გაური (ცხოველი)

(გადამისამართდა გვერდიდან გაური)

გაური (ლათ. Bos gaurus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ხარის სიგრძე 3 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში — 2,2 მ; რქების სიგრძე 83 სმ. ფური უფრო პატარაა. გაურს მოყავისფრო-მოშავო ზურგი და გვერდები აქვს, მოყვითალო-მურა მუცელი, მოთეთრო ფეხები. გავრცელებულია ინდოეთში, მიანმარსა და მალაკის ნახევარკუნძულზე. ცხოვრობენ ნახირებად. მაკეობა გრძელდება 8-9 თვემდე. იგებს ერთ ხბოს. იკვებება ბალახოვანი მცენარეულობით, ფოთლებითა და ყლორტებით. მტაცებლური ნადირობის შედეგად გაური ბევრგან მოისპო. იყენებენ მის ხორცს, ტყავს. გაურის მოშინაურებული ფორმაა გაიალი.

გაური

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ქვერიგი:  მცოხნელები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  ჩვეულებრივი ძროხა
სახეობა:  გაური
ლათინური სახელი
Bos gaurus (Smith, 1827)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 2891
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება