მანანა სალუქვაძე (დ. 1 იანვარი, 1949, ლიხაური) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, გლაციოლოგი, ჰიდრომეტეოროლოგიის უნივერსიტეტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი.

მანანა სალუქვაძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1949 (1949-01-01) (75 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის უნივერსიტეტში გლაციოლოგიის ლაბორატორიაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მისი ნაშრომები ეხება თანამედროვე გლაციოლოგიურ საკითხებს, კერძოდ თოვლის ზვავების წარმოქმნის, რეჟიმისა და გავრცელების თავისებურებებს. მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე თოვლის ზვავების რაოდენობრივი მახასიათებლების ცვალებადობის დადგენაზე, მოსახლეობის საშიში ზვავშემკრებების, ზვავსაშიში დასახლებული პუნქტებისა და სახალხო ობიექტების გამოვლენაზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კატასტროფული ზვავების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე და მათი მასიური ჩამოსვლის წინასწარმეტყველების მეთოდები“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საქართველოს თოვლის ზვავების კადასტრი (ავტორი), თბ., საქ. ტექნ. უნ-ტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი, 2018, გვ. 154 — ISBN: 9789941808432
  • თოვლის ზვავები საქართველოში (თანაავტორი), თბ., საქ. ტექნ. უნ-ტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი, 2015, გვ. 170 — ISBN: 9789941084522
  • კატასტროფული წყალდიდობები, ღვარცოფები და თოვლის ზვავები საქართველოში და მათი უსაფრთხოება : მონოგრაფია (თანაავტორი), თბ., საქ. ტექნ. უნ-ტი, 2012, გვ. 244 — ISBN: 9789941201202
  • ზემო სვანეთის ზვავსაშიშროება (ავტორი), თბ., სტუ-ს ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტი, 2011, გვ. 67 — ISBN: 9789941036521

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 227-228;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება