სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაჩაბელი.

მანანა მაჩაბელი (დ. 1940 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 1 აგვისტო, 2021, აშშ[1]) — მსახიობი, პედაგოგი, სატელევიზიო სახე, მეცნიერი, ფსიქოლოგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980). ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2006)

მანანა მაჩაბელი
დაბადების თარიღი 1940
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1 აგვისტო, 2021
აშშ
საქმიანობა მსახიობი
პედაგოგი
ჯილდოები საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, დ. არაყიშვილის სახელობის თბილისის I მუსიკალური ტექნიკუმი დაწყებითი მუსიკალური სკოლის პედაგოგის სპეციალობით (ფორტეპიანო), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით.

1961 წლიდან სამსახიობო საქმიანობა სანკულტურის თეატრში დაიწყო. 1963-1964 წლებში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. 1964-1967 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1967 წლიდან კი — რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 1977 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. მიჰყავდა საბავშვო და შემეცნებითი გადაცემები, იყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის სპეციალისტი (1991-1997).

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1992-1996 წლებში მოზარდთა სახლი „ამქორის“ ფსიქოლოგ-პედაგოგია (დრამოთერაპია). 1977-1988 წლებში — შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს სამეცნიერო კვლევების სექტორის შემოქმედებითი კვლევის ლაბორატორიაში — ფსიქოლოგი, უმცროსი-მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1988-2007). 1977 წლიდან იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი. ასწავლიდა ზოგად ფსიქოლოგიას, ხელოვნების ფსიქოლოგიას, სოციალურ ფსიქოლოგიას, კომფლიქტებისა და სტრესების მართვას, კომუნიკაციის თეორიას (მოწვეული პედაგოგი). იყო ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

ბოლო წლებში შვილთან ცხოვრობდა აშშ-ში. გარდაიცვალა 2021 წლის 1 აგვისტოს.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაჩაბელი მანანა. კომუნიკაციის თეორია. (ურთიერთობის ფსიქოლოგია - დიალოგის ხელოვნება). თბილისი. კენტავრი. 2018. ISBN 978-9941-9572-1-5
  • მაჩაბელი მანანა. კონფლიქტებისა და სტრესების მართვა. (სალექციო კურსი. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მონაპოვრების ფონზე). თბილისი, კენტავრი, 2015. ISBN 978-9941-9401-6-3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება