ლომისის ძველი ეკლესია
ლომისის ძველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთის განაპირას, ჩრდილოეთით, ლომისის გუმბათოვანი ეკლესიის ეზოში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,95 x 5,15 მეტრი), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. დაზიანებულია: სახურავის ფიქლის საბურავი ჩამოცვენილია, ინტერიერი 1-2 მეტრზე მიწითაა ამოვსებული. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, კარი არქიტრავიანია. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია. იგი დარბაზისგან განიერი (70 სანტიმეტრი) კედლითაა გამოყოფილი, კედელში გაჭრილია ორი კარი. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ბრტყლად გადახურული სარკმელია, სამხრეთ კედელში - სწორკუთხა ნიში. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. სახურავის კეხზე, აღმოსავლეთით, ქვაში გამოკვეთილი ცხვრის თავი დგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარსაგიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 324.