ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი (ინგლ. First Lady of the United States) — ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტის მეუღლის არაფორმალური, მაგრამ საყოველთაოდ მიღებული წოდება. აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლედი ერის პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში მოწინავე როლს ასრულებს, მისი როლი კოდიფიცირებული ან ოფიციალურად განსაზღვრული არასდროს ყოფილა.[1] XX საუკუნის დასაწყისიდანვე პირველ ლედის ოფიციალური პერსონალთან ერთად მუშაობს, რომელიც ცნობილია, როგორც პირველი ლედის ოფისი და მთავარი ოფისი თეთრი სახლის დასავლეთ ნაწილში აქვთ. ამჟამინდელი პირველი ლედი არის მელანია ტრამპი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლედის წოდება გაცილებით გვიან გამოიყენეს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ქალბატონად ჯორჯ ვაშინგტონის (1789–1797) მეუღლე, მართა ვაშინგტონი მიიჩნევა. მას ხშირად მიმართავდნენ, როგორც ლედი ვაშინგტონს. [2]

1790-იანი წლებიდან პირველი ლედის როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ დროიდან მოყოლებული პირველმა ლედიმ პოლიტიკურ კამპანიებში ჩართვა, თეთრი სახლის მართვა, და ოფიციალურ და ცერემონიალურ შეხვედრებზე პრეზიდენტის წარმოდგენა შეითავსა. რადგანაც პირველი ქალბატონები ჩვეულებრივ მემუარებს წერენ ხოლმე, რაც მათი მეუღლეების ადმინისტრაციის შესახებ დამატებით წყაროს წარმოადგენს და რადგანაც საზოგადოება დამოუკიდებელი ქალების უფლებების შესახებ ინტერესს არ კარგავს, პირველი ქალბატონები ხშირ შემთხვევაში მეუღლეების საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგაც ყურადღების ცენტრში არიან. [1] დამატებით, წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს პირველი ქალბატონები სხვადასხვა სფეროში, დაწყებული მოდიდან დამთავრებული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრით, დიდ გავლენას ახდნედნენ. ისტორიაში არის შემთხვევბი, როცა პრეზიდენტი უცოლო ან ქვრივი ყოფილა. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი ახლობელს ან მეგობარს სთხოვს, თეთრი სახლის მასპინძლის როლი შეითავსოს.

დღეისთვის ყოფილ პირველ ლედთაგან ხუთია ცოცხალი: ჯიმი კარტერის მეუღლე — როზალინ კარტერი, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშის მეუღლე — ბარბარა ბუში, ბილ კლინტონის მეუღლე — ჰილარი კლინტონი, ჯორჯ ბუშის მეუღლე — ლაურა ბუში და ბარაკ ობამას მეუღლე — მიშელ ობამა. 2018 წლისთვის, ერთადერთი პირველი ლედი, რომელიც პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოდა არის ჰილარი კლინტონი.

წარმოშობარედაქტირება

 
დოლი მედისონი პირველი ლედის სახელით მოიხსენია ზაქარი ტეილორმა, 1849

აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მეუღლის აღმნიშვნელი წოდება — პირველი ლედი — აშშ-ში წარმოიშვა. რესპუბლიკის ადრეულ წლებში პრეზიდენტის მეუღლესთვის ზოგადად განსაზღვრული წოდება არ არსებობდა. თავდაპირველად პირველი ქალბატონები თვითონ გამოხატავდნენ უპირატესობას, თუ როგორ მიემართთ მათთვის, მაგ: ლედ, მისის პრეზიდენტი და ა. შ. მართა ვაშინგტონს ხშირად მიმართავდნენ, როგორც ლედი ვაშინგტონს. ერთ-ერთი უძველესი შემთხვევა ტერმინ „პირველი ლედის“ გამოყენებისა სწორედ მის სახელთანა დაკავშირებული: 1838 წელს, გაზეთის - St. Johnsbury Caledonian ერთ-ერთ სტატიაში ავტორი, მისის სიგორნი განიხილავდა იმას, თუ როგორ არ შეცვლილა მართა ვაშინგტონი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარი, ჯორჯი, პრეზიდენტი გახდა. ის წერდა: „ერის პირველი ლედი დღემდე ინარჩუნებს იმ ჩვევებს, რაც ადრე ჰქონდა. არ ზარმაცობს, გამთენიისას იღვიძებს და საუზმის შემდეგ თავის ოთახში წმინდა წერილს სწავლობს“.[3]

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Caroli, Betty Boyd. First Lady: United States title. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: September 30, 2016.
  2. Figueroa, Acton (January 1, 2003). Washington,. World Almanac Library, გვ. 10. ISBN 978-0-8368-5162-5. 
  3. “Martha Washington“, St. Johnsbury Caledonian, August 7, 1838, გვ. 1.