მაგინდანაო (ირ: Perobinsia a Magindanao; ფილ: Lalawigan ng Maguindanao) — პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიურ რეგიონში. 2014 წლიდან პროვინციის დედაქალაქია ბულუანი, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს, მუნიციპალურის საბჭოს (Sangguniang Panlalawigan) ძველი კაპიტოლიუმის შენობა სულთან-კუდარათშია განთავსებული. პროვინციის ჩრდილოეთით სამხრეთი ლანაო მდებარეობს, აღმოსავლეთით — კოტაბატო, სამხრეთით — სულთან-კუდარათი, ხოლო დასავლეთით — ილანის ყურე.

მაგინდანაო
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ბულუანი
შიდა დაყოფა ამპატუანი (მაგინდანაო), ბარირა, ბულდონი, ბულუანი, დატუ-აბდულაჰ-სანგკი, დატუ-ანგალ-მიდტიმბანგი, დატუ-ბლაჰ-ტ.-სინსუატი, დატუ-ჰოფერ-ამპატუანი, დატუ-ოდინ-სინსუატი, დატუ-პაგლასი, დატუ-პიანგი, დატუ-სალიბო, დატუ-საუდი-ამპატუანი, დატუ-უნსაი, გენერალ-სალიპადა-კ.-პენდატუნი, გინდულუნგანი, კაბუნტალანი, მამასაპანო, მანგუდადატუ, მატანოგი, ჩრდილოეთი კაბუნტალანი, დატუ-მონტავალი, პაგალუნგანი, პაგლატი, პანდაგი (სამხრეთი მაგინდანაო), პარანგი, რაჯა-ბუაიანი, შარიფ-აგვაკი, შარიფ-საიდონა-მუსტაფა, სამხრეთი უპი (მაგინდანაო), სულთან-კუდარათი (ჩრდილოეთი მაგინდანაო), სულთან-მასტურა, სულთან-სა-ბარონგისი, ტალაიანი, ტალიტაი და უპი (ჩრდილოეთი მაგინდანაო)
კოორდინატები 7°08′00″ ჩ. გ. 124°18′00″ ა. გ. / 7.13333° ჩ. გ. 124.30000° ა. გ. / 7.13333; 124.30000
მმართველი Bai Mariam Mangudadatu
დაარსდა 22 ნოემბერი, 1973[1]
ფართობი 4871.60 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 1 667 258 (1 მაისი, 2020)[2]
გაუქმდა 17 სექტემბერი, 2022
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 64
ოფიციალური საიტი http://www.maguindanao.gov.ph
300
300

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მაგინდანაოს სასულთნო XVII საუკუნეში

მაგინდანაო კუნძულ მინდანაოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. პროვინციის ჩრდილოეთით სამხრეთი ლანაო მდებარეობს, აღმოსავლეთით — კოტაბატო, სამხრეთით — სულთან-კუდარათი, ხოლო დასავლეთით — ილანის ყურე.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

მაგინდანაო 36 მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომლებიც 508 ბარანგაის მოიცავს. გეოგრაფიულად პროვინციის შემადგენლობაში კოტაბატოც შედიც, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება.

პროვინცია ორ საკანონმდებლო რაიონად იყოფა. 2006 წლის ოქტომბერში პირველი საკონგრესო რაიონი ცალკე პროვინციად, შარიფ-კაბუნსუანად გაიყო, თუმცა 2008 წელს ფილიპინების უზენაესმა სასამართლომ მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის რეგიონულმა საკანონმდებლო ასამბლეის მიერ პროვინციის ჩამოყალიბების შესახებ კანონის ანულირება მოახდინა. ეს ტერიტორია კვლავ მაგინდანაოს პროვინციას შეუერთდა.

2000-იანი წლებიდან პროვინციაში ახალი მუნიციპალიტეტები შეიქმნა. მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის რეგიონული საკანონმდებლო ასამბლეის მდივანმა, დიკ მალიმ განაცხადა, რომ ახალი მუნიციპალიტეტების შექმნა „ფუნქციებისა და რესურსების დეცენტრალიზაციასა“ და „მოსახლეობისთვის უფრო ეფექტიანი საჯარო მომსახურებისა და მმართველობის უზრუნველყოფას“ შეუწობს ხელს. ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ავტონომიისა და მმართველობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბენედიქტო ბაკანიმ განაცხადა, რომ ამგვარი ქმედებები და მეთოდები მიზნად ისახავს პოლიტიკურ ოჯახებს შორის პოტენციური კონფლიქტების ჩახშობას, რადგანაც ისინი კონკრეტული ადგილობრივი მმართველობის ერთეულებს მართავენ.[3]

