მაკენზის მთები (ინგლ. Mackenzie Mountains) — მთის სისტემა კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კორდილიერების აღმოსავლეთი სარტყლის ნაწილი. ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე პილი, სამხრეთით მდინარე საუთ-ნაჰანი. სიგრძე დაახლოებით 700 კილომეტრი. სიმაღლე 2469 მეტრამდე. აგებულია დანალექი ქანებით. შეინიშნება ძველი გამყინვარების კვალი. მეკენზის მთების კალთებზე სათავე აქვს მდინარე მაკენზის შენაკადებს. გავრცელებულია ტაიგა (ნაძვნარი), მეჩხერი ტყე (1200-1500 მეტრამდე) და მთის ტუნდრა.

მაკენზის მთები
მაკენზის მთები
მაკენზის მთები
კოორდინატები: 64° ჩ. გ. 128° დ. გ. / 64° ჩ. გ. 128° დ. გ. / 64; -128
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
უმაღლესი წერტილი კილი-პიკი
სიმაღლე 2469 
ფართობი 330,782 კმ²
სიგრძე 937 კმ
სიგანე 795 კმ
მაკენზის მთები — კანადა
მაკენზის მთები

ლიტერატურა

რედაქტირება