„ლუნა-18“ (რუს. «Луна-18», «Е-8-5 №407») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1971 წლის 2 სექტემბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. იგი ასრულებდა მანევრებს მთვარისახლო ნავიგაციისა და მთვარეზე დაშვების პროცესთა დასახვეწად.

ლუნა-18
NSSDC ID 1971-073A
SCN 05448

1971 წლის 2 სექტემბერს 13:40:40 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-18. 4-6 სექტემბერს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 7 სექტემბერს სადგური „ლუნა-18“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 11 სექტემბერს დაეშვა ნაყოფიერების ზღვის ახლოს მთიან ადგილას. რთული რელიეფის პირობებში დაშვება არახელსაყრელი გამოდგა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება