მანასის ეროვნული პარკი
მანასის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ჰიმალაის მთისწინეთში, ინდოეთის ასამის შტატში, ბჰუტანის საზღვართან. მისი ფართობია 950 კმ². ბჰუტანის მხარეს ესაზღვრება როიალ-მანასის ეროვნული პარკი.
მანასის ეროვნული პარკი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
![]() | ||
პარკის მთავარი შესასვლელი | ||
ქვეყანა | ![]() | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | vii, ix, x | |
სია | [1] | |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი | |
კოორდინატები | 26°30′00″ ჩ. გ. 91°51′00″ ა. გ. / 26.50000° ჩ. გ. 91.85000° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) | |
ნომერი | 338 | |
საფრთხის ქვეშ | 1992-2011 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 338 რუს. • ინგლ. • ფრ. |
პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია მაიმუნის უიშვიათესი სახეობა ლანგური და ვეფხვების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აქ არსებული ვეთლენდები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გაუჩინარების პირას მყოფი ისეთი სახეობებისთვის, როგორებიცაა ეკლიანი კურდღელი და ჯუჯა ღორი. პარკში ასევე ბინადრობენ: ინდური მარტორქა, გარეული ხარი, სპილო, გაური (ინდური ბიზონი), ზოლებიანი ლეოპარდი, ბარასინგა. ტემპერატურის წლიური მაჩვენებელი მერყეობს 15 °C - 37 °C -ს შორის.
1985 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, მაგრამ 1992 წელს, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა. 2011 წელს დაუბრუნდა სიას.