ლუნა-19
„ლუნა-19“ (რუს. «Луна-19», «Е-8ЛС №202») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1971 წლის 28 სექტემბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. მისი საშუალებით შეისწავლებოდა მთვარის გრავიტაციული ველი. დედამიწაზე გადმოსცა მთვარის ზედაპირის ფოტოსურათები.
ლუნა-19 | |
---|---|
NSSDC ID | 1971-082A |
SCN | 05488 |
ისტორია
რედაქტირება1971 წლის 28 სექტემბერს 10:00:22 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-19. 29 სექტემბერი – 1 ოქტომბერს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 3 ოქტომბერს სადგური „ლუნა-19“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 1972 წლის 1 ნოემბერს ასს „ლუნა-19“-თან რადიოკავშირი გაწყდა მთვარის გარშემო მისი ერთწლიანი ბრუნვის შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Luna 19", Solar System Exploration, NASA.gov დაარქივებული 22 January 2021 საიტზე Wayback Machine.