მარია არაგონელი (1403-1445)
მარია არაგონელი (ესპ. María de Aragón; დ. 24 თებერვალი, 1403, კასტილიის სამეფო — გ. 18 თებერვალი, 1445, სეგოვია, კასტილიის სამეფო) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ ელეანორ ალბუკერკეს ქალიშვილი. კასტილიის დედოფალი 1420-1445 წლებში როგორც ხუან II-ის პირველი ცოლი. მეფე ენრიკე IV-ის დედა.
მარია არაგონელი | |
---|---|
კასტილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1420 |
მმართ. დასასრული: | 18 თებერვალი, 1445 |
წინამორბედი: | კათრინ ლანკასტერელი |
მემკვიდრე: | ისაბელ პორტუგალიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 თებერვალი, 1403 |
გარდ. თარიღი: | 18 თებერვალი, 1445, (41 წლის) |
დაკრძ. ადგილი: | სანტა-მარია-დე-გვადალუპეს სამეფო მონასტერი, ესპანეთი |
მეუღლე: | ხუან II, კასტილიის მეფე |
შვილები: |
კატალინა, ასტურიის პრინცესა ლეონორა, ასტურიის პრინცესა ენრიკე IV, კასტილიის მეფე |
დინასტია: | ტრასტამარები |
მამა: | ფერდინანდ I, არაგონის მეფე |
დედა: | ელეანორ ალბუკერკე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია დაიბადა 1403 წლის 24 თებერვალს. იგი იყო არაგონის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეანორ ალბუკერკეს შუათანა ქალიშვილი.
მას შემდეგ, რაც 1416 წელს მამამისი გარდაიცვალა, ტახტი მისმა ძმამ, მეფე ალფონსო V-მ დაიკავა, რომელიც დაინტერესებული იყო ესპანურ სამეფოებს შორის მშვიდობისა და ერთიანობის განმტკიცებით. ამ მიზნით მან თავისი და, პრინცესა ელეონორა პორტუგალიის მეფეს მიათხოვა, თავად კი კასტილიის მეფის ასული მარია შეირთო ცოლად. მიუხედავად ამისა, ფერდინანდ I-ის დროს კასტილიასა და არაგონს შორის ურთიერთობები იმდენად გამწვავდა, რომ ალფონსომ საჭიროდ მიიჩნია კიდევ ერთი დინასტიური ქორწინება და ამჯერად უკვე მარია არაგონელი მიათხოვა კასტილიის მეფე ხუან II-ს. მათი ქორწინება 1420 წელს შედგა არაგონის სამეფო სასახლეში.
თავისი ძმების წაქეზებით დედოფალი მარია კასტილიაში აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში. იგი კარგად იყენებდა მეფესთან არსებულ ახლო ურთიერთობას, რათა საგარეო ურთიერთობებში დაეცვა მშობლიური არაგონის ინტერესები.
ოცდახუთწლიანი დედოფლობის შემდეგ, მარია არაგონელი 1445 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა 41 წლის ასაკში, ქალაქ სეგოვიაში. ამის მიზეზი უცნობია, თუმცა სულ მალე მისმა ქმარმა მეორე ცოლი შეირთო ისაბელ პორტუგალიელის სახით.
შვილები
რედაქტირება- კატალინა (1422-1424), ასტურიის პრინცესა, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლეონორა (1423-1425), ასტურიის პრინცესა, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ენრიკე IV (1425-1474), კასტილიის მეფე 1454 წლიდან. პირველად იქორწინა ნავარის დედოფალ ბლანკა II-ზე, თუმცა მას გაეყარა და ცოლად შეირთო ჟუანა პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა დედოფალი ხუანა ლა ბელტრანეხა;
- მარია (1428-1429), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ლიტერატურა
რედაქტირება- de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza [Genealogical History of the Royal House of Portugal] (in Portuguese). 2. Lisboa Occidental. p. 497.