ჟან ლუი რუდოლფ აგასისი (აგასი) (ფრანგ. Jean Louis Rodolphe Agassiz; დ. 28 მაისი, 1807, მოტიერსი — გ. 14 დეკემბერი, 1873, კემბრიჯი) — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და პედაგოგი. გლაციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჟორჟ კიუვიეს მოწაფე და მიმდევარი. 1832 წლიდან ნევშატელის პროფესორი. 1846 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში, იყო ბოსტონის, ჩარლსტონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების პროფესორი. შეისწავლა მყინვარული ნალექები, დაასაბუთა იმ დროისათვის ახალი და ძირითადად სწორი იდეა მყინვარული ეპოქების არსებობის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს კაპიტალური ნაშრომი ნამარხ თევზებზე, აგრეთვე გამოკვლევები ევროპასა და ბრაზილიაში გავრცელებულ თანამედროვე თევზებზე. იყო კატასტროფების თეორიისა და სახეობათა უცვლელობის იდეების უკიდურესი დამცველი და დარვინიზმის მოწინააღმდეგე. აგასისის ეს შეხედულებები გააკრიტიკეს ფრიდრიხ ენგელსმა, ჩარლზ დარვინმა და ერნსტ ჰეკელმა.

ლუი აგასისი
ინგლ. Jean Louis Rodolphe Agassiz
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1807(1807-05-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი მოტიე, შვეიცარია[10] [9]
გარდ. თარიღი 14 დეკემბერი, 1873(1873-12-14)[1] [2] [3] [4] [9] (66 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ[9]
დასაფლავებულია მაუნტ-ობერნის სასაფლაო[11] [12]
მოქალაქეობა  შვეიცარია
აშშ
საქმიანობა გეოლოგი[13] , პალეონტოლოგი[10] , racial theorist, ზოოლოგი[14] , გლაციოლოგი[13] , ექიმი[15] , უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი, ფილოსოფოსი, ბოტანიკოსი, იქთიოლოგი, კლიმატოლოგი, ბუნებისმეტყველი[10] [9] და მწერალი[16]
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი, ნევშატელის უნივერსიტეტი და Museum of Comparative Zoology
ალმა-მატერი ციურიხის უნივერსიტეტი[10] , ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი[14] , ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[10] და ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი[14]
განთქმული მოსწავლეები ჯოელ აზაფ ალენი, ჯოსეფ ლეკონტი და ჯეიმზ ჰენრი ბლეიკი
მეუღლე ელიზაბეთ კაბოტ აგასისი[17] და სესილ ბრაუნი[18]
შვილ(ებ)ი ალექსანდერ ემანუელ აგასისი[17] , Pauline Agassiz Shaw და Ida Higginson
ჯილდოები კოპლის მედალი[19] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[20] [17] , ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[21] , სამეფო საზოგადოების წევრი[17] , უოლასტონის მედალი[22] და ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[23]
ხელმოწერა

თხზულებები

რედაქტირება
  • Recherches sur les poissons fossiles, v. 1-5; Neuchâtel, 1833-43;
  • Études sur les glaciers, Neuchâtel, 1840;
  • Système glaciaire, в кн.: Nouvelles ¾ études et expériences sur les glaciers actuels, P., 1847.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Jordan D. S. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Czech National Authority Database
  5. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Académie nationale de médecine
  8. Base biographiqueBIU Santé.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 www.accademiadellescienze.it
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 The Biographical Dictionary of America / R. JohnsonBoston: 1906. — Vol. 1. — P. 60.
  11. The Biographical Dictionary of America / R. JohnsonBoston: 1906. — Vol. 1. — P. 64.
  12. Find a Grave — 1996.
  13. 13.0 13.1 The Biographical Dictionary of America / R. JohnsonBoston: 1906. — Vol. 1. — P. 62.
  14. 14.0 14.1 14.2 The Biographical Dictionary of America / R. JohnsonBoston: 1906. — Vol. 1. — P. 61.
  15. Kelly H. A., Burrage W. L. Agassiz, Jean Louis Rudolph // American Medical Biographies — 2 — Baltimore: The Norman, Remington Company, 1920.
  16. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 The Biographical Dictionary of America / R. JohnsonBoston: 1906. — Vol. 1. — P. 63.
  18. https://blog.biodiversitylibrary.org/2015/05/happy-birthday-louis-agassiz.html
  19. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  20. Léonore databaseministère de la Culture.
  21. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 7.
  22. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal
  23. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/