კატასტროფების თეორია

კატასტროფების თეორია, კატასტროფიზმი — მოძღვრება, რომლის თანახმად დედამიწის გეოლოგიური ისტორია ხანგრძლივი სიმშვიდის ეტაპებისა და უეცარი კატასტროფების მონაცვლეობაა. გაბატონებული იყო XIX საუკუნის I ნახევარში. კატასტროფების შედეგად, ჟორჟ კიუვიეს აზრით, ნაწილობრივ, ხოლო ალსიდ დ’ორბინის აზრით, მთლიანად ნადგურდებოდა დედამიწის ზურგზე არსებული ორგანული სამყარო და ხელახლა იქმნებოდა „ახალი სამყარო“. ფრანგი გეოლოგი ელი დე ბონომი კატასტროფებს პლანეტარულ ოროგენულ მოძრაობათა ეპოქებს უკავშირდება. კატასტროფების თეორიამ ბუნებისმეტყველების სხვა დარგებშიც მოიკიდა ფეხი. კატასტროფების თეორია ვერ ხსნიდა „ახალი სამყაროს“ შექმნის მიზეზებს. მიუხედავად ანტიმეცნიერულობისა, კატასტროფების თეორიამ გარკვეულ ეტაპზე დადებითი როლი ითამაშა ბიოსტრატიგრაფიის განვითარებაში, რადგან ასაკობრივად განსხვავებულ ფორმაციებს შორის მკვეთრი საზღვრების არსებობისა და ყოველი გეოლოგიური პერიოდისათვის დამახასიათებელი ორგანული სამყაროს თვისობრივი თვითმყოფობის აღიარებით ამ თეორიამ განამტკიცა სახელმძღვანელო ნამარხის ცნება.

ფრანგი ბუნებისმეტყველი ჟორჟ კიუვიე

XIX საუკუნის შუა წლებში კატასტროფების თეორიამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა ჯერ გეოლოგიაში, ხოლო მოგვიანებით ბიოლოგიაში. XX საუკუნის I ნახევარში კატასტროფიზმი ნაწილობრივ აღორძინდა (გეოლოგიაშიჰანს შტილეს ერთდროულად პლანეტარული ოროგენიული ფაზისების თეორია, ბიოლოგიაშიოტო შინდევოლფის წარმოდგენები) ნეოკატასტროფიზმის სახით, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს ევოლუციური კონცეფციების ერთობლიობას. ნეოკატასტროფიზმს აკრიტიკებდნენ და უარყოფდნენ გეოლოგიაშინიკოლოზ შატსკი, ალექსანდრე ჯანელიძე, პალეონტოლოგიაშილეო დავითაშვილი და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება