ლიეტუვის სეიმი

(გადამისამართდა გვერდიდან ლიტვის სეიმი)

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმი (ლიეტ. Lietuvos Respublikos Seimas) — ლიეტუვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

საერთო აღწერა

რედაქტირება

სეიმი შედგება ერთი პალატისაგან, რომლის შემადგენლობაშიც საყოველთაო, თანასწორუფლებიანი, ფარული კენჭისყრის საფუძველზე არჩეული 141 დეპუტატია, მათგან 71 დეპუტატს ირჩევენ ერთმანდატიანი ოლქებიდან მაჟორიტარული სისტემით, 70-ს კი — პროპორციული სიით 5 %-იანი ბარიერის გადალახვის შედეგად. ლიეტუვის კონსტიტუციის მეხუთე თავის მიხედვით სეიმის დეპუტატად აირჩევა ლიეტუვის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ლიეტუვაში.

სეიმი ყოველწლიურად იკრიბება ორჯერ — საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საგაზაფხულო სესია იწყება 10 მარტს და გრძელდება 30 ივნისამდე. საშემოდგომო სესია კი იწყება 10 სექტემბერსს და მთავრდება 23 დეკემბერს. რიგგარეშე სესიის მოწვევა შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატების საერთო რაოდენობის 1/3-ის მოთხოვნით ან პრეზიდენტს.

სეიმის სხდომას უძღვება სეიმის თავმჯდომარე (2013 წლის ოქტომბრიდან ლორეტა გრაუჟინიენე) ან მისი მოადგილე. ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის და უძღვება ასაკით ყველაზე უფროსი წევრი.

უფლებამოსილებები

რედაქტირება
  • განიხილავს და იღებს კონსტიტუციურ ცვლილებებს.
  • გამოსცემს კანონებს.
  • ნიშნავს ლიეტუვის პრეზიდენტის არჩევნების თარიღს.
  • მოიწონებს ან არ მოიწონებს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
  • ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს წევრებს და მათ ხელმძღვანელებს.
  • ნიშნავს და ათავისუფლებს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.
  • ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
  • ქმნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
  • ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე.
  • გამოსცემს ამნისტიის კანონს.

1990 წლის 24 თებერვალს მოწვეულმა სეიმმა 1990 წლის 11 მარტს გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა, მას ლიეტუვის ისტორიაში ეწოდა "აღმდგენი სეიმი". დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, მეორე სეიმი მოწვეულ იქნა 1996-2000 წლებში. ამჟამად მოქმედებს მეხუთე მოწვევის სეიმი, რომელიც აირჩიეს 2008 წელს და რომლის უფლებამოსილების ძალაც გრძელდება 2012 წლამდე.

 
ლიეტუვის სეიმის ახალი სხდომათა დარბაზი

ახლანდელი შენობა შედგება 4 ნაწილისაგან. პირველი შენობა ააშენეს 1976-1980 წწ. ალგიმანდას და ვიტაუტას ნასვიტისებმა, მასში განთავსებული იყო ლიტვის სსრ-ს უმაღლესი საბჭო. 2007 წელს საშემოდგომო სესია დაიწყო პლენალური სხდომის ახალ დარბაზში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება