მანავის ცივი
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
მანავის ცივი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედზე, მდინარე ჩაილურის (ივრის აუზი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1682 მ. აგებულია პონტურ-მეოტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. ჩრდილოეთი კალთა ფლატოვანია, დანარჩენი დამრეცი. შემოსილია მეორეული მდელოთი.
მანავის ცივი | |
---|---|
მანავის ცივი (ცენტრში), ხედი სამხრეთიდან | |
კოორდინატები: 41°47′05″ ჩ. გ. 45°26′51″ ა. გ. / 41.78472° ჩ. გ. 45.44750° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1682 მ |
ქედი | გომბორის ქედი |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, ქვიშაქვა და თიხა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 402.