მანანა ხიდაშელი

ისტორიკოსი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მანანა შალვას ასული ხიდაშელი (დ. 21 ნოემბერი, 1936, ლენინგრადი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი.

მანანა ხიდაშელი
დაბ. თარიღი 21 ნოემბერი, 1936(1936-11-21) (88 წლის)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ელენე ვირსალაძისა და შალვა ხიდაშელის ოჯახში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ბრინჯაოს მხატვრული დამუშავებისათვის ანტიკურ საქართველოში", 1982 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში". წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად. მანანა ხიდაშელი აქტიურად მონაწილეობდა ასირიოლოგთა საერთაშორისო შეხვედრებში: 1978 წელს გერმანიაში, კერძოდ ლაიფციგში, 1982 წელს ლონდონში, 1983 წელს ლეიდენში, 1984 წელს ლენინგრადში, ხოლო 1985 წელს პარიზში. იგი ასევე მონაწილეობას იღებდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საქართველოს ძველი კულტურის საკითხები, თბილისი, 2010
  • რიტუალი და სიმბოლო არქაულ კულტურაში, თბილისი, მემატიანე, 2005 ISBN 99940-0-446-8
  • ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში (ბრინჯაოს გრავირებული სარტყლები), თბილისი, მეცნიერება, 1982
  • ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ისტორიისათვის ანტიკურ საქართველოში (ბრინჯაოს ქართული ჭვირულგამოსახულებიანი ბილეთები), თბილისი, მეცნიერება, 1972

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება