მანანა მათიაშვილი
მანანა მათიაშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1978, რუსთავი) — ქართველი მთარგმნელი და მეცნიერი.
მანანა მათიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 ნოემბერი, 1978 (46 წლის) |
დაბადების ადგილი | რუსთავი |
საქმიანობა | მთარგმნელი, ლექტორი, translation studies, ჟურნალისტი და ფილოლოგი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
გავლენა მოახდინეს |
ბიოგრაფია
რედაქტირებამანანა მათიაშვილი დაიბადა რუსთავში 1978 წლის 30 ნოემბერს.
2000 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ლიტერატურული ურთიერთობები და მხატვრული თარგმანი, 2002 წელს - მაგისტრატურა, 2006 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
ინგლისური, ნორვეგიული და რუსული ენებიდან თარგმნის პოეზიას, სამეცნიერო ლიტერატურას, პიესებსა და საბავშვო ნაწარმოებებს. ამასთან ქართულიდან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი აქვს ქართელი მწერლების: მიხო მოსულიშვილის, კატო ჯავახიშვილის, ნინო დარბაისელის, პაატა შამუგიას, ეკა ქურხულის, ირმა შიოლაშვილის, მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები (მათ შორის ლექსი „ერთხელ...“, რომელიც დაიბეჭდა ხელოვნებისა და ლიტერატურის ჟურნალ MASQUE & SPECTACLE-ს 2017 წლის 1 ივნისის ნომერში)[1].
კითხულობს ლექციების კურსს „თარგმანის თეორიის საფუძვლები“ კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში. ასევე მუშაობს თარგმანის თეორიაში.
ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
თარგმანები
რედაქტირება- XIV-XV საუკუნეების იტალიური პოეზია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1998 წ. (თანაავტორობით).
- ალექსანდრე პუშკინის ლექსები (თარგმანი რუსულიდან); თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1999 წ. (თანაავტორობით).
- ჯონ ფოსეს პიესა „ჩვენ არასდროს დავშორდებით“ (თარგმანი ნორვეგიულიდან); კრებული „თანამედროვე ევროპული დრამატურგია“, თბ. 2004
- კნუტ ჰამსუნი, მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში. კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი[2] (თარგმანი ნორვეგიულიდან), თბ. გამომცემლობა „ლიტერა“, 2010
- „ადამიანი“ — ლიტერატურული და მონოგრაფიული წერილების კრებული; რუსთავი, 2007 (თანაავტორობით).
- ელიზაბეტ ბიშოპი, ლექსები (თარგმანი ინგლისურიდან), „დიოგენე“, თბ., 2010 (თანაავტორობით).
- სარა კეინის პიესა „აფეთქებული“ (თარგმანი ინგლისურიდან). წაკითხულ იქნა სამეფო უბნის თეატრში 2014 წლის 24 დეკემბერს.
- იან ერიკ ვოლდის ლექსები და სტატია ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ (თარგმანი ნორვეგიულიდან); ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #9, 2014.
- სტაინ მერენის ლექსები და სტატია ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ (თარგმანი ნორვეგიულიდან); ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #5, 2015.
- კიმბერლი ჯონსონის ლექსები (თარგმანი ინგლისურიდან); ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #4, 2015.
- ოსბორნის გამომცემლობის გზამკვლევი ტურისტებისათვის ძველ რომში (თარგმანი ინგლისურიდან); ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ., 2016 წ.
- ანიმალიუმი - ცხოველების მუზეუმი (თარგმანი ინგლისურიდან); ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ. 2015 წ.
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებული, 2010
- მესამე პრემია უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის კონკურსზე, 2011
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ONCE … — MARIAM TSIKLAURI, TRANSLATED BY MANANA MATIASHVILI
- ↑ კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-21. ციტირების თარიღი: 2017-08-18.