ნონა მამულაშვილი
ნონა მამულაშვილი (დ. 13 მარტი, 1977) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა მამულაშვილის და.[1]
ნონა მამულაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1977 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1977 წლის 13 მარტს. 1999 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მრეწველობის მართვის სპეციალობით. მოგვიანებით სწავლა განაგრძო პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, სპეციალობით ისლამური ცივილიზაცია, არაბები. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, სადაც გახდა დიპლომატიურ მეცნიერებათა მაგისტრი. 2007-2013 წლებში მუშაობდა ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს კავკასიის წარმომადგენლობაში. 2012-2015 წლებში იყო საქართველოში ფაიზერის წარმომადგენლობის რეგიონული დირექტორი. 2015-2020 წლებში მუშაობდა „ფილიპ მორის საქართველოში“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2]
2022 წლის 16 ნოემბერს შეუწყდა უფლებამოსილება მას შემდეგ, რაც თავად გააკეთა განცხადება პარტიისა და პარლამენტის დატოვების შესახებ.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნონა მამულაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ქართველი პარლამენტარი ქალი უკრაინაში ჩავიდა - ნონა მამულაშვილი მებრძოლებთანაა“. cnews.ge. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.
- ↑ ნონა მამულაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა