მათიას იაბსი
მათიას იაბსი (გერმ.:Matthias Jabs, დ. 25 ოქტომბერი, 1955) — გერმანელი გიტარისტი, რომელმაც გაითქვა სახელი გერმანული როკ-ჯგუფ სკორპიონსში მოღვაწეობით. სანამ სკორპიონსში მოვიდოდა, იგი იმყოფებოდა უფრო ნაკლებად ცნობილ ჯგუფებში: Lady, Fargo და Deadlock. მათიასი დაიბადა დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში. მას ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა გიტარა და 10 წლის ასაკში უკვე დახელოვნებული გიტარისტი იყო, ხოლო 12 წლისა უკვე ადგილობრივ ჯგუფებში უკრავდა.
მათიას იაბსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1955 წ |
დაბ. ადგილი | ჰანოვერი |
წარმოშობა | გერმანია, ჰანოვერი |
ჟანრ(ებ)ი |
მძიმე როკი, მძიმე მეტალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1978-დან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | RCA, Mercury Records, New Door |
საიტი | matthiasjabs.de |
მათიას იაბსი ვიკისაწყობში |
1978 წელს, როდესაც ულრიხ როთმა დატოვა ჯგუფი სკორპიონსი, ლონდონში გამოცხადდა გიტარისტების კასტინგი სოლო გიტარისტის თანამდებობაზე ჯგუფში. მათიასმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისი მშობლიური ქალაქის ჯგუფის შემოქმედებით, გადაწყვიტა კასტინგზე წასვლა. დაახლოებით 140 გიტარისტის მოსმენის შემდეგ სკორპიონსის ლიდერებს რუდოლფ შენკერს და კლაუს მაინეს ისე მოეწონათ მათიასის დაკვრის სტილი, რომ უპრობლემოდ მიიღეს ჯგუფში. მისი პირველი ალბომი ჯგუფთან ერთად იყო „Lovedrive“.
1980-იან წლებში მას ჰქონდა შავი „Fender Stratocaster“-ის გიტარა, რომელსაც თავისი გვარის მიხედვით ხუმრობით "Fender Jabocaster"-ს ეძახდა. თუმცა მათიასი ხშირად აღნიშნავს რომ მისი საყვარელი გიტარის სახეობა არის "Gibson Explorer".
დისკოგრაფია
რედაქტირება- სკორპიონსი
- Lovedrive (1979)
- Animal Magnetism (1980)
- Blackout (1982)
- Love at First Sting (1984)
- World Wide Live (საკონცერტო ალბომი) (1985)
- Savage Amusement (1988)
- Crazy World (1990)
- Face the Heat (1993)
- Live Bites (საკონცერტო ალბომი) (1995)
- Pure Instinct (1996)
- Eye II Eye (1999)
- Moment of Glory (საკონცერტო ალბომი) (2000)
- Acoustica (საკონცერტო ალბომი) (2001)
- Unbreakable (2004)
- Humanity: Hour I (2007)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება