მარგერიტა ჰაკი ( იტალ. Margherita Hack ; დ. 12 ივნისი, 1922 — გ. 29 ივნისი, 2013) — იტალიელი ასტროფიზიკოსი და მეცნიერების პოპულარიზატორი.

მარგერიტა ჰაკი
იტალ. Margherita Hack
დაბ. თარიღი 12 ივნისი, 1922(1922-06-12)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ფლორენცია[1]
გარდ. თარიღი 29 ივნისი, 2013(2013-06-29)[1] [2] [3] [4] (91 წლის)
გარდ. ადგილი ტრიესტი[1]
დასაფლავებულია ტრიესტი
მოქალაქეობა  იტალია
 იტალიის სამეფო
საქმიანობა ასტროფიზიკოსი, ასტრონომი, არამხატვრული მწერალი, მკვლევარი[4] , უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერების პოპულარიზატორი, მძლეოსანი და secularist
მუშაობის ადგილი Astronomical Observatory of Trieste და University of Trieste
ალმა-მატერი ფლორენციის უნივერსიტეტი
ჯილდოები Gold medal for merit in science and culture[5] , დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის[6] და Premio letterario Galileo per la divulgazione scientifica
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ფლორენციაში. მისი მამა — რობერტო ჰაკი, შვეიცარიული წარმოშობის პროტესტანტი, ფლორენციაში ბუღალტრად მუშაობდა. დედა — მარია ლუიზა პოგესი, ტოსკანელი კათოლიკე — ფლორენციის სახვითი ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებული და უფიცის გალერეის მხატვარი-მინიატურისტი. ორივე მშობელმა მიატოვა რელიგია და შეუერთდა იტალიურ თეოსოფიურ საზოგადოებას, რომლის მდივანი იყო რობერტო ჰაკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო თავმჯდომარე — გრაფინია გამბერინი-კავალინი.

მარგერიტა ახალგაზრდობაში სპორტით იყო დაკავებული: თამაშობდა კალათბურთს და გამოდიოდა ეროვნული საუნივერსიტეტო Litoriale-ს შეჯიბრებებზე. მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დროს გაიმარჯვა სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომებში. მარგერიტა ცოლად გაჰყვა ალდო დე როზას 1944 წლის 19 თებერვალს. ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა არჩეტრის სან ლეონარდოს ეკლესიაში; ალდო დე როზა დე როზა ჰაკის ერთ-ერთი ბავშვობისდროინდელი თანაგუნდელი იყო.

ჰაკი დადიოდა "Galileo Galilei-ს" სახელობის კლასიკურ ლიცეუმში ფლორენციაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ხელი შეუშალა მას გამოცდების ჩაბარებაში. დაამთავრა ფლორენციის უნივერსიტეტი 1945 წელს. მიიღო ხარისხი ფიზიკაში საბოლოო შეფასებით 101/110; 1947 წლიდან 1954 წლამდე მუშაობდა არჩეტრის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში, ხოლო 1954 წლიდან 1964 წლამდე ბრერა მერატეს ობსერვატორიაში. 1964 წლიდან 1997 წლამდე იყო ტრიესტის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი, ამავდროულად, 1964 - 1987 წლებში — ტრიესტის ობსერვატორიის დირექტორი.

მარგერიტა ჰაკი იყო ლინჩეის ეროვნული აკადემიის წევრი (1978).

 
მარგერიტა ჰაკის სკულპტურა

მეცნიერის ძირითადი სამუშაოები ვარსკვლავური სპექტროსკოპიის სფეროსთანაა დაკავშირებლი. ატარებდა კვლევებს სხვადასხვა ტიპის ნორმალური და პეკულარული (უჩვეულო) ვარსკვლავების ატმოსფეროში ქიმიური შემადგენლობისა და ფიზიკური პირობების შესახებ. მან შეისწავლა ისეთი თავისებური ორობითი სისტემები როგორიცაა ε Aurigae, β Lyrae, υ Sagittarius; წარმოადგინა ამ ვარსკვლავების ახალი მოდელები, რომლებიც ეფუძნება სპექტრულ დაკვირვებებს არა მხოლოდ ვიზუალურ, არამედ სპექტრის ულტრაიისფერ რეგიონებშიც. შეიმუშავა ვარსკვლავური სპექტრების ორგანზომილებიანი კლასიფიკაცია; გამოთვლილი ხაზის კონტურები ვარსკვლავური ატმოსფეროს მოდელების დიდი რაოდენობით. ო. სტრუვესთან ერთად მოამზადა და მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა კრებულების ოთხტომიანი სერია "ვარსკვლავური სპექტროსკოპია" — ძირითადი დაკვირვების მონაცემთა მიმოხილვა.

