თეთრი არყი
თეთრი არყი,[1] შებუსვილი არყი[2] (ლათ. Betula pubescens) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 15–18 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მეტწილად გამრუდებული ტანით, უმეტესად – მრავალღეროიანი. აქვს მოთეთრო, ხშირად ოდნავ მოვარდისფრო ქერქი. ოდნავ შებუსვილი ერთწლიანი ყლორტები და ფოთლები. კვერცხის ფორმისაა, მახვილწვერიანი ან ოდნავ წაწვეტებული, კიდეზე არანათლად გამოხატული ორმაგხერხკბილა ფოთლის ფირფიტა. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში,[3] აქ ყველაზე გავრცელებული არყია.[4] იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში, ზოგან კლდოვან და ქვიან ფერდობებზე. ტყის ზედა საზღვრის გაყოლებით ქმნის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეს დეკას ქვეტყით ან მდიდარი ბალახოვანი საფრით.[3]
თეთრი არყი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Betula pubescens Ehrh., 1789 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 194521 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
საქართველოში გავრცელებულია მისი ვარიაცია (Betula pubescens var. litwinowii) — ლიტვინოვის არყი.
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილედი
-
ფოთოლი
-
ტანი
-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 54.
- ↑ სამკურნალო, დეკორატიული, ტექნიკური და თანამდევი მცენარეები – წარმოება, გამოყენება, მარკეტინგი (ა). medgeo.net. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2021
- ↑ 3.0 3.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 80.
- ↑ მათიკაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 612.