პრინცესა ლუიზა მარია ამელია ბელგიელი (დ. 18 თებერვალი, 1858 — გ. 1 მარტი, 1924) — ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ისა და მარია ჰენრიეტა ავსტრიელის უფროსი შვილი. საქსენ-კობურგისა და გოთას დინასტიის ვეტინების საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ლუიზა ბელგიელი

ლუიზა ბელგიელი, დაახლოებით 1894 წელს
დაბადების სახელი ლუიზა მარია ამელია
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1858
ბრიუსელი, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 1924 (66 წლის)
გერმანია
ეროვნება ბელგიელი
რელიგია რომაული კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ფილიპე საქსე-კობურგი და გოთელი (1875-1906)
შვილ(ებ)ი პრინცი ლეოპოლდი
დოროთე
მშობლები მამა: ლეოპოლდ II
დედა: მარია ჰენრიეტა ავსტრიელი

დაიბადა ბაბუამისის, ლეოპოლდ I-ის მეფობის ხანაში, მას ბებიის ლუიზა მარია ორლეანელის სახელი დაარქვეს. დაქორწინდა ბრიუსელში 1875 წლის 4 თებერვალს თავის მეორე ბიძაშვილ პრინც ფილიპზე. ახალდაქორწინებულები დასახლდნენ ქალაქ ვენაში, სადაც მათ შეეძინათ ორი შვილი: ლეოპოლდ კლემენტი, რომელიც დაიბადა 1878 წელს და დოროთეა, რომელიც 3 წლის შემდეგ, 1881 წელს დაიბადა.

მათი ოჯახი მალევე დაინგრა. ძლიერი პიროვნების ლუიზამ უარი თქვა ეცხოვრა ადამიანთან, რომელიც მას სრულებით არ შეეფერებოდა. ლუიზას სკანდალური ცხოვრება ჰქონდა, მას შეუყვარდა არისტოკრატი ოფიცერი, გეზა მატაჩიჩი. ჯერ კიდევ მისმა მეუღლემ, ლუიზა შეშლილად გამოაცხადა და დაარწმუნა ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოზეფ I, რომ იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ, ხოლო მატაჩიჩი გაყალბებაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, იგი დაეხმარა ლუიზას სავაადმყოფოდან გაქცევაში. შემდეგ ორივემ იმოგზაურა მთელი ევროპის მასშტაბით. ლუიზა მეუღლესთან საბოლოოდ განქორწინდა 1906 წელს.

თავის დასთან სტეფანიასთან ერთად მან შეიტანა რამდენიმე სარჩელი ბელგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მამის (რომელიც გარდაიცვალა 1909 წელს) მემკვიდრეობის დასაბრუნებლად. მათ სასამართლო დავა წააგეს, თუმცა, 1914 წელს ლუიზამ მოახერხა მეფე ლეოპოლდ II-ის ქონების ნაწილის მიღება. პირველი მსოფლიოს ომის და გერმანიის დამარცხების შემდეგ ლუიზას ფინანსური პრობლემები შეექმნა და გადაწყვიტა, გამოექვეყნებინა თავისი მემუარები სათაურით Autour des trônes que j'ai vu tomber. პრინცი ფილიპი, მისი ყოფილი ქმარი, გარდაიცვალა 1921 წელს. 1924 წელს, 66 წლის ასაკში, ლუიზა სიღარიბეში გარდაიცვალა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა მისი საყვარელი, მატაჩიჩიც. მისი ერთადერთი შთამომავალი იყო მისი ქალიშვილი, დოროთეა.

ცხოვრება

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება
 
ბრაბანტის ჰერცოგი და ჰერცოგინია და მათი ორი უფროსი შვილი ლუიზა და ლეოპოლდი, 1862 წ.

ბელგიის მეფის ლეოპოლდ I-ის შვილიშვილი, პრინცესა ლუიზა იყო ჰერცოგის (მომავალი მეფე ლეოპოლდ II) და ბრაბანტის ჰერცოგინიას, მარიას პირველი შვილი. მათი ქორწინება უბედური იყო, ვინაიდან 1853 წელს ისინი პოლიტიკური მიზეზების გამო მათგან სრულიად დამოუკიდებლად დააქორწინეს. მათი ინტერესები სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ბრაბანტის ჰერცოგი გატაცებული იყო ოჯახური ცხოვრებით, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებით, ხოლო მარიას ინტერესები რელიგიით, შინაური ცხოველებით და მუსიკით შემოიფარგლებოდა. [1]

ნანატრი ბავშვი წყვილს ოთხი წლის შემდეგ, 1858 წლის 18 თებერვალს ბრიუსელის სამეფო სასახლეში გაუჩნდა. მშობიარობამ კარგად ჩაიარა, მათ შეეძინათ გოგონა, სახელად ლუიზა. მშობლები იმედგაცრუებულნი იყვნენ ქალიშვილის გაჩენით, რადგან მისი სქესის გამო მას მომავალში არ შეეძლებოდა ტახტზე ასვლას, ხოლო დინასტიის მომავალი გარანტირებული არ იქნებოდა. [1]

