მარიამ მაღრაძე
მარიამ მაღრაძე (დ. 1990, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი.
მარიამ მაღრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1990 თბილისი |
საქმიანობა | მუსიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარიამ მაღრაძემ დაამთავრა ნიჭიერთა ათწლედი, სადაც მომავალ მეუღლსთან, კოკა ნიკოლაძესთან ერთად ეუფლებოდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას. სწავლა ორივემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გააგრძელა. 2010 წელს, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მარიამმა და კაკომ თავიანთი მონაცემები გააგზავნეს გერმანიაში, ქალაქ შტუდგარტის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში.
ახალგაზრდებმა შტუდგარტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი გამიზნულად შეარჩიეს. აქ მოღვაწეობდნენ მათი საყვარელი მუსიკოსები - კომპოზიტორი მარკო ტროპა და ვიოლინოს პედაგოგი ქრისტინე ბუში, ბაროკოს პერიოდის და ასევე თანამედროვე მუსიკის შესანიშნავი სპეციალისტი. ორივეს გაუმართლა და პროფესორებმა გამოთქვეს სურვილი მათთან ეთანამშრომლათ. მისაღები გამოცდების ჩაბარება არ გასჭირვებიათ. ყველაზე რთული სპონსორების მოძიება და სწავლის ფულის შეგროვება გამოდგა. როცა ყველაფერი მოგვარდა, მარიამი ქრისტინე ბუშის სტუდენტი გახდა სავიოლინო ფაკულტეტზე, კოკა კი მარკო ტროპამ აიყვანა საკომპოზიტოროზე.
ბაკალავრიატი ორ წელიწადში დაამთავრეს. პარალელურად მუშაობდნენ. მარიამი აიყვანეს მსოფლიოში უძველეს შტუდგარტის სახელმწიფო კამერულ ორკესტრში, კოკა კი ევანგელისტური ეკლესიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლს დირიჟორობდა. ორკესტრში მოხვედრა იოლი არ იყო. მარიამი იხსენებს
.
კამერული ორკესტრის კონცერტები თითქმის ყოველდღიურად იმართებოდა. მუსიკოსები ბევრს მოგზაურობდნენ და მარიამმა ძალიან კარგი პრაქტიკა მიიღო. გასტროლები ჰქონდათ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, იტალიაში, ნორვეგიაში, დანიაში, არგენტინაში, ბრაზილიაში, პერუში, ეკვადორზე, ინდოეთში. 2012 წელს, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, კოკა და მარიამი ნორვეგიაში გადავიდნენ სწავლის გასაგრძელებლად. ამ გადაწყვეტილების შესახებ მარიამი ასე მოგვითხრობს:
მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სამუშაოდ ნორვეგიაში დარჩა. მარიამი ოსლოს ფილარმონიის ორკესტრის პირველი ვიოლინოა და ფოლკლორულ ორკესტრშიც უკრავს. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიან კონცერტებით, მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში და ფესტივალებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაღრაძე, მარიამ. ოსლო, შტუტგარტი და კამერული ორკესტრი : ინტერვიუ / მარიამ ნიკოლაძე ; ესაუბრა თიკა ნიკოლაძე // 24 საათი. თბ., 2013. გვ. 17-18.
- ნიკოლაძე, თინა. კოკას და მარიამის აქტიური მუსიკალური ცხოვრება / თინა ნიკოლაძე // 24 საათი. თბ., 2011. გვ.17-18.