol. 5: 3492–4.
  • Marler, Joan (1997), Realm of the Ancestors: An Anthology in Honor of Marija Gimbutas, Manchester, Connecticut: Knowledge, Ideas & Trends, ISBN 978-1-879198-25-8
  • Marler, Joan (1998), „Marija Gimbutas: Tribute to a Lithuanian Legend“, LaFont, Suzanne, Women in Transition: Voices from Lithuania, Albany, New York, [: State University of New York Press, ISBN 978-0-7914-3811-4
  • Meskell, Lynn (1995), "Goddesses, Gimbutas and 'New Age' Archaeology", Antiquity 69 (262): 74–86,
  • Milisauskas, Sarunas (2011). “Marija Gimbutas: Some observations about her early years, 1921–1944”, Antiquity 74: 80–4.
  • Murdock, Maureen (2014). “Gimbutas, Marija, and the Goddess”, in Encyclopedia of Psychology and Religion, 2nd edn. Ed. by David A. Leeming. NY–Heidelberg–Dordrecht–London: Springer, pp. 705–10.
  • Ware, Susan; Braukman, Stacy Lorraine (2004), Notable American Women: A Biographical Dictionary Completing the Twentieth Century, Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, ISBN 978-0-674-01488-6
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Catalog of the German National Library
  2. 2.0 2.1 Ware და Braukman 2004, p. 234
  3. Marler 1998, p. 114.
  4. Marler 1998, p. 115.
  5. Marler 1998, p. 116.
  6. Marler 1997, p. 9
  7. Ware და Braukman 2004, p. 234–35.
  8. 8.0 8.1 Ware და Braukman 2004, p. 235.
  9. Marler 1998, p. 118.
  10. Chapman 1998, p. 300.
  11. Marler 1998, p. 119.
  12. Donna Read & Starhawk. Signs Out of Time, the story of archeologist Marija Gimbutas.
  13. Donna Read (directed by) & Starhawk (written by). Signs Out of Time.
  14. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-06. ციტირების თარიღი: 2010-05-27
  15. The Marija Gimbutas Collection – OPUS Archives and Research Center. ციტირების თარიღი: 7 August 2018