ლორენ კოჰენი
ლორენ კოჰენი (ინგლ. Lauren Cohan; დ. 7 იანვარი, 1982)[1] — ბრიტანელ-ამერიკელი[2] მსახიობი და ფოტომოდელი. ყველაზე მეტად ცნობილია მეგის როლით AMC-ის საშინელებათა ჟანრის ტელესერიალში სახელად „მოსიარულე მკვდრები“, (2011–2018; 2020–დღემდე). მას არაერთ ცნობილ ტელესერიალში უთამაშია, როგორიცაა "ზებუნებრივი (ტელესერიალი)" (2007–2008), "ვამპირის დღიურები" (2010–2012), ვივიან მაკარტურ ვოლკოფის როლი, კომედიურ სერიალში "ჩაკი" (2011) და ფრანცესა 'ფრანკის' ტროუბრიჯის როლი, დრამაში "ვისკის კავალერი" (2019). მის კინემატოგრაფიაში ასევე შედის კომედია "ვან უაილდერი: ტაჯის ამოსვლა" (2006), ფსიქოლოგიური თრილერი "ბიჭი" (2016), ბიოგრაფიული დრამა "ოლ აიზ ონ მი" (2017) და სამოქმედო თრილერი "მილი 22" (2018).
ლორენ კოჰენი | |
---|---|
კოჰენი 2018 წელს სან დიეგოს კომიკ-კონზე | |
დაბადების თარიღი |
7 იანვარი, 1982 ჩერი ჰილი, ნიუ-ჯერსი, აშშ |
მოქალაქეობა | |
განათლება | მეფე ალფრედის კოლეჯი |
საქმიანობა | მსახიობი, ფოტომოდელი |
აქტიური | 2005–დღემდე |
ცნობილია როგორც | მეგი გრინი სერიალ მოსიარულე მკვდრებიდან |
სიმაღლე | 170 სმ |
წონა | 55 კგ |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებალორენ კოჰენი დაიბადა 1982 წლის 7 იანვარს ჩერი ჰილში, ნიუ-ჯერსი, შოტლანდიის, ირლანდიისა და ნორვეგიის ფესვების ოჯახში. ის ნიუ-ჯერსიში 13 წლამდე ცხოვრობდა და [3][4][5] გარკვეული დროის შემდეგ ის საცხოვრებლად გადადის ოჯახთან ერთად თავის მშობლიურ ქვეყანაში დიდ ბრიტანეთში.[6] კოჰენის დედა 17 წლის იყო როდესაც ამერიკაში გადაბარგდა. სანამ კოჰენი ჩერი ჰილში გადავიდოდა, ის ერთი წელი ცხოვრობდა ჯორჯიის შტატში. მისი გვარი კოჰენი და რელიგია (იუდაიზმი) მამინაცვლისგან მოდის.[7] მას ჰყავს ოთხი უმცროსი და-ძმა და ერთი ნახევარდა.[8] კოჰენს აქვს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა.
ლორენ კოჰენი დიდ ბრიტანეთში ვინჩესტერის უნივერსიტეტში სწავლობდა,[9] სადაც ის ეუფლებოდა დრამატურგიასა და ინგლისურ ლიტერატურას. იგი გახდა უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ამის შემდეგ იგი მიიწვიეს სხვადასხვა პროექტებში და მან სწავლასთან ერთად დაიწყო გადაღებები ლოს-ანჯელესში. ამ პერიოდში ის მუშაობდა რამდენიმე ფილმზე და თამაშობდა რეკლამებში.
კარიერა
რედაქტირებაფილმები
რედაქტირებამისი დებიუტი იყო 2005 წლის ფილმი "კასანოვა", რომელშიც მან ითამაშა ბეატრისის როლი. 2006 წელს მან ასევე ითამაშა ფილმში "ვან უაილდერი: ტაჯის ამოსვლა" შარლოტა ჰიგინსონის როლში, მისი შემდეგი როლი იყო 2008 წელს, ფილმში "ათწილადი". 2010 წლის თებერვალში იგი გადაიღეს სასიკვდილო რბოლა 2-ში,[10] ის ასევე იყო ლიდერი 2016 წლის ზებუნებრივ-საშინელებათა ფილმში სახელად "ბიჭი".[11] 2016 წელს იგი გამოჩნდა როგორც მარტა ვეინი (ბეტმენის გარდაცვლილი დედა) ფილმში ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ და ასევე ამ პერიოდში მან ითამაშა ლეილა სტეინბერგის როლი ბიოგრაფიულ დრამაში "ოლ აიზ ონ მი".