სამომავლო პროვინციული დაყოფა

რედაქტირება

2017 წლის 2 მარტს ფილიპინების წარმომადგენელთა პალატას ყოფილმა დეპუტატმა, ბაი სანდრა სემამ წარუდგინა კანონპროექტი, რომელიc ჩრდილოეთ მაგინდანაოს პროვინციის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც 11 მუნიციპალიტეტისგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონში გაერთიანდება. კანონპროექტის მიხედვით შემოთავაზებული დედაქალაქი დატუ-ოდინ-სინსუატი იქნება.[4] სემას მემკვიდრე დეპუტატმა აღნიშნული საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში, თუმცა ახალი პროვინციის სახელად დასავლეთი მინდანაო შეარჩია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2015 წლის აღწერით მაგინდანაოს მოსახლეობა 1 173 933 ადამიანს შეადგენს. ქალაქ კოტაბატოს ჩათვლით პროვინციის მოსახლეობა 1 473 371 ადამიანს უტოლდება. პროვინციის მოსახლეობის 64.5%-ს მაგინდანაონები შეადგენენ. პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში ირანუნის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ჭარბობენ, ძირითადად პარანგში, ბარირაში, ბულდონსა და მატონგში. ირანუნელები პროვინციის მოსახლეობის 18.4%-ს შეადგენენ. ტედურაის ხალხი, რომლებიც ლუმადების ჯგუფის წარმომადგენლები არიან, პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ მთიანეთებში ბინადრობენ. ისინი პროვინციის მოსახლეობის 8.4%-ს შეადგენენ. მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფებს სებუანოები და ჰილიგაინონები წარმოადგენენ. ისინი პროვინციის მოსახლეობის 3.2%-ს შეადგენენ.

პროვინციის მოსახლეობის მშობლიური ენა მაგინდანაოსა და ირანუნის ენებია. ახალგაზრდა თაობებში ტაგალური ენა ხდება მოწინავე. სებუანურ, ჰილიგაინონისა და ჩავაკანოს ენებზე როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი მოსახლეობა საუბრობს. ჩავაკანოს დიალექტს ქაალქ კოტაბატოში კოტაბატენიოს უწოდებენ. ტედურაის ენაზე ძირითადად უპის, სამხრეთ-უპისა და დატუ-ბლაჰ-სინსუატის მუნიციპალიტეტებში საუბრობენ.[5] ინგლისური ენა მოსახლეობის უმრავლესობას ესმის, ხოლო არაბული ენა ისლამურ სკოლებში ისწავლება.[6]

 
მაგინდანაოს პროვინციული კაპიტოლიუმი

მაგინდანაოს მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმანები შეადგენენ (მოსახლეობის 82.99%), მათი დიდი ნაწილი სუნიტი მუსლიმანია.[7] რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარი მოსახლეობა კოტაბატოს არქიეპარქიის, კიდაპავანის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის იურისდიქციის ქვეშაა. მოსახლეობის მცირე ნაწილი ქრისტეს ეკლესიის მიმდევარია.

მმართველობა

რედაქტირება

მაგინდანაო ორი საკანონმდებლო რაიონისგან შედგება, რომელთაც ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში თითო წარმომადგენელი ჰყავთ. შრიფ-კაბუნსუანის პროვინციის არსებობის მცირე ხნის მანძილზე მაგინდანაო ერთი საკანონმდებლო რაიონისგან შედგებოდა. მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ მაგინდანაო ავტონომიური რეგიონის რეგიონულ საკანონმდებლო ასამბელაში თითო საკანონმდებლო რაიონიდან 3-3 წარმომადგენელს გზავნის.

პროვინციული დედაქალაქი

რედაქტირება

1973 წელს პროვინციის დაარსების შემდეგ მთავრობის რეზიდენცია მაგანოის მუნიციპალიტეტში იყო განთავსებული.[8] პროვინციის პირველი გუბერნატორი სიმეონ დატუმანონგი იყო, რომლის ოფისიც ლიმპონგოში,[9] მაგანოის ყოფილ ბარანგაიში (ამჟამად დატუ-ჰოფერ-ამპატუანის მუნიციპალიტეტი) მდებარეობდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.officialgazette.gov.ph/1973/11/22/presidential-decree-no-341-s-1973/
  2. Household Population, Number of Households, and Average Household Size of the Philippines (2020 Census of Population and Housing)Philippine Statistics Authority, 2022.
  3. 'Creating More LGUs Prevents Conflicts in ARMM'. ABS-CBN News. March 30, 2008. ციტირების თარიღი: June 9, 2020.
  4. Sema, Bai Sandra Sinsuat A.. (March 2, 2017) House Bill No. 5185 – An Act Creating the Province of Maguindanao North. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2017. ციტირების თარიღი: September 8, 2017.
  5. Maulana, Nash. Filipino or Tagalog now dominant language of teaching for Maguindanaons.
  6. Table 11. Household Population by Ethnicity and Sex: 2010 (Data excludes Cotabato City)
  7. Philippine Statistics Authority. (July 26, 2017) Muslim Population in Mindanao (based on POPCEN 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 4, 2019. ციტირების თარიღი: August 31, 2018.
  8. Presidential Decree No. 341 – Creating the Provinces of North Cotabato, Maguindanao and Sultan Kudarat (November 22, 1973). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 9, 2017. ციტირების თარიღი: April 15, 2016.
  9. Lingao, Ed. (April 2013) Maguindanao's misery: Absentee officials, absence of rage, poverty. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 15, 2016. ციტირების თარიღი: August 1, 2016.