მამის სახელით
მამის სახელით (ინგლ. In the Name of the Father) — ჯიმ შერიდანის 1993 წლის ბიოგრაფიული ფილმი. ფილმში ასახულია უდანაშაულოდ დასჯილი ჯერი კონლონის ნამდვილი ისტორია. ფილმმა მიიღო ოქროს დათვი.
„მამის სახელით“ | |
---|---|
ჟანრი | ბიოგრაფიული |
დამდგმელი რეჟისორი | ჯიმ შერიდანი |
პროდიუსერი | ჯიმ შერიდანი, გებრიელ ბირნი, ტერი ჯორჯი, არტურ ლაპინი |
სცენარის ავტორი | ჯიმ შერიდანი, ტერი ჯორჯი |
ნაწარმოები |
„ცნობილია უდანაშაულოდ: ჯერი კონლონისა და გილფორდის ოთხეულის ისტორია“ — ჯერი კონლონი |
როლებში |
დენიელ დეი-ლუისი ემა ტომპსონი |
მუსიკა | ტრევორ ჯონზი |
ოპერატორი | პიტერ ბიზუ |
მონტაჟი | ჯერი ჰამბლინგი |
სტუდია | Hell's Kitchen Films |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი | 12 დეკემბერი, 1993 |
ხანგრძლივობა | 133 წთ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო, ირლანდია |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $13 მლნ |
შემოსავალი | $65 796 862 |
სიუჟეტი
რედაქტირება1974 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქებში რეგულარული არმია იდგა, ხოლო ინგლისში ტერორისტული აქტები ხორციელდებოდა. ჯერი კონლონი, ახალგაზრდა ირლანდიელი, რომელიც ბელფასტში ცხოვრობს, პოლიტიკის მიმართ გულგრილია. მას ნარკოტიკები და თავისუფალი სიყვარული იზიდავს. ჯერის მამა ლონდონში აგზავნის, დეიდა ენისთან საცხოვრებლად, მაგრამ ჯერი და მისი მეგობარი პოლი ჰიპების კომუნაში ცხოვრობენ.
გილფორდის პაბში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ პოლიცია უფლებას მიიღებს, შვიდი დღის განმავლობაში დააკავოს ნებისმიერი ადამიანი. ირლანდიელი ჯერი და პოლი დაკავებულები აღმოჩნდებიან. საქმეს ინსპექტორი დიკსონი იძიებს. მისი მიზანია, ნებისმიერი გზით მოიპოვოს აღიარებითი ჩვენება. 7 დღის განმავლობაში წამების შემდეგ ისინი აღიარებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენიათ. პოლიცია ჯერის ოჯახის წევრებსაც დააკავებს და მათ თანამზრახველობაში დასდებს ბრალს. ნაფიცი მსაჯულები ყველას გამამტყუნებელ სასჯელს გამოუტანენ. ჯერი კონლონს სასამართლო სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.
ჯერი და მისი მამა ჯუზეპე ციხეში ერთ საკანში იხდიან სასჯელს. ჯუზეპე ცდილობს მიიღოს ზომები საკუთარი ოჯახის სახელის რეაბილიტაციისთვის. ჯერი საკუთარ თავს მკვდარ ადამიანად მიიჩნევს და მამას არაფერში ეხმარება. ის რამდენიმე პატიმარს უახლოვდება და მათთან ერთად ნარკოტიკებს მოიხმარს. მოგვიანებით იმავე ციხეში აღმოჩნდება ნამდვილი ტერორისტი, რომელმაც გილფორდის პაბი ააფეთქა. ის პოლიციას სიმართლეს უმხელს, მაგრამ პოლიცია ამ ფაქტს ასაიდუმლოებს. ჯერი უმეგობრდება ტერორისტს, მაგრამ ჯუზეპეს არ უნდა, რამე საერთო ჰქონდეს მკვლელთან. ჯერი კი მოხიბლულია ტერორისტის სიმამაცით და სიბრალულით უყურებს მამას.
ჯერის დამოკიდებულებას მამისადმი ჯუზეპეს სიკვდილი ცვლის. ჯუზეპეს სიკვდილის შემდეგ ჯერი აგრძელებს მამის მიერ დაწყებულ კამპანიას და თანამშრომლობს ადვოკატთან, რომელსაც აქამდე შეხვედრებზე უარს ეუბნებოდა. ადვოკატი გარეთ პირსი სასამართლოში საქმის განახლებას მიაღწევს. პატიმრობაში გატარებული 15 წლის შემდეგ ჯერისა და სხვა მსჯავრდებულებს სასამართლო უდანაშაულოდ ცნობს.
როლებში
რედაქტირება- დენიელ დეი-ლუისი - ჯერი კონლონი
- ემა ტომპსონი - გარეთ პირსი
- პიტ პოსტლეთვეიტი - ჯუზეპე კონლონი
- ჯონ ლინჩი - პოლ ჰილი
- მარკ შეფარდი - პედი არმსტრონგი
- ბეტი ედნი - კეროლ რიჩარდსონი
გადაღება
რედაქტირებადენიელ დეი-ლუისმა გადაღებებებისთვის დაიკლო 13 კილო და ბევრი დრო გაატარა ნამდვილ საკანში, რათა უკეთ შესულიყო როლში.
ისტორიული ფაქტები
რედაქტირებაჯუზეპე და ჯერი კონლონები სასჯელს ერთ საკანში არ იხდიდნენ. ეს სცენარისტებმა გამოიგონეს. აგრეთვე გამოგონილია ინსპექტორი დიკსონის პერსონაჟი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე რეალურად არსებული პოლიციელის სახეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „In the Name of the Father“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „In the Name of the Father“ — Rotten Tomatoes
- „In the Name of the Father“ — Allmovie-ზე
- „In the Name of the Father“ — Box Office Mojo-ზე
- „In the Name of the Father“ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- „In the Name of the Father“ — Metacritic-ზე