ტელევიზია
რედაქტირება2007 წელს, კოჰენმა მოიპოვა თავისი პირველი მთავარი მეორეხარისხოვანი როლი. ის დაასახელეს სეზონის ლიდერ მსახიობად - როდესაც იგი გამოჩნდა ზებუნებრივების მესამე სეზონში, როგორც ბელა ტალბოტი, ქურდი, რომელიც ყიდულობს ძვირფას ზებუნებრივ საგნებს და ყიდის ზებუნებრივი სამყაროს ძალიან მდიდარ და ძლიერ ადამიანებზე. პერსონაჟი სერიალის ექვს ეპიზოდში გამოჩნდა, მისი უკანასკნელი გამოჩენა მესამე სეზონის ბოლოს წინა ეპიზოდი იყო.
კოჰენმა ასევე ითამაშა ვამპირის დღიურებში, სადაც ის თამაშობდა 560 წლის ვამპირის როლს. 2011 წელს იგი შეუერთდა სატელევიზიო სერიალ "ჩაკი"-ს, რომელშიც ითამაშა ვივიან მაკარტურ ვოლკოფი, "მომხიბლავი, დახვეწილი სოციალისტი" რომელიც იყო გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლი და მთავარი ბოროტმოქმედის, ალექსეი ვოლკოფის ქალიშვილი. ის ასევე მონაწილეობდა სერიალებში, როგორიცაა თანამედროვე ოჯახი, CSI: NY, ცივი საქმე, სიცოცხლე, და მშვილდოსანი.
კოჰენმა ითამაშა CW–ს სერიალში, სახელწოდებით "ზეციური", სადაც მან ითამაშა მთავარი პერსონაჟი, ადვოკატი, რომელიც ემსახურება ანგელოზს; სამწუხაროდ, იგი არ აიყვანეს როგორც სერიის მსახიობად რომელიც დარჩებოდა სერიალში გარკვეული დროით.
2011 წლის აპრილში, კოჰენი თამაშობს მეგი გრინის როლს AMC-ის ჰორორ დრამაში სახელწოდებით "მოსიარულე მკვდრები", რომელიც შექმნილია ამავე სახელწოდების კომიქსზე დაყრდნობით. ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია თავის კარიერაში. ის პირველად გამოჩნდა მეორე სეზონში, როგორც განმეორებადი პერსონაჟი, მაგრამ სერიალის რეგულარული წევრი გახდა მესამე სეზონის დასაწყისში. ეს ჰორორ დრამა, 2015 წლისთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სერიალი ტელევიზიების ისტორიაში. მოსიარულე მკვდრების მერვე სეზონის დასრულების შემდეგ, კოჰენმა დაასრულა საკონტრაქტო ვალდებულებები და გარკვეული დროით დატოვა სერიალი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოჰენს არ ჰქონდა მიღწეული შეთანხმება მე-9 სეზონში მონაწილეობის თაობაზე, მას ტელეკომპანიასთან დავა ჰქონდა ანაზღაურებაზე, რაკიღა თვითონაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იყო, მას სურდა, რომ მისი ხელფასი ყოფილიყო მისი კოლეგების ენდრიუ ლინკოლნისა და ნორმან რიდუსის დონეზე. AMC–მა უარი თქვა და ამის შემდეგ კოჰენმა დაიწყო სხვა შემოთავაზებების განხილვა, მაგრამ გარკვეულწილად ის ტელეკომპანიასთან შეთანხმდა და მოსიარულე მკვდრების მეცხრე სეზონის პირველი ნახევარის ხუთ ეპიზოდში გამოჩნდა და შოუ დატოვა 2018 წელს.
2018 წლის დასაწყისში, AMC–სთან "მოსიარულე მკვდრების" კონტრაქტის მოლაპარაკებების დროს, კოჰენი ABC-მ დაადასტურა დრამაში სახელწოდებით "ვისკის კავალერი" სადაც ის თამაშობს ფრანცესა "ფრენკ" ტროუბრიჯის როლს რომელიც არის CIA-ს ჯაშუში. "ვისკის კავალერში" ის აიყვანეს 2018 წლის მაისში და პრემიერა შედგა 2019 წლის 24 თებერვალს. ABC-მ შოუ არ განაახლა მეორე სეზონისთვის. 2019 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოჰენი დაუბრუნდებოდა მოსიარულე მკვდრებს, როგორც სერიალის რეგულარულ მთავარ მსახიობად შოუს მეთერთმეტე სეზონში. გარდა ამისა, წამყვანმა ანგელა კანგმა აღნიშნა, რომ კოჰენი შესაძლოა გამოჩნდეს შოუს მიმდინარე სეზონში (10 სეზონი).
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკოჰენი თავის დროს და სამუშაოს ანაწილებს ლონდონსა და ლოს-ანჯელესს შორის. იგი ცნობილია თავისი გამორჩეული შუა ატლანტიკური აქცენტით.
