ლუიჯი მაგაროტო (იტალ. Luigi Magarotto; დ. 15 სექტემბერი, 1942, პადუა, იტალია) — იტალიელი ქართველოლოგი, მთარგმნელი, ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2002), თსუ-ის საპატიო დოქტორი (2014).

ლუიჯი მაგაროტო
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1942(1942-09-15) (82 წლის)
მოქალაქეობა  იტალიის სამეფო
 იტალია
საქმიანობა ქართველოლოგი და სლავისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1970 წელს დაამთავრა ვენეციის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ძირითადი ენა რუსული). 1976 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ქართული ენის შესწავლას მიჰყო ხელი (მანამდე, მოსკოვში ყოფნისას, პასტერნაკისეული თარგმანებით გაეცნო ქართველ პოეტთა შემოქმედებას). თარგმნა გ. ტაბიძის 19 ლექსი და გამოაქვეყნა ვენეციის უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის წელიწდეულში (1978, ტ. XVII, განაკვეთი 3, ორიენტალისტური სერია). შესავალ სტატიაში ვრცლად მიმოიხილა პოეტის შემოქმედება. 1985 წელს თბილისში გამოვიდა გ. ტაბიძის ლექსების კრებული ქართულ და იტალიურ ენებზე მაგაროტოსეული თარგმანებითა და წინასიტყვაობით. მაგაროტოს აქვს ნაშრომები ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ცისფერყანწელების, ნ. ფიროსმანის, ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაზე, ქართული სუფრის ტრადიციაზე და სხვა. მან იტალიურად თარგმნა ილიას „სარჩობელაზედ“ (1987), ვაჟას „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველის-მჭამელი“, პ. იაშვილისა და ს. ჩიქოვანის ლექსები.

მაგაროტოს ეკუთვნის ნაშრომები სლავისტიკასა და ქართველოლოგიაში. 1987 წელს ვენეციის უნივერსიტეტში დააარსა ქართველოლოგიის კათედრა, სადაც ქართული ენა ისწავლება დამოუკიდებელ საგნად; ქართველოლოგიურ ცენტრში გამოდის ჟურნალ „გეორგიკის“ იტალიური სერია.

მთარგმნელობით სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის 1999 წელს მაგაროტოს მიენიჭა ინგლისის ქართველოლოგიური ცენტრის მ. უორდროპის სახელობის პრემია.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ (1783–1801), თბ., 2008.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თურნავა ს., XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ., 1999;
  • კვიტაიშვილი ე., ლუიჯი მაგაროტო – ქართული სულიერების ერთგული რაინდი, „კალმასობა“, 2003, №7.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება