ლოვოზეროს ტბა
(გადამისამართდა გვერდიდან ლოვოზერო (ტბა))
ლოვოზერო (რუს. Ловозеро) — ტექტონიკური ტბა კოლის ნახევარკუნძულზე, რუსეთში, მურმანსკის ოლქში. ფართობი 200 კმ², საშუალო სიღრმე 5,7 მეტრი, მაქსიმალური 35 მეტრი. აღმოსავლეთიდან აკრავს ლოვოზეროს ტუნდრის მთები. ტბიდან გამოედინება მდინარე ვორონია, რომელზეც 1970 წელს ააგეს ჰესი და ლოვოზეროს წყალსაცავად გადაიქცა. დონე ირყევა 1,55 მეტრ ფარგლებში. იყინება ოქტომბერ-ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილ-მაისში. სანაპირო ხაზი დაკლაკნილია. ტბაში ბევრი კუნძული და ნახევარკუნძულია.
ლოვოზერო | |
---|---|
Ловозеро | |
ლოვოზეროს ტბა | |
კოორდინატები: 67°51′00″ ჩ. გ. 35°10′00″ ა. გ. / 67.85000° ჩ. გ. 35.16667° ა. გ. | |
მდებარეობა | კოლის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაცია |
საშუალო სიღრმე | 5,7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 35 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ცაგა, სარა, კურგა, აფანასია და ა.შ. |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 278.