2014 წელს კოჰენმა დაიწყო კრისტიან კარინოსთან შეხვედრა, რომელიც იმ დროისთვის იყო მისი აგენტი. ისინი 2017 წელს დაშორდნენ.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
---|---|---|---|
2005 | ჩუმი ასასინი | ალისია | მოკლე ფილმი |
2005 | კასანოვა | ბეატრისი | |
2006 | ვან ვაილდერი: ტაჯის ამოსვლა | შარლოტა ჰიგინსონი | |
2008 | ათწილადი | ემილი ფულტონი | |
2010 | ახალგაზრდა დიდი ალექსანდრე | ლეტო | |
2010 | პრაქტიკული | ლორენი | მოკლე ფილმი |
2010 | მკვლელი რბოლა 2 | სეპტემბერ ჯოუნსი | პირდაპირი ვიდეო |
2014 | მომწვდი | კეიტი | |
2016 | ბიჭი | გრეტა ევანზი | |
2016 | ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ | მარტა უეინი | |
2017 | ოლ აიზ ონ მი | ლეილა სტინბერგი | |
2018 | მილი 22 | ალისა კერი |
ტელესერიალები
რედაქტირებაწელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
---|---|---|---|
2007 | მელოტი და ლამაზი | "ფორესტერის შემოქმედების" თანამშრომელი | ეპიზოდი #4986 |
2007–08 | ზებუნებრივი | ბელა ტალბოტი | მთავარი როლი (სეზონი 3) მე-6 ეპიზოდი |
2008 | ვალენტინა | ჯონა ქლეი | ეპიზოდი: "პილოტი" |
2009 | სიცოცხლე | ჯეკი როლდერი | ეპიზოდი: "ინიციატივა 38" |
2010 | თანამედროვე ოჯახი | მიმღები | ეპიზოდი: "გამოთიშული" |
2010 | ცივი საქმე | რეიჩელ მელონი '86 | ეპიზოდი: "ერთი დაცემა" |
2010 | CSI: NY | მერიდიტ მიური | ეპიზოდი: "დროშა მოედანზე" |
2010–12 | ვამპირის დღიურები | როუზი | განმეორებადი (სეზონი 2–3) 6-ე ეპიზოდი |
2011 | ზეციური | ლილი | პილოტი |
2011 | ჩაკი | ვივიენ მაკარტურ ვოლკოფ | განმეორებადი (სეზონი 4) მე-5 ეპიზოდი |
2011–2018; 2020–დღემდე |
მოსიარულე მკვდრები | მეგი გრინი | განმეორებადი (სეზონი 2) მთავარი ქასთი (სეზონები 3–9, 11) სპეციალურად მოწვეული სტუმარი (სეზონი 10) 82 ეპიზოდი |
2012 | ბავშვების საავადმყოფო | ლულუ პრატი | ეპიზოდი: "ბრიტანული საავადმყოფო" |
2013 | სამართალი & ბრძანება: დაზარალებულთა სპეციალური განყოფილება | ავერი ჯორდანი | ეპიზოდი: "ლეგიტიმური გაუპატიურება" |
2014 | მშვილდოსანი | ჯულიანა კალდერონი (გახმოვანება) | განმეორებადი (სეზონი 5) 4 ეპიზოდი |
2014 | ტიმი & ერიკის ძილისპირული ზღაპრები | სტეფანი | ეპიზოდი: "სააბაზანოს ბიჭები" |
2016 | ტუჩის სინქრონიზაციის ბრძოლა | თვითონ | ეპიზოდი: "სონექუა მარტინ-გრინი ლორენ კოჰენის წინააღმდეგ" |
2016 | მინდის პროექტი | ეშლი | სტუმარი (სეზონი 4) მე-2 ეპიზოდი |
2017 | რობოტი ქათამი | მეგი გრინი (გახმოვანება) | ეპიზოდი: "რობოტი ქათამი - მოსიარულე მკვდრების სპეციალური გამოშვება: შეხედე ვინ დადის" |
2019 | ვისკის კავალერი | ფრანცესა "ფრენკი" ტროუბრიჯი | მთავარი როლი |
ვიდეო თამაშები
რედაქტირებაწელი | სათაური | როლი | |
---|---|---|---|
2014 | ბედი | ექსო სტრეინჯი | |
2020 | ბედი 2:სინათლის მიღმა | ელიზაბეტ ბრეი |
ჯილდოები და ნომინაციები
რედაქტირებაწელი | ასოციაცია | კატეგორია | ნომინირებული სამუშაო | შედეგი | |
---|---|---|---|---|---|
2012 | სატელიტური ჯილდოები | საუკეთესო სატელევიზიო მსახიობები | მოსიარულე მკვდრები | მოგებული | |
2013 | თვალისმომჭრელი ჯილდოები | ანსამბლის საუკეთესო მსახიობების პრემია | მოგებული | ||
