მაზურკა (ნამცხვარი)
მაზურკა არის ძალიან ტკბილი, ბრტყელი ნამცხვარი[1], რომელსაც, ძირითადად, აღდგომაზე მიირთმევენ. წარმოშობით პოლონურია.[2]
პოლონური სამზარეულოს სახელმძღვანელოების მიხედვით, ტიპური მაზურკა არის ნამცხვარი, რომელიც მზადდება ფხვიერი ცომის ერთი ან ორი თხელი ფენისგან, ან მისი ერთი ფენისგან, რომელსაც, ზემოდან ღრუბლის ნამცხვარს ურთავენ. ნამცხვრის ორ ფენას შორის ადგილი მარმელადითაა დაფარული, რაც ამ ორი ფენის ერთმანეთთან "შეწებებას" იწვევს. ერფენიან ნამცხვარს კი მარმელადს ან საერთოდ არ უმატებენ, ან დამდნარი შაქრის ფენის შემდეგ. ასევე, მაზურკას, დეკორაციის მიზნით, უმატებენ დამდნარ კარამელს, შაქარს ან სხვადასხვა ხილის ჟელეს. ამასთანავე, მას აფორმებენ თხილით ან ნუშით და დაშაქრული ხილით. ტრადიციულად, სახლში გამომცხვარ მაზურკას ხშირად მიირთმევენ გამხმარი ხილის და თხილის თანხლებით.
მაზურკას უამრავი ვერსია არსებობს. განსაკუთრებით ხშირად, რეცეპტების წიგნებში გვხვდება "ბოშური მაზურკა" (mazurek cygański). ფხვიერი ცომი ჯერ ნახევრად ცხვება, შემდეგ მოირთვება ჩირით, ნუშით, კვერცხის გულის და შაქრის ნათქვეფით და ათქვეფილი კვერცხის ცილით და თავიდან ცხვება.
მაზურკას ტრადიცია
რედაქტირებასახელი და წარმოშობა
რედაქტირებანამცხვრის სახელის წარმოშობა, სავარაუდოდ, მაზურის (ან მასურიულ) ტომს უკავშირდება[3], რომელიც დღევანდელ ცენტრალურ პოლონეთში, მაზოვიას რეგიონშია დასახლებული. სხვა თეორიის მიხედვით, ეს სიტყვა წარმოიშვა მაზურკადან (პოლონურად ეწოდება: მაზურეკ), ტრადიციული პოლონური ხალხური ცეკვიდან. ფხვიერი ნამცხვრის ეს სახეობა ითვლება აღდგომის ერთ-ერთ მთავარ დესერტად პოლონეთში. ის სხვა სადღესასწაულო ნამცხვრებიდგან იმით განსხვავდება, რომ მასში დიდი რაოდენობით გვხვდება მშრალი ხილი და თხილი, მისი ყველა ინგრედიენტი ძალიან ტკბილია და ზემოდან შოკოლადის მასა მას დიდი ხნით უნარჩუნებს ახალ გემოს.
მიუხედავად იმისა, რომ დესერტი უდავოდ პოლონურ კერძად ითვლება და მიჩნეულია ეროვნულ დესერტად აღდგომისთვის მთელი ქვეყნის გარშემო, მაზურკას რეცეპტი პოლონეთში, სავარაუდოდ, აღმოსავლეთიდან მოხვდა, სანელებლების სავაჭრო გზით, თურქეთიდან, მე -17 საუკუნის დასაწყისში.[4]
გარეგნობა და სიმბოლიზმი
რედაქტირებადესერტი სიმბოლურად ასოცირდება Wielki Post-ის პერიოდთან (პოლონურად მარხვა). 40-დღიანი მარხვის შემდეგ (თუმცა ამ დღეების განმავლობაში მათ საჭმლის შეზღუდვა არ აქვთ), მაზურკა წარმოადგენდა ძვირფას ჯილდოს სარწმუნოებისა და ტრადიციების ერთგულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლონეთში მაზურკას რელიგიური მნიშვნელობა პრაქტიკულად დაკარგულია, ტორტი ისევ მჭიდრო კავშირშია სეზონურ დღესასწაულებთან.
ჩვეულებრივ, დესერტის დეკორაცია ხდება სააღდგომო სიმბოლოებით, როგორიცაა კურდღლები, ტირიფები და სააღდგომო მილოცვები.
ახალი ამბების პორტალი Wirtualna Polska ამბობს, რომ მაზურკა არ შეიძლება რეგულარულ ნამცხვარს ჰგავდეს. იგი უნდა იყოს ბრტყელი, უნდა მზადდებოდეს უამრავი სახის მაზურკა, თითოეული განსხვავებული არომატით და მდიდრულად გაფორმებული. თორმეტი მათგანი (ერთმანეთის მიყოლებით მომზადებული), არც ისე იშვიათია ტრადიციულად.
შობას, სიმბოლური რიცხვი თორმეტი მჭიდრო კავშირშია ქრისტეს თორმეტ მოციქულთან ბოლო ვახშმისა, რომელიც კათოლიკეების მიერ თორმეტი სხვადასხვა საკვების შეთავაზებით აღინიშნება.[5][6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://archive.today/20131213153950/http://kobieta.wp.pl/kat,26297,title,Mazurki-wielkanocne,wid,8254083,wiadomosc.html?ticaid=111d59 (პოლონური)
- ↑ https://www.minrol.gov.pl/content/download/47427/261009/version/2/file/PF_spring_2014.pdf დაარქივებული 2017-05-10 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური და პოლონური)
- ↑ http://www.podroze.pl/dzial/aktualnosci/swieta-wielkanocne-2013-mazurek-skad-t/2273/ (პოლონური)
- ↑ http://kuchnia-polska.wieszjak.polki.pl/wielkanoc/276421,Co-wiesz-o-wielkanocnym-mazurku.html (პოლონური)
- ↑ http://annhetzelgunkel.com/polxmas/polxmasf3.htm (ინგლისური)
- ↑ https://web.archive.org/web/20131225173111/http://www.pomorskie.eu/pl/pomorze_znane_i_nieznane/tradycje_i_zwyczaje/symbole_bozego_narodzenia (პოლონური)