ლუიზა ადამსი
ლუიზა ადამსი (ინგლ. Louisa Adams; დ. 12 თებერვალი, 1775, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 15 მაისი, 1852, ვაშინგტონი, აშშ) — პრეზიდენტ ჯონ კუინსი ადამსის მეუღლე, აშშ-ის პირველი ლედი 1825-1829 წლებში.
ლუიზა ადამსი Louisa Adams | |
აშშ-ის პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1825 – 4 მარტი, 1829 | |
პრეზიდენტი | ჯონ კუინსი ადამსი |
წინამორბედი | ელიზაბეთ მონრო |
მემკვიდრე | ემილი დონელსონი |
დაბადებული | 12 თებერვალი, 1775 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვლილი | 15 მაისი, 1852 ვაშინგტონი, აშშ |
მეუღლე | ჯონ კუინსი ადამსი |
შვილები | 4 |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუიზა ადამსი დაიბადა ლონდონში და იყო პირველი და ერთდერთი პირველი ლედი, რომელიც ამერიკის საზღვრებს გარეთ დაიბადა, სანამ 2017 წელს ახალი პირველი ლედი არ გახდა სლოვენიაში დაბადებული მელანია ტრამპი. ლუიზა ადამსის მამა იყო ჯოშ ჯონსონი, ამერიკელი ვაჭარი და დედა კეტრინ ნუტ-ჯონსონი, ინგლისელი. მამამისი წარმოშობით მერილენდის შტატიდან იყო და მსახურობდა ლონდონში, აშშ-ის საკონსულოში 1790 წლის შემდეგ. ლუიზას ჰყავდა ექვსი დედმამიშვილი: ენი, კეროლინი, ჰარიეტი, კეტრინი, ადელაიდა და ძმა ტომასი. გაიზარდა ლონდონში და ნანტში (საფრანგეთი), სადაც ოჯახი ემალებოდა ამერიკის რევოლუციას. ნანტში ოთხი წლის ლუიზა შეხვდა თავის მომავალ ქმარს, რომელიც თან ახლდა მამამისს საფრანგეთში.
ქორწინება და შვილები
რედაქტირებარამდენიმე წლის შემდეგ ადამსს იგი შეხვდა ლონდონში, სადაც მამამისი დანიშნეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსულად. ადამსმა თავდაპირველად ინტერესი გამოიჩინა მისი უფროსი დის მიმართ, თუმცა მალე თავისი არჩევანი ლუიზაზე შეაჩერა. 1797 წლის 26 ივლისს ელ-ჰეოლუს-ბერკინგის სამრევლოში, ლონდონში, 30 წლის ჯონ კუინსი ადამსი დაქორწინდა 22 წლის ლუიზა ჯონსონზე. ადამსის მამა ჯონ ადამსი (ამერიკის რევოლუციური ომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი) შეურიგდა თავისი შვილის არჩევანს და მიიღო რძალი. ლუიზას მშობლებმა დატოვეს ევროპა და 1797 წელს აშშ-ში დაბრუნდნენ. როდესაც ლუიზას მამა გაკოტრდა, პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა იგი დანიშნა აშშ-ს პრესის დირექტორად. იგი გარდაიცვალა 1802 წელს მერილენდის შტატში ძლიერი ცხელებისგან და ფსიქიკური პრობლემებისგან. ლუიზას დედა გარდაიცვალა 1811 წელს და დაკრძალეს როკ-კრიკის სასაფლაოზე.
ჯონ კუინსი ადამსსა და ლუიზა ადამსს შეეძინათ შვილები: ჯორჯ ვაშინგტონ ადამსი (1801—1829), ადვოკატი; ჯონ ადამს II (1803—1834), პრეზიდენტის ასისტენტი; ჩარლზ ფრენსის ადამსი (1807—1886) დიპლომატი და მწერალი; ლუიზა კეტრინ ადამსი (1811—1812).