2017 | 43-ე სახალხო არჩევანის ჯილდოები | ფავორიტი სამეცნიერო/ფანტასტიკის ტელესერიალის ქალი მსახიობი | ნომინირებული |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „UPI Almanac ორშაბათს, 2019 წლის 7 იანვარს“. United Press International. იანვარი 7, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2019. ციტირების თარიღი: სექტემბერი 21, 2019. ციტატა: „მსახიობი ლორენ კოჰენი 1989 წ. (32 წლის)“
- ↑ ლორენ კოჰენი. ოდისეა. ციტირების თარიღი: თებერვალი 11, 2019
- ↑ კოჰენი, ლორენ (მარტი 27, 2014). „მოსიარულე მკვდრების ვარსკვლავი ლორენ კოჰენი ცდილობს მოირგოს სხვადასხვა აქცენტი პიტთან ერთად“. Interviewed by პიტ ჰოლმსი. ციტირების თარიღი: სექტემბერი 29, 2014. ციტატა: „მე ნიუ ჯერსიდან ვარ. მე ნიუ ჯერსიში დავიბადე“
- ↑ გრეი, ელენ (ოქტომბერი 20, 2011). „გულით ისევ ნიუ ჯერსიდან? 'მოსიარულე მკვდრების' ვარსკვლავმა კოჰენმა ჩერი ჰილი დატოვა ბრიტანეთში დასაბრუნებლად“. ფილადელფიის მკვლევარი. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2019. ციტირების თარიღი: სექტემბერი 21, 2019. ციტატა: „ვიღაცამ, რომელმაც სიცოცხლის პირველი 13 წელი გაატარა ჩერი ჰილში, ნ.-ჯ...“
- ↑ ზოგ წყაროს მოჰყავს ფილადელფია, პენსილვანია, მათ შორის:
*ჰილტბრენდი, დევიდ (ნოემბერი 24, 2013). „ლორენ კოჰენი მოსიარულე მკვდრებიდან რომელიც გზას უთმობს ზომბებს“. ფილადელფიის მკვლევარი. ციტირების თარიღი: სექტემბერი 29, 2014. ციტატა: „დაიბადა ფილადელფიაში მაგრამ გაიზარდა ჩერი ჰილში“
*„ლორენ კოჰენის ბიოგრაფია“. TV Guide. ციტირების თარიღი: სექტემბერი 21, 2019. - ↑ კოჰენი, ლორენ (მარტი 30, 2014). „სემ რობერტსი & ლორენ კოჰენი - მოსიარულე მკვდრები, გუბერნატორი, უკანასკნელი ეპიზოდები, & კიდე ბევრი რამ“. Interviewed by სემ რობერტსი. Event occurs at 05:01. ციტირების თარიღი: სექტემბერი 29, 2014. ციტატა: „გავიზარდე ამერიკაში და შემდეგ გადავედი ბრიტანეთში. ... დედაჩემი ბრიტანელია, აი ეს იყო მიზეზი თუ რატომ მოვხვდი მანდ. ... ის 17 წლის ასაკში გადაბარგდა ამერიკაში... როდესაც მე და ჩემი ნათესავები დავიბადეთ, მან თქვა, რომ 'მოდი გავაკეთოთ ეს.'“
- ↑ „ლორენ კოჰენმა ზომბების კვლა ხელოვნებად გადააქცია, წერს დევიდ ჰილტბრენდი“. News.com.au. თებერვალი 11, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-14. ციტირების თარიღი: მარტი 7, 2016. ციტატა: „როდესაც კოჰენის დედა მეორედ დაქორწინდა, მან თავისი მამინაცვლისგან მიიღო რელიგია (იუდაიზმი) და გვარი (კოჰენი)“
- ↑ კოჰენი, ლორენ. (თებერვალი 24, 2014) ინტერვიუ: ლორენ კოჰენი საუბრობს მოსიარულე მკვდრებზე. DStv.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: სექტემბერი 29, 2014
- ↑ ლორენ კოჰენი — საკულტო ამერიკელი ჰორორ-თრილერის ქალი მსახიობი.. Venta. ვინჩესტერის უნივერსიტეტი (ზამთარი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-16. ციტირების თარიღი: მარტი 7, 2016
- ↑ ვალკუსკი, ერიკ. (მარტი 1, 2010) სინ ბინი ითამაშებს სასიკვდილო რბოლაში; ასევე ლორენ კოჰენიც. ციტირების თარიღი: მარტი 2, 2018
- ↑ „ამ მოსიარულე მკვდრების ვარსკვლავმა პირველი მნიშვნელოვანი ფილმის გარიგება დადო“. CINEMABLEND. იანვარი 27, 2015. ციტირების თარიღი: თებერვალი 26, 2018.