ოქსანა მადარაში

(გადამისამართდა გვერდიდან მადარაში, ოქსანა)

ოქსანა მადარაში (დ. 12 სექტემბერი, 1969, ქ. ბუჩაჩი, ტერნოპილის ოლქი) — უკრაინელი დირიჟორი. უკრაინის სახალხო არტისტი (2019). ახალგაზრდა საგუნდო დირიჟორთა სრულიად საკავშირო კონკურსის ლაურეატი (მიკოლაივი, 1988, მე-2 პრემია). სტეფან ტურჩაკის სახელობის სიმფონიურ დირიჟორთა მე-2 ეროვნული კონკურსის სპეციალური პრიზის „იმედის ვარდი“ მფლობელი (კიევი, 1988). დაამთავრა უკრაინის ეროვნული მუსიკალური აკადემია (კიევი, 1994, საგუნდო დირიჟორობა, ვიქტორ პეტრიჩენკოს კლასი; 1999, საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა, ევჰენ დუშჩენკოს კლასი) და მასთან არსებული ასპირანტურა-სტაჟირება (2005). 1994–2002 წლებში მუშაობდა საგუნდო კაპელაში „დუმკა“ (კიევი). 2002 წლიდან — კიევის ოპერეტის თეატრის დირიჟორი, ამავდროულად კიევის საბავშვო ხელოვნების აკადემიის ახალგაზრდა სტუდენტთა კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. იყო დირიჟორ-დამდგმელი: გაეტანო დონიცეტის კომიკური ოპერა „ზარი“, იოჰან-სებასტიან ბახის სპექტაკლი „ყავის კანტატა“, ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენი“, მიკოლა არკასის ოპერა „ეკატერინა“, იოჰან შტრაუსის ოპერეტა „ღამურა“, ფრედერიკ ლოუს „ჩემი მომხიბვლელი ლედი“, იმრე კალმანის „მონმარტის ია“, ყოველწლიური სიმფონიური კონცერტი „შტრაუსი ოპერეტაში“ (2012-დან), საერთაშორისო კონცერტები „ვივატ, ოფენბახ!“, „დუნაის მარგალიტი“, „სიმფონიური კოქტეილი ბლუზის სტილში“, „ფერენც ლეჰარი“. დირიჟორობდა სპექტაკლებს: სერგეი რახმანინოვის „ალეკო“, პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, ჟაკ ოფენბახის „დაპატიჟებული ვახშამი იტალიელებთან“, იმრე კალმანის „მისტერ იქსი“, „სილვა“ („ცირკის პრინცესა“), ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“, იჰორ პოკლადის „ასეთია ევროპული ბედნიერება“, იოჰან შტრაუსის „ბოშათა ბარონი“ და სხვ. არის მუსიკალური კონკურსების ჟიურის წევრი.[1]

ოქსანა მადარაში
უკრ. Оксана Мадараш
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 სექტემბერი, 1969(1969-09-12) (55 წლის)
დაბ. ადგილი ბუჩაჩი
საქმიანობა დირიჟორი
საიტი oksanamadarash.com

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вахрамєєва Р. Нам без жінок у світі не прожить // ДУ. 2006, 7 берез.;
  • Оксана Мадараш: «Щаслива, коли диригую»: [інтерв’ю записала О. Будник] // Сусп-во і соц. політика. 2010. № 11;
  • Уникати фальшивих нот – у музиці і повсякденні: [інтерв’ю записала С. Наконечна] // Україна молода. 2015, 17 берез.;
  • Руки, які відчувають музику: [інтерв’ю записала Г. Онищук] // КіЖ. 2015, 25–30 груд.
  1. Трощановська, О. А.. Мадараш Оксана Степанівна uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс]. Інститут енциклопедичних досліджень НАН України (2020). ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2023