ლუის ბეავოგი
ლუის ბეავოგი (ფრანგ. Louis Lansana Beavogui, დ. 28 დეკემბერი 1923, მასენტა — გ. 19 აგვისტო 1984, კონაკრი) — გვინეის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. გვინეის პრემიერ-მინისტრი (1972-1984 წწ.) და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (1984). ფინანსისტი და დიპლომატი. აჰმედ სეკუ ტურეს თანამებრძოლი და მისი შემცვლელი. დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად1984 წლის 3 აპრილს 8 დღიანი მმართველობის შემდეგ.
ლუის ბეავოგი | |
ლუის ბეავოგი გერჰარდ შრედერთან ერთად. 1959 წელი | |
გვინეის მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მარტი 1984 – 3 აპრილი 1984 | |
წინამორბედი | აჰმედ სეკუ ტურე |
მემკვიდრე | ლანსანა კონტე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 მაისი 1972 – 3 აპრილი 1984 | |
პრეზიდენტი | აჰმედ სეკუ ტურე |
მემკვიდრე | დიარა ტრაორე |
დაბადებული | 28 დეკემბერი 1923 მასენტა საფრანგეთის გვინეა |
გარდაცვლილი | 19 აგვისტო, 1984 (60 წლის) კონაკრი გვინეა |
პოლიტიკური პარტია | გდპ |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუის ბეავოგი დაიბადა 1923 წლის 28 დეკემბერს ქალაქ მასენტაში (ლიბერიის საზღვართან ახლოს) მოსამსახურის ოჯახში. სწავლობდა დაკარის (სენეგალი) სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ექიმად გვინეის ქალაქ გეკუდუში და კისიდუგუში.[1] სულ მალე გაწევრიანდა გვინეის დემოკრატიულ პარტიაში და გახდა პარტიის კისიდუგუს ორგანიზაციის გენერალური მდივანი. 1954 წელს აირჩიეს ამავე ქალაქის მერად. 1956 წლის 2 იანვრის არჩევნებში კი აირჩიეს საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატად, მაგრამ საფრანგეთში დეპუტატობას თავისი ქვეყნის მინისტრობა არჩია და 1957-1958 წლებში ეკავა საფრანგეთის გვინეის (1958 წლიდან გვინეა) ვაჭრობის მინისტრის პოსტი.
1958 წლის 2 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ბეავოგი გახდა ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრი. 1961 წელს კი საგარეო საქმეთა მინისტრი.
1966 წელს, მას შემდეგ რაც გვინეამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა განის პრეზიდენტს კვამე ნკრუმას, ლუის ბეავოგი დააპატიმრა განის სამხედრო ხელისუფლებამ აკრის აეროპორტში, მაშინ როდესაც იგი მიემგზავრებოდა ეთიოპიაში აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ფორუმზე.
1969 წლიდან კვლავ ეკონომიკის მინისტრია. 1972 წელს კი - გვინეის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა.
მმართველობის რვა დღე
რედაქტირება1984 წლის 26 მარტს აშშ-ს ქალაქ კლივლენდში გარდაიცვალა სამკურნალოდ წასული პრეზიდენტი აჰმედ სეკუ ტურე. გვინეის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 45 დღით, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიკავა ლუის ბეავოგიმ. სეკუ ტურე დაკრძალეს 30 მარტს. დაკრძალვიდან 4 დღეში, 3 აპრილს არმიის სახმელეთო ნაწილებმა, შტაბის უფროსის ლანსანა კონტეს მეთაურობით მოახდინეს სამხედრო გადატრიალება და დაამხეს ლუის ბეავოგი.
ოფიციალური ვერსიით დაიღუპა 1984 წლის 19 აგვისტოს კონაკრის ჰოსპიტალში დიაბეტის შედეგად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ежегодник БСЭ.1962 / М.1962 — С. 587
- Ежегодник БСЭ.1973 / М.1973 — С. 613
- Луи Лансана Беавоги. Люди и события / Новое время//1961 — № 7
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Louis Lansana Béavogui 1923-1984. webGuinée.
წინამორბედი: აჰმედ სეკუ ტურე |
გვინეის პრეზიდენტი 1984 |
შემდეგი: ლანსანა კონტე |