მამუკა მამულაშვილი
მამუკა (უშანგი) მამულაშვილი (დ. 22 აპრილი, 1978, თბილისი) — ქართველი სამხედრო, მოხალისე, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური.[1] ნონა მამულაშვილის ძმა.[2]
მამუკა მამულაშვილი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 22 აპრილი, 1978 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
კუთვნილება |
საქართველოს სახმელეთო ჯარები (1993) (2008) უკრაინის სახმელეთო ჯარები (2016-დღემდე) |
სამხედრო სამსახურის წლები |
საქართველო (1993) ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია (1994-1996) საქართველო (2008) უკრაინა (2014-დღემდე) |
წოდება | ვიცე-პოლკოვნიკი |
მეთაურობდა | ქართული ლეგიონი (უკრაინა) |
ბრძოლები/ომები |
აფხაზეთის ომი |
ჯილდოები |
ცხოვრება
რედაქტირებადაბადება
რედაქტირებამამუკა მამულაშვილი დაიბადა 22 აპრილს, 1978 წელს თბილისში.[1] მისი მამა იყო ქართველი სამხედრო ოფიცერი ზურაბ მამულაშვილი.[3]
აფხაზეთის ომი
რედაქტირებამამულაშვილი საქართველოსთვის იბრძოდა აფხაზეთის ომში (1992-1993) 14 წლის ასაკში მამამისთან ერთად, რომელიც ქართველი სამხედრო ოფიცერი იყო.[4] მამულაშვილი მოგვიანებით იხსენებს: „ჩემი პირველი ომი იყო 1990-იან წლებში, აფხაზეთში“.[1] ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა აფხაზურ ძალებს, გაათავისუფლეს სამი თვის შემდეგ.[4]
ჩეჩნეთის პირველი ომი
რედაქტირებამამულაშვილი ჩეჩნეთის პირველ ომში (1994-1996) რუსეთის ძალების წინააღმდეგ უცხოელ მოხალისედ იბრძოდა.[5]
საქართველოში დაბრუნება
რედაქტირებაჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ მამულაშვილი სწავლის დასამთავრებლად პარიზში გაემგზავრა.[5] შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მსახურობდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფროს სამხედრო მრჩევლად.[5]
მამულაშვილი საქართველოსთვის იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.[5]
უკრაინა
რედაქტირებამამულაშვილი უკრაინაში 2013 წელს გადავიდა მაიდანის რევოლუციის მხარდასაჭერად.[6]
ქართული ლეგიონი
რედაქტირება2014 წელს მამულაშვილი ქართული ლეგიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Hauer, Neil (16 February 2022). „The Georgian fighters stiffening Ukraine’s defences against possible Russian attack“. National Post. ციტირების თარიღი: 22 March 2022.
- ↑ „ქართველი პარლამენტარი ქალი უკრაინაში ჩავიდა - ნონა მამულაშვილი მებრძოლებთანაა“. cnews.ge. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Foreign Fighters Vow to Support Ukraine Against Russian Invasion en-US (2021-12-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-19. ციტირების თარიღი: 2022-01-20
- ↑ 4.0 4.1 Lowry, Willy (4 March 2022). „Foreign fighters answer Zelenskyy’s call to defend Ukraine“. The National News. ციტირების თარიღი: 22 March 2022.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Waller, Nicholas (26 February 2016). „American Ex-Paratrooper Joins Georgian Legion Fighting in Ukraine“. Georgia Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 3 February 2019.
- ↑ Mariamidze, Tea (20 December 2017). „Heavy Shelling Wounds Georgian Legion Members in Eastern Ukraine“. Messenger Online. ციტირების თარიღი: 3 February 2019.