იგი იყო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის No29 კომისიის "ვარსკვლავური სპექტრის" პრეზიდენტი 1976 წლიდან 1979 წლამდე.

ასტრონომიისა და გეოფიზიკის ლინცეოს პრიზის მფლობელი (1980).

მარგერიტა ჰეკის საპატივსაცემოდ მისი სახელი უწოდეს ასტეროიდ No8558 - ს.

იტალიაში ჰეკი ცნობილი იყო თავისი ანტირელიგიური შეხედულებებითა და კათოლიკური ეკლესიის, მისი იერარქიისა და ინსტიტუტების მუდმივი კრიტიკით. 2002 წლიდან არის იტალიის ათეისტთა და აგნოსტიკოსთა კავშირის საპატიო პრეზიდენტი იგი ბავშვობიდან ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების დამცველი იყო. დაწერა წიგნი, სადაც განმარტა ეს არჩევანი, სახელწოდებით Perché sono Vegetariana (რატომ ვარ ვეგეტარიანელი); მან ასევე დაწერა წიგნი სახელწოდებით La mia vita in bicicletta (ჩემი ცხოვრება ველოსიპედზე). [7]

5 წელს ლომბარდიის და 2006 წლის ეროვნული არჩევნების შედეგების მიხედვით, იგი შევიდა რეგიონულ და ეროვნულ პარლამენტებში იტალიის კომუნისტური პარტიის სიიდან, მაგრამ ორივეჯერ უარი თქვა თანაპარტიელების სასარგებლოდ, რათა გაეგრძელებინა მუშაობა ასტრონომიის მიმართულებით.

2009 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში იგი იყო წარდგენილი ანტიკაპიტალისტური სიით, 2010 წლის რეგიონულ არჩევნებში — მემარცხენეების ფედერაციისგან (ლაციოში), 2013 წლის საყოველთაო არჩევნებში — Democrazia Atea პარტიიდან. 2012 წლის ოქტომბერში მან მხარდაჭერა გამოუცხადა ნიკა ვენდოლას მემარცხენე ცენტრის პრაიმერიში.

2011 წელს გამოჩნდა ვ. პოზნერის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მოგზაურობის შესაებ "მათი იტალია".

ჰაკი გარდაიცვალა 2013 წლის 29 ივნისს დილის 4:30 საათზე ტრიესტის კატინარას საავადმყოფოში. იგი საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა გულის პრობლემების გამო. გულთან დაკავშირებული პრობლემები ორი წლის განმმავლობაში აწუხებდა, მაგრამ უარი თქვა ოპერაციაზე. ჰაკის ქმარი, ალდო დე როზა, გარდაიცვალა 2014 წლის 26 სექტემბერს, ალცჰეიმერის დაავადების გართულების გამო. ორივე განისვენებს ტრიესტის სანტას სასაფლაოზე. ჰაკმა დატოვა თავისი პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს 18000 წიგნს ასტრონომიაზე, ქალაქ ტრიესტში.

2021 წლის 12 ივნისს Google-მა 99-ე დაბადების დღე აღნიშნა Google Doodle-ით.

2022 წლის ივნისში, მეცნიერის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაიდგა მარგერიტა ჰაკის ბრინჯაოს ქანდაკება სახელწოდებით Sguardo Fisico, რომელიც ეკუთვნის დანიელა ოლივიერის ( ცნობილია როგორც Sissi). ეს არის მეცნიერი ქალის პირველი ქანდაკება, რომელიც დგას იტალიაში საჯარო ადგილზე.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #124084621 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 Scienza a due voci — 1999.
  5. quirinale.it
  6. Dettaglio decoratopresidenza della Repubblica Italiana.
  7. UAAR official site. ციტირების თარიღი: 2012-05-27