ლუიზა ავადმყოფობდა, აწუხებდა შაკიკი და ხშირად გულისწასვლამდე მიდიოდა. ქორწინების პერიოდში მას რამდენჯერმე მოეშალა მუცელი. 1809 წელს თავისი ორი უფროსი შვილი დატოვა მასაჩუსეტსში განათლების მისაღებად და ორი წლის მესამე შვილთან, ჩარლზთან ერთად გაჰყვა საკუთარ ქმარს რუსეთში. პეტერბურგში ცოლ-ქმარმა ხუთი წელი გაატარა, აქ ადამსი ამერიკის ელჩის ფუნქციებს ასრულებდა. სამეფო კარის ფუფუნების მიუხედავად, წყვილს რუსეთი ნამდვილად არ მოსწონდა. ლუიზი ვერ უძლებდა ცივ ზამთრებს და ხშირად ავადმყოფობდა. მისი პატარა შვილი დაიბადა 1811 წელს და გარდაიცვალა მომდევნო წელს.
1814 წელს ადამსმა სიხარულით დატოვა რუსეთი. იგი დანიშნეს კონსულად ინგლისში ზავის დასადებად. ამის შემდეგ იგი აღარ დაბრუნებულა პეტერბურგში და მეუღლე პარიზში გადაიყვანა. ქმართან შესახვედრად ლუიზამ 1815 წელს ორმოცდღიანი მოგზაურობა წამოიწყო გაპარტახებულ ევროპაში. მთელი თავისი მოგზაურობა აღწერა დღიურში, რომელიც გამოსცა მისმა შვილიშვილმა 1903 წელს.
1817 წელს პრეზიდენტმა ჯეიმზ მონრომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშნა, რის გამოც ოჯახი საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა. აქ ლუიზამ ღიად გაუღო კარი მაშინდელ ელიტურ საზოგადოებას, უმასპინძლა დიპლომატებსა და ცნობილ ადამიანებს. სამშაბათის საღამოებზე მის ბინაში უკრავდნენ მუსიკას, ხოლო მისმა თეატრალურმა საღამოებმა ბრწყინვალე დიასახლისის რეპუტაცია შესძინა.
1825-1829 წლებში ლუიზა აშშ-ის პირველი ქალბატონია.
ორი უფროსი შვილის გარდაცვალება მისთვის იყო უდიდესი დარტყმა. 1848 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლეც. ლუიზა დარჩა ვაშინგტონში და იქვე გარდაიცვალა 1852 წლის 15 მაისს, 77 წლის ასაკში. დაკრძალეს მეუღლის გვერდით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Allgor, Catherine. Parlor Politics: In Which the Ladies of Washington Help Build a City and a Government. Charlottesville: University Press of Virginia, 2000.
- Joan R. Challinor, Louisa Catherine Johnson Adams: The Price of Ambition (Ph.D. dissertation, American University, 1982), 178 pages. [In his book 'Henry Adams and the Making of America' Garry Wills says, «Joan Challinor…has written the most complete account of Louisa’s life…» New York Times, September 11, 2005, nytimes.com
- Cook, Jane Hampton. American Phoenix: John Quincy and Louisa Adams, the War of 1812, and the Exile that Saved American Independence (Thomas Nelson: 2013)
- Heffron, Margery M. Louisa Catherine: The Other Mrs. Adams (Yale University Press, 2014) x, 416 pp.
- Nagel, Paul. The Adams Women: Abigail and Louisa Adams, Their Sisters and Daughters (Cambridge: Harvard University Press, 1987)
- O'Brien, Michael. Mrs. Adams in Winter: A Journey in the Last Days of Napoleon (NY: Farrar, Straus and Giroux, 2010)
- Schneider, Dorothy, and Carl J. Schneider, First Ladies: A Biographical Dictionary (Facts on File: 2010), "Louis Catherine Johnson Adams", 42–52
- Thomas, Louisa. Louisa: The Extraordinary Life of Mrs. Adams (New York: Penguin, 2016). ISBN 9781594204630