მოინათლა 28 მარტს, მისი ნათლიები იყვნენ მისი დიდი ბიძა ერცჰერცოგი იოანე ავსტრიელი და მისი დიდი ბებია, მარია ამალია ნეაპოლელი, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, 1848 წლიდან ემიგრაციით ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში. გამომდინარე იქიდან, რომ სიბერის გამო მან ვერ შეძლო ბელგიაში ნათლობისთვის წასვლა, მარია ამალიამ გამოთქვა სურვილი, რომ მის ნათლულს მიეღო ლუიზა მარია ორლეანელის, მისი უფროსი და საყვარელი ქალიშვილის სახელი, რომელიც ახალგაზრდობისას გარდაიცვალა. [1]

მათ მეორე შვილი, ამჯერად ვაჟი სახელად ლეოპოლდი, შეეძინათ 1859 წლის 12 ივნისს, მას ეწოდა ჰაინაუტის გრაფის ტიტული. პატარა ბიჭი სამეფო ოჯახის სიამაყე და სიხარული იყო. ლუიზას უმცროსი და, სტეფანია, დაიბადა 1864 წლის 21 მაისს. [1]

ახალი მეფობის პირობებში

რედაქტირება
 
მარი ჰენრიეტი, ბრაბანტის ჰერცოგონია და მისი ქალიშვილი ლუიზა. ლუი-ჯოზეფ გემარის ფოტო, 1863 წელი

1865 წლის 10 დეკემბერს მეფე ლეოპოლდ I, ბელგიის დინასტიის დამაარსებელი, გარდაიცვალა 34 წლიანი მეფობის შემდეგ. [1] მისი ვაჟი ავიდა ტახტზე ლეოპოლდ II-ის სახელით. 7 და 6 წლის ასაკის ლუიზასა და ლეოპოლდისთვის ეს სიახლე გარკვეულ ცვლილებებს მოიტანდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი ძმა, გრაფი ჰაინაუტი გახდა ტახტის მემკვიდრე.

ლუიზა დაუმეგობრდა თავისტოლა ბიძაშვილებს: ორლეანის ბლანშე (ლუი ორლეანელის ქალიშვილი), მარია კრისტინა ავსტრიელი (ესპანეთის მომავალი დედოფალი ) და კიდევ ბეატრის ბრიტანელი (დედოფალი ვიქტორიას ყველაზე უმცროსი ქალიშვილი).[1]

6 წლის ასაკიდან ლუიზა კერძო მასწავლებლებთან ემზადებოდა, სწავლობდა: ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულსა და იტალიურ ენებს, ასევე მათემატიკას, ცხენოსნობას, ისტორიას, რელიგიას და მუსიკას. [2]

ოჯახური და დინასტიური ტრაგედია

რედაქტირება

1868 წლის გაზაფხულზე, ლუიზას ძმა, თითქმის 9 წლის ლეოპოლდი, ბრაბანტის ჰერცოგი, ტბაში ჩავარდნის შემდეგ ძლიერ გაცივდა. მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა: ექიმმა მწვავე პერიკარდიტის დიაგნოზი დაუსვა. სექტემბერში ბოლო ზიარების მიღების შემდეგ, პატარა პაციენტი თითქოს უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, იგი გარდაიცვალა 1869 წლის 22 იანვარს. [3]

მეფე ლეოპოლდ II კვლავ იტოვებდა მეორ ევაჟის გაჩენის იმედს, მაგრამ [1] 1872 წლის 30 ივლისს დაიბადა ქალიშვილი სახელად, კლემენტინი, რომელიც სამეფო წყვილის უკანასკნელი შვილი იყო. [1]

ქორწილი ბრიუსელში

რედაქტირება

ლუიზა მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც მას გამოუჩნდა რამდენიმე ხელის მთხოვნელი, რაც განპირობებული იყო მისი სილამაზით და მამამისის სიმდიდრით. მეფე ლეოპოლდს დიდი ხნის განმავლობაში ეშინოდა თავისი შვილის ნაპოლეონ III-ის მემკვიდრეზე დაქორწინება. თუმცა, საფრანგეთის მეორე იმპერიის დაცემის შემდეგ, ლუიზას ორი კანდიდატი გამოუჩნდა: პირველი იყო პრინცი ფრედერიკ ჰოჰენცოლერნ-ზიგმარინგენი, ხოლო მეორე ფილიპ საქსე-კობურგელი და გოთელი.

ფილიპემ ლუიზას ხელი პირველად 1872 წელს ითხოვა, ხოლო მეორედ 1873 წლის ზაფხულში. პრინც ფილიპეს ნათესაური კავშირი ჰქონდა ბელგიის სამეფო ოჯახთან, იყო საქს-კობურგისა და გოთას დინასტიის წევრი და ასევე ლუი-ფილიპ ორლეანელის შვილიშვილი.

ლუიზა ჩართული არ იყო მისი და ფილიპეს ქორწინების მოლაპარაკებებში, თუმცა[4] ის მოუთმენლად ელოდა დაქორწინებას. დაინიშნენ 1874 წლის 25 მარტს, ხოლო ქორწილი შედგა 1875 წლის 4 თებერვალს ბრიუსელის სამეფო სასახლეში [1].

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ავტობიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება