ლუციუს ანეუს სენეკა
ლუციუს ანეუს სენეკა (ლათ. Lucius Annaeus Seneca; დ. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4, კორდუბა (კორდობა) — გ. ახალი წელთაღრიცხვის 65, რომი) — რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე. ნერონის აღმზრდელი და სტოიციზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი. მიეკუთვნებოდა მხედრის წოდებას. დაახლოებით 33 წელს ტიბერიუსის დროს გახდა კვესტორი. მისი პანთეიზმი ეწინააღმდეგება რელიგიური მოძღვრების მონოთეისტურ იდეებს. სენეკას მიხედვით, უზენაესი ღმერთია შემოქმედი გონი. სულის ჭეშმარიტი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ სხეულის გარეშე, რომელიც ბოროტების სათავედაა მიჩნეული. სენეკას მოძღვრებაში ადამიანის მიზნად დასახულია აფექტებისაგან განთავისუფლება. მისი აზრით, ღვთაებრივი შეწყალების გარეშე შეუძლებელია განწმენდა და ღმერთამდე ამაღლება. სენეკა იზიარებს ძველ სტოელთა თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ სამყარო პერიოდულად ინთქმება ხანძარში, აგრეთვე პროვიდენციულ-ფატალისტურ მოძღვრებას ღმერთის, განგების, ბედისწერისა და ბუნების კანონების შესახებ, რომლებიც სენეკასთვის ერთმანეთის სინონიმებია. იგი იცავს ზოგადსტოიკურ კოსმოპოლიტიზმს, ამქვეყნიურ სახელმწიფოს კოსმიურის ნაწილად მიიჩნევს და ამტკიცებს მის ბუნებრივ აუცილებლობას. სენეკა ქადაგებდა ადამიანთა საყოველთაო თანასწორობას (მონათა ჩათვლით). სენეკას ლიტერატურული შემოქმედებიდან აღსანიშნავია სატირა იმპერატორ კლავდიუსის გარდაცვალების გამო „გაკვახება“.
ლუციუს ანეუს სენეკა | |
---|---|
სენეკას მარმარილოს ბიუსტი, XVII საუკუნე, პრადოს მუზეუმი | |
დაბადების თარიღი |
დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4 კორდუბა (კორდობა |
გარდაცვალების თარიღი |
ახალი წელთაღრიცხვის 65 რომი |
საქმიანობა |
ფილოსოფია დრამატურგია პოეზია |
მისი სახელით ჩვენამდე მოღწეული ტრაგედიებიდან მნიშვნელოვანია „მედეა“, „ოიდიპოსი“, „თიესტე“, „ფედრა“, „გაშმაგებული ჰერკულესი“, „აგამემნონი“, „ტროელი ქალები“, „ფინიკიელი დიაცები“, „ეტელი ჰერკულესი“, „ოქტავია“. ამ ტრაგედიებმა დიდი გავლენა მოახდინა შექსპირსა და ფრანგ კლასიცისტებზე (პიერ კორნელი, ჟან რასინი), ხოლო ფილოსოფიურმა ტრაქტატებმა „ნუგეშისცემანი მარციუსისადმი“, „რიცხვისათვის“ და სხვა — მემუარულ-ეთიკური ჟანრის მწერლებზე (მიშელ დე მონტენი). სენეკას მიეწერება აგრეთვე რიგი მცირე ლექსი („ეპიგრამები“).
ლიტერატურა
რედაქტირება- ურუშაძე ა., მაჭავარიანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 286.
- Pernice G., Seneca morale, Tortona, 1964;
- Bourgery A., Sénéque-prosateur, P., 1922;
- Hermann L., Le théátre de Sénéque, P., 1924;
- Lana I., L. Anneo Seneca..., Torino, 1963;
- Seneca. Ed. by C. D. N. Costa, L. — Boston